ჩემპიონატები

20:00 | 4.04.2018 | ნანახია 1449 - ჯერ

უოტსონი ივნისის ტესტებს გამოტოვებს

შოტლანდიის ნაკრების და “ედინბურგის” მესამეხაზელი ჰემიშ უოტსონი, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

26 წლის მორაგბეს რამდენიმე კვირის განმავლობაში მხრის ტრავმა აწუხებდა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ ოპერაცია ჩაუტარდებოდა. შესაბამისად, ის ივნისის ტესტებში შოტლანდიის ნაკრებს ვერ დაეხმარება.

უოტსონი შოტლანდიის ნაკრებში 2015 წლიდან თამაშობს, 20 კეპი მოიხვეჭა და 2 ლელო დადო, ხოლო “ედინბურგის” ღირსებას 2011 წლიდან იცავს და 82 მატჩში 15 ლელოს გატანა მოახერხა.

ცნობისთვის, შოტლანდია ივნისში ამერიკის ცონტინენტს ეწვევა და სამ ტესტ-მატჩს გამართავს. “ნარშავები” 9 ივნისს ედმონტონში კანადას ესტუმრებიან, 16-ში ჰიუსტონში აშშ-ს შეერკინებიან, ხოლო 23-ში რესისტენსიაში არგენტინას შეერკინებიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081683