ამბები

12:11 | 4.04.2018 | ნანახია 1371 - ჯერ

ერნანდესის დაუგეგმავი დასასრული

35 წლის არგენტინელმა ხუან მარტინ ერნანდესმა რაგბიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

ამის მიზეზი მუხლის ტრავმა აღმოჩნდა, რომელიც „ხაგუარესის“ უკანახაზელმა სუპერ რაგბის მე-5 ტურში, „რედსთან“ მატჩისას მიიღო.

„ჯვარედინი მყესები გადარჩა, თუმცა აუტანელი ტკივილები მაქვს და სუპერ რაგბის მოთხოვნების გათვალისწინებით, თამაშს ვეღარ გავაგრძელებ. მე მორაგბის კარიერა დავასრულე“ - განაცხადა ერნანდესმა.

ხუან მარტინ ერნანდესი არგენტინის ყველაზე წარმატებული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო და 2007 წლის მსოფლიო თასზე მესამე ადგილი დაიკავა. მანამდე მან 2003 წლის მსოფლიოს თასზე ითამაშა, 2011 წლის ტურნირი მუხლზე გადატანილი ოპერაციის გამო გამოტოვა, ხოლო 2015 წელს გუნდთან ერთად ინგლისში მეოთხე ადგილი დაიკავა. ჯამში ერნანდესის ანგარიშზე 74 კეპია.

საკლუბო დონეზე ის ტოპ 14-შო, „სტად ფრანსეში“, „რასინგსა“ და „ტულონში“ თამაშობდა, შუალედში ერთი სეზონი სამხრეთ აფრიკაში გაატარა, ხოლო 2015 წლიდან „ხაგუარესს“ შეუერთდა.

ხუან მარტინი 6 თვე რაგბისგან სრულად დასვენებას გეგმავს, მერე კი სამწვრთნელო კარიერის დაწყებაზე დაფიქრდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089164