ჩემპიონატები

16:10 | 3.04.2018 | ნანახია 1796 - ჯერ

დენ კარტერი: „ეს ჩემი შანსია“

36 წლის ახალზელანდიელი ვარსკვლავი დენ კარტერი, რომელიც ახალ სეზონს იაპონურ კლუბ „ქენონ იგლზში“ დაიწყებს, ევროპული ჩემპიონთა თასის მოგებაზე ოცნებობს.

კარტერის „რასინგმა“ მეოთხედფინალში „კლერმონი“ სტუმრად 28:17 დაამარცხა. მსოფლიოს საუკეთესო მექულემ შეცვლაზე 59-ე წუთიდან ითამაშა. სტუმართა შორის დასკვნითი 30 წუთი გაისარჯა ქართველი ბურჯი ვასილ კაკოვინიც.

ნახევარფინალში პარიზელები ირლანდიურ „მანსტერს“ მასპინძლობენ და კარტერის ეპოქაში მეორედ ეცდებიან ფინალში გასვლას. 2016 წელს „რასინგი“ ინგლისურ „სარასენსთან“ 9:21 დამარცხდა.

„ჩემპიონთა თასის მოგების უდიდესი მოტივაცია გვაქვს. ჩემთვის ეს პრიორიტეტი იყო და სწორედ ამის გამო დავთანხმდი ფრანგულ კლუბში გადასვლას. და ეს ტურნირი ჩემი უკანასკნელი შანსია. ერთხელ ფინალში უკვე ვიყავით და გვსურს ეს მიღწევა გავაუმჯობესოთ, მაგრამ ეიფორიას არ უნდა მივეცეთ. „მანსტერი“ ძლიერი გუნდია და მასთან მოგებისთვის განსაკუთრებული თამაშია საჭირო“, - აცხადებს „ოლ ბლექსის“ ყოფილი მგეზავი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085845