ქართული

14:56 | 3.04.2018 | ნანახია 2511 - ჯერ

საქართველო - აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ცენტრი

საქართველოს რაგბის კავშირი, როგორც აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ცენტრი, მეზობელ ქვეყნებში რაგბის განვითარებაზე ზრუნავს და განვითარების ჯგუფის ედუკატორებმა თურქეთსა და უკრაინაში საერთაშორისო სემინარები ჩაატარეს.

განვითარების ჯგუფი 2007 წლიდან მუშაობს. მის ძირითად საქმიანობას მწვრთნელთა მომზადება-გადამზადება და ბავშვთა რაგბის განვითარება, კერძოდ ფესტივალების ორგანიზება წარმოადგენს. ამ პროცესს თან ახლავს სტატისტიკის წარმოება - რომელ ასაკში რა რაოდენობის ბავშვი ვარჯიშობს, რომელი კატეგორიის რამდენი მწვრთნელი გვყავს, ხდება ინფორმაციის ანალიზი, რის შედეგადაც ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა და სამომავლო გეგმების დალაგება.

400-მდე ლიცენზირებული მწვრთნელი

ამ ეტაპისთვის განვითარების ჯგუფი პირველი და მეორე დონის სამწვრთნელო სემინარებს ატარებს. სწავლების მეთოდი და კურსი სრულ თანხვედრაშია „მსოფლიო რაგბის“ პროგრამასთან, შესაბამისად, საქართველოში გაცემული პირველ და მეორე დონის სამწვრთნელო სერთიფიკატს ისეთივე ძალა აქვს, როგორც საფრანგეთსა და ინგლისში გაცემულ სერთიფიკატს. ის „მსოფლიო რაგბის“ მიერ გაცემული სერთიფიკატის ტოლფასია და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოქმედებს.

„დაახლოებით 400-მდე სერთიფიცირებული მწვრთნელი გვყავს და მათ უმეტესობას ორივე დონის ლიცენზია აქვს. მწვრთნელების კრიტიკული დეფიციტი დაძლეულია და ახლა ხარისხს უფრო დიდი ყურადღება მიექცევა, შესაბამისად, გამკაცრდება სერთიფიკატების მინიჭების პროცესი“ - ამბობს განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ჭუმბურიძე.

უკვე ითარგმნა და მზადაა მესამე დონის სემინარი, მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება და საქართველო მალე უმაღლესი დონის სერთიფიკატების გაცემასაც დაიწყებს. პირველი და მეორე დონისგან განსხვავებით, მესამე დონის სწავლება მეტ ანალიტიკას და დამოუკიდებელ მუშაობას მოითხოვს, რის გამოც ის დროში იქნება გაწელილი და რამდენიმე თვე გაგრძელდება.

მესამე დონის სერთიფიკატი განკუთვნილია კაცთა და ნაკრები გუნდებისთვის. საქართველოში გაცემული მესამე დონის სერთიფიკატი საკმარისი იქნება კაცთა გუნდებში სამუშაოდ. ამ დონის სემინარებს „მსოფლიო რაგბი“ თავადაც ატარებს და წამყვან ნაკრებებში მუშაობის უფლება მხოლოდ მათ მიერ გაცემული სერთიფიკატების მქონე მწვრთნელებს აქვთ.

თბილისში ერთხელ უკვე ჩატარდა მესამე დონის საერთაშორისო სწავლება, მას უმცორის ბორჯღალოსნების (20-წლამდე) სამწვრთნელო შტაბი (ილია მაისურაძე, ზურაბ ამონაშვილი, ლადო კილასონია), ასევე ეროვნული გუნდის მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ესწრებოდნენ და კურსი ოთხივემ წარმატებით გაიარა. ყოველი წლის განმავლობაში ორი მწვრთნელი იგზავნება „მსოფლიო რაგბის“ მესამე დონის სერთიფიკატის მისაღებად და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

"შევარდენი" - რეგიონალური ცენტრი

ეს ყველაფერი შესაბამისი ცოდნისა და ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა და ამ მხრივ საქართველო რეგიონში გამორჩეულია.

„ჩვენ გვაქვს მწვრთნელთა ლიცენზირების ავტონომია და ეს დიდი მიღწევაა. გვყავს 6 საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე ედუკატორი, ანუ მწვრთნელთა მასწავლებელი და სამი ტრენერი, რომელთაც ედუკატორების მომზადება შეუძლიათ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სულ 150-მდე ტრენერია და მათგან 3 ქართველია, რაც ცოტა ნამდვილად არაა.

გვაქვს ‘შევარდენის’ ბაზა, რომელსაც „მსოფლიო რაგბი“ რეგიონში ტრენინგ-ცენტრად მოიაზრებს და აქ უკვე ჩატარდა რამდენიმე მაღალი დონის საერთაშორისო სწავლება - მწვრთნელთა, ფიზ.მომზადების მწვრთნელთა, მსაჯთა და სამედიცინო მიმართულებით. ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ეს სწავლებები უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. ‘შევარდენზე’ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მსმენელმა მხოლოდ სწავლაზე და საკუთარი თავის განვითარებაზე იმუშაოს“ - გვიყვება ჭუმბურიძე.

განვითარების ჯგუფის მიზანია, რომ უახლოეს პერიოდში შიდა მოხმარების მსგავსი რეგიონალური ცენტრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გაიხსნას, რათა ადგილობრივი სპეციალისტებს მაქსიმალურად გაუმარტივდეთ საჭირო ცოდნის მიღება და ლიცენზირების პროცესის გავლა, ხოლო ბავშვებისთვის ჩატარდეს მასტერკლასები.

პარალელურად, საქართველო ზრუნავს მეზობელ ქვეყნებში რაგბის განვითარებაზე და ამ მიმართულებით იანვარში ორი პროექტი განხორციელდა:

„ამ პროექტს დიდი ხნის განმავლობაში ვამზადებდით. უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობა წინა წლებშიც გვქონდა, თურქეთში კი მასტერკლასები პირველად ჩატარდა. გარდა სწავლებებისა, უკრაინულმა მხარემ შეარჩია ორი მწვრთნელი. ისინი ჩვენი 20-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე 1 კვირის განმავლობაში იყვნენ და გაიარეს პრაქტიკა, შიგნიდან დაინახას როგორ ხდება მსგავსი შეკრებების ორგანიზება, დაგეგმვა, ანალიზი და ა.შ.“.

3-დღიანი მასტერკლასი უკრაინაში

ზემოთნახსენები პროექტის ფარგლებში, უკრაინაში, კერძოდ ოდესაში, 3-დღიანი მასტერკლასები ჩაატარეს ჯაბა მალაღურაძემ და დავით კიკნაძემ. ეს იყო კონკრეტული მიმართულების სემინარები. უკრაინელებთან შეთანხმებით, პირველ თემად დაცვაში ტაქტიკური გადაწყვეტილებები (რაქი და ღია თამაში) შეირჩა, ხოლო კიკნაძემ მეზობლებს ფეხით თამაშის გაკვეთილები ჩაუტარა.

„სამეზობლოში რაც უფრო მეტი განვითარებული ქვეყანა გვეყოლება, ჩვენთვის მით უკეთესი და ეს პროექტებიც ამას ემსახურება. ჩემი მიზანი იყო, რომ უკრაინელებს რაგბი სხვა კუთხით დაენახათ, გასჩენოდათ კითხვები და მიეღოთ პასუხები. ოდესის ოლქის 12 მსმენელს ჰქონდა როგორ თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები“ - ამბობს მალაღურაძე.

პირველად თურქეთში - საერთაშორისო სემინარი

იანვრის ბოლოს სამი ქართველი ედუკატორი - ივანე დავითაშვილი, გიორგი ჯოხაძე და გიორგი ენუქიძე სტამბოლში ჩავიდნენ და თურქეთში მსოფლიო დონის პირველი სემინარი ჩაატარეს. ის თურქული მხარის თხოვნითა და რაგბი ევროპის დახმარებით დაიგეგმა.

„თურქებმა გვთხოვეს, რომ მათთვის სემინარები ჩაგვეტარებინა და თუ შესაძლებელი იყო შესაბამისი ლიცენზიები გაგვეცა, რაზეც თანხმობა განვაცხადეთ, რადგან საქართველოს პირველი ორი დონის საერთაშორისო სერთიფიკატის გაცემის უფლება აქვს. ვფიქრობთ, რომ რეგიონში რაგბის განვითარება ჩენთვისაც სასარგებლო იქნება“ - ამბობს ერთ-ერთი ედუკატორი ივანე დავითაშვილი.

პირველი დონის საერთაშორისო სემინარი 4 დღე გაგრძელდა. საქართველოში მისი ხანგრძლივობა 7 დღეა, თუმცა კონკრეტული დღის სამუშაო საათების გაზრდისა და პროგრამის მცირედით შემოკლების ხარჯზე, ამ 4 დღის განმავლობაში გადამზადება 28 თურქმა მწვრთნეელმა გაიარა. მათი უმრავლესობა მოქმედი სპორტსმენია და აქვთ სურვილი, რომ განათლების დონის ამაღლებით თურქეთში რაგბის პოპულარიზაცია გაზარდონ.

„თურქები რაგბის ცოდნით არ გამოირჩეოდნენ, თუმცა სწრაფად ითვისებდნენ პროგრამას და კურსის მსვლელობისას პროგრესი თვალშისაცემი იყო. შეფასებისას მკაცრები არ ვიყავით და უმეტესობამ ლიცენზირება წარმატებით გაიარა. სემინარები ტარდებოდა ოლიმპიური კომიტეტის დარბაზში და მაღალი ხარისხის მოედანზე, რომელიც თურქეთის რაგბის კავშირს არ ეკუთვნოდა.

მოხარულები ვართ, რომ მათ ცოდნის წყურვილი ოდნავ მაინც დავუკმაყოფილეთ და გვაქვს იმედი, ეს შედეგს გამოიღებს. თურქებმა თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს და მზად ვართ მათ დახმარება მომავალშიც აღმოვუჩინოთ. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ რაგბის განვითარების მიმართულებით, რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში, საკუთარი წვლილი შეგვაქვს“ - აცხადებს დავითაშვილი.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:43 | 04.04.2018
ანდროიდი (50)

მისასალმებელი ტენდეციაა. მასწავლებლობაც სწავლას და განვითარებას უწყობს ხელს.

16:39 | 03.04.2018
არჩილ სოხუმელი (484)

stripslashes((strlen('https://rugger.info/news/19414')>0?'https://rugger.info/news/19414':'https://rugger.info/news/19414'))
Грузин игравший против «Лелос»
История столба «Леинстера», у которого есть шансы поднять над головой Кубок Шести Наций раньше, чем «Борджгалоснеби» пробьют бетонную стену в турнир.

Вахтангу Абдаладзе было шесть лет, когда его семья перебралась в Ирландию. Изначально юноша не думал о том, чтобы стать регбистом. Вахо выступал за клонсильский ФК «Сент-Мохта», болел за «Ливерпуль», восхищался игрой Габриэля Батистуты, Хаби Алонсо и Стивена Джеррарда.

Но как тут стать футболистом, когда растёшь не по годам и габариты сводят на «нет» скоростные данные. Вдобавок к этому отец Ника – регбист, сыгравший два матча за «Лелос» в 1997 году.

«Папа всё время пытался направить меня в регби, часто беседовали 1 на 1. Отец был мощным форвардом третьей линии. Я пошёл в него - стремительно рос и выделялся комплекцией среди сверстников», - вспоминает Абдаладзе.

Вахтанга отдали в РК «Кулмайн», входящего в систему команд «Леинстера». Уроженца Грузии определили на позицию центра и Абдаладзе начал активно просматривать ролики с игрой Брайана О’Дрисколла. Но Вахо продолжал расти, и тренеры решили, что в первой линии у парня больше перспектив. Так новым кумиром регбиста стал Киан Хили.

Талант Абдаладзе разглядели в академии «Леинстера», но дали парню год, чтобы доказать свою пригодность. За свой шанс грузинский юноша ухватился зубами. Каждый день Вахтанг просыпался в 5:30 утра, чтобы с двумя пересадками добраться из Бланчардстауна на тренировку.
В академии «Леинстера» Вахо провёл три года, зарекомендовав себя с лучшей стороны и попал в заявку на молодёжный Кубок Мира 2016 в Англии. Среди партнёров: Джеймс Райан, Эндрю Портер и Джейкоб Стокдейл (все нынешние игроки первой сборной страны). Среди соперников: Новая Зеландия, Уэльс и родная Грузия.

За 5 месяцев до того, как «Клеверные» в Чикаго впервые в истории обыграли «Олл Блэкс» (40:29), молодёжная команда Ирландии также впервые одолела новозеландских сверстников (33:24). Перед этим была победа над Уэльсом (26:25) и вот наконец дуэль с «Джуниор Лелос».

«Игра с Грузией была в какой-то степени странной. Кажется, что я должен был понимать всё о чём говорят соперники, но это было не так. Мне нужно было сосредоточиться на своих обязанностях и лишние заботы могли навредить моей команде. Это была сложная встреча (35:7 победа Ирландии). Как и ожидалось, грузины уповали исключительно на схватку».

Ирландцы дошли до финала Кубка Мира U20, уступив в решающем матче Англии 21:45.
Вернувшись из расположения сборной, Абдаладзе выступал в чемпионате Ирландии и параллельно окончил Дублинский университет по специальности бизнес-исследований. Но главное, заполучил контракт в академии «Леинстера».

Пока Вахтанг выступает за дублирующий состав ирландского клуба. Совсем непросто пробиться в основу, когда среди конкурентов Эндрю Портер, Джек МакГрат, Тайг Фёрлонг, Майкл Бент и кумир Киан Хили. Но своим упорством и трудом 22-летний Вахтанг уже неоднократно доказывал, что ему под силу решать задачи любой трудности.

Двери в сборную Грузии для игрока него по-прежнему открыты. Вопрос в том, какой выбор сделает он сам.



Игорь Явкин по материалам leinsterrugby.ie

22:45 | 04.04.2018
ანდროიდი (50)

წარმატებას ვუსურვებ, ჩვენთან თუ არა ირლანდიის ნაკრებში მაინც ეთამაშოს წარმატებულად.

0.104436