ქართული

16:38 | 2.04.2018 | ნანახია 2194 - ჯერ

7-კაცა: მსოფლიო სერიის შესარჩევი

7-კაცა ბორჯღალოსნები დღეს გამთენიისას ჰონკონგში გაემგზავრნენ, სადაც მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები იაპონიის, უგანდისა და ჩილეს ნაკრებები არიან. პირველ ორს 6 აპრილს ვეთამაშებით, მესამეს 7-ში და ამავე დღეს გავმართავთ მეოთხედფინალურ მატჩს, ხოლო 8 აპრილს ფინალური მატჩები შედგბა.

სხვა ჯგუფებში ირლანდიის, ურუგვაის, იამაიკის და კუკის კუნძულების, ასევე გერმანიის, ჰონკონგის, პაპუა ახალი გვინეის და ზიმბაბვეს ნაკრებები თამაშობენ.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ზაზა ლეჟავა ფიქრობს, რომ დღეში ორ-ორი თამაშის ჩატარება ჩვენთვის შედარებით მარტივი იქნება:

„დღეში ორი თამაში საქმეს გაგვიმარტივებს, რადგან აღდგენას მოვასწრებთ და ყველა თამაშში მაქსიმალურად დავიხარჯებით. იაპონია შარშან მსოფლიო სერიას თამაშობდა, 3-4 კუნძულელი ყავს და კარგი გუნდია. უგანდა კენიის სტილის ნაკრებია, სწრაფი და გამძლე მორაგბეები ყავს. ჩილეს ნაკრები არგენტინის შემდეგ მეორეა სამხრეთ ამერიკაში და ორგანიზებული დაცვით გამოირჩევა“.

ბორჯღალოსნებით გაძლიერებული

ზაზა ლეჟავამ ჰონკონგში რამდნიმე ისეთი მორაგბე წაიყვანა, რომელთაც ბორჯღალოსნებში თამაშის გამოცდილება აქვთ, თუმცა 7-კაცაში ჯერ არ უთამაშიათ.

„ჰონკონგში რამდენიმე ისეთი ბიჭი მიგვყავს, რომელთაც 7-კაცა ჯერ არ უთამაშიათ. გიორგი კვესელაძე ჩვენთან პირველადაა. მან ზაფხულში საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატზე სეუ-ში ითამაშა და კარგი შთაბეჭდილბა დატოვა. საუკთესო ფორმაშია ანზორ სიჭინავა და ის ერთ-ერთი ლიდერი უნდა იყოს. მას 7-კაცა ადრე აქვს ნათამაშები, თუმცა ჩვენთან პირვლადაა. ლუკა იურინი სამხრეთ აფრიკაში გვყავდა და ძალიან მომეწონა. 7-კაცას პირველად ითამაშებს ილია სპანდერაშვილი, რომელიც ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და გამძლე მოთამაშეა. ის საუკეთესო ფიზიკურ ფორმაშია.

„გამოცდილები არიან ნიკო აფციაური, ლევან გოგოლაშვილი და ზურაბ ძნელაძე. ჩვენთან დუბაიში იყვნენ გიორგი მჭედლიშვილი და ირაკლი სვანიძე, ასევე გიორგი გოგოლაშვილი. 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ რამდენიმე ტურნირი ითამაშა და ერთ-ერთი საუკთესო მელელოვე იყო აკაკი ტაბუცაძე. გუნდს საბა შუბითიძე უკაპიტნებს, რომელსაც 7-კაცა ადრეც უთამაშია და ჭკვიანი ბიჭია“.

ლეჟავას ჰონკონგში კიდევ რამდენიმე ბორჯღალოსნის წაყვანა სურდა, მაგრამ სოსო მათიაშვილისა და გიორგი ფრუიძის ‘კრასნი იარს’ კონტინენტის ფარის ნახვარფინალი ჰქონდა სათამაშო, ხოლო თაზო მჭედლიძის ‘აჟენი’ ტოპ 14-ში დარჩენისთვის იბრძვის და 7-კაცას ევროპის გრან-პრიზე, მოსკოვის ეტაპისთვის მაისში დაემატება.

ჰონკონგში ითამაშებენ:

1 ირაკლი სვანიძე (ჯიქი),

2 საბა შუბითიძე (აკადემია),

3 გიორგი კვესელაძე (არმაზი),

4 აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს),

5 გიორგი გოგოლაძე (კასტანიანი, საფრანგთი),

6 ლუკა იურინი (ლიონი, საფრანგეთი),

7 გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი),

8 ზურაბ ძნელაძე (აია),

9 ნიკო აფციაური (არმია),

10 ილია სპანდერაშვილი (არმაზი),

11 ანზორ სიჭინავა (აკადემია),

12 ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, პალიკო ჯიმშელაძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:06 | 02.04.2018
buka12 (27)

იურინის დიდი იმედი მაქვს მაგ ბიჭს დიდიხანია ველოდები...მეგობრებო თუ შეგიძლიათ მითხრათ რამდენი გადის ჯგუფიდან და საბოლოოდ რამდენი იღებს მსოფლიო სერიის საგზურს....ისე მარტო დაკოპირება რომ იცით ეს რაგბის საიტმაც დადო და თქვენ რომ განგევრცოთ არ იქნებოდა ცუდი....თან სულ რომ ამ ხერხს მიმართავთ ეგაა პრობლემა თორემ ერთხელ აიტანდა კაცი

17:45 | 02.04.2018
GiorgiG83 (525)

ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ამ ფორმაციის ნაკრებს:
მოშვიდკაცეს სჭირდება რიგი უნარები: სისწრაფე, ფინტი, პასის კულტურა, ოფლოუდი, პირველი სწორი ბოჭვა, კაცის აყვანის უნარი, ფიზიკურობა (ჯანი, გამძლეობა)
შკინინი და გეგენავა ვეტერანები არიან
მათიაშვილს, ფრუის და გაჩეჩილაძეს პლეიოფები აქვთ
კიკვაძე დაიკარგა...
ბადრი ლიპარტელიანი და გიორგი კოშაძე საინტერესო იქნებოდნენ
ძნელაძე სადღაც შეცვლელია
სიჭი გამოსაძახებელი იყო, რომ არა ტრავმა მირიანს ნახავდა კაცი...
U20 დან აბჟანდაძეს და ძაგნიძეს ალბათ შეკრება აქვთ, თორემ საინტერესო იქნებოდა მათი ნახვაც,
U18 დან თაფლაძე, ლომიძე, ლეშკაშელი ფიზიკურად ვერ გადაეწყობოდნენ სა-7_კაცედ
გოგლიკა კარგია, თუ სატანადო ფორმაშია
მიმინოშვილი ტრავმირებული იყო და ჯერ ალბათ ფორმაშია შესასვლელი, მესხი არ ქიენბოდა ვითომ საინტერესო?
ან იქნებ გურამ ქანდაურაშვილი (ხარებიდან)?

ვნახოთ, იმედია გამოსვლა წარმატებული იქნება

17:13 | 02.04.2018
თორღვა პანკელი (387)

რატომ არ იძახებენ ქოქოსას 7-კაცაში? თაზო მაგარი ძალა იქნება, ვიტოც მახსოვს მაგრად უბერავდა, მემგონი ღირს ერთი კარგად დაკომპლექტებული გუნდით რომ გამოვიდეთ და ვიბრძოლოდ ოლიმპიადის საგზურისთვის.

16:48 | 02.04.2018
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.108873