ქართველ ბურჯ ნიკოლოზ ხატიაშვილთან რამდენიმე ხნის წინათ ვრცელი ინტერვიუ შემოგთავაზეთ, რომელშიც მორაგბე ამბობდა, რომ 26 მარტს იაპონიაში უნდა ჩავიდეს, რათა სუპერ რაგბის კლუბ „სანვულვზს“ შეუერთდეს. მას შემდეგ ამ გუნდს სამხრეთ ნახევარსფეროს საკლუბო ჩემპიონატში თამაში არ ჰქონია, მაგრამ მომავალ შაბათს „მზის მგლები“ ტოკიოში ზე-15-ის ერთ-ერთ უძლიერეს მონაწილეს, ავსტრალიურ „ვორათაზს“ უმასპინძლებენ და სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, ხატიაშვილის დებიუტი სწორედ ამ მატჩში შედგეს.
25 წლის ბორჯღალოსანი თავის ახალ გუნდში ვარჯიშობს, სუპერ რაგბის აუტსაიდერმა „სანვუვლზმა“ ხატიაშვილი ოფიციალურ განაცხადში შეიყვანა, ამდენად სულაც არაა გამორიცხული, 7 აპრილს ნიკა მოედანზე ვიხილოთ. შეგახსენებთ, „სანვულვზი“ სამხრეთაფრიკელმა რუან სმითმა დატოვა - შინ დაბრუნდა და „ქუინზლენდს“ შეუერთდა, და იაპონელებმა ხატიაშვილი სწორედ ამ მორაგბის შემცვლელად აიყვანეს.
ამასთან, არაა გამორიცხული, „ვორათაზთან“ „სანვულვზის“ პირველმა ქართველმაც ითამაშოს: ჯაბა ბრეგვაძემ ნატკენი წვივი თითქმის მოიშუშა, დანარჩენი კი გუნდის ახალზელანდიელი გურუს, ჯეიმი ჯოზეფის გადასაწყვეტია...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები
წარმატებები ამ შესანიშნავ ადამიანსა და სპორტსმენს!
წარმატებას გისურვებთ ნიკა და ჯაბა „სანვულვზ“ -ში ! ! !
მალე სანვულვზის შერკინების პირველი ხაზიც ქართული გახდება
2 - ჯაბა
3 - ნიკა
ბურჯების "კონკურენტებად" რჩენიან: Asaeli Ai Valu (3 კეპი), Keita Inagaki (19 კეპი), Shintaro Ishihara (8 კეპი), Koo Ji-won (2 კეპი) Takuma Asahara (10 კეპი) (ნაკრები-იაპონელები)
და
ზელანდიელი Craig Millar და აფრიკელი Hencus van Wyk
წარმატებებს გისურვებ ნიკოლოზ! დარწმუნებული ვარ შენც და ჯაბაც მალე მოიპოვებთ ავტორიტეტს სანვუვლზში და ექნება გუნდს თავისებური ქართული ხელწერა და ხასიათიც შერკინებაში.