საქართველოს ნაკრები 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია! ჭაბუკი "ბორჯღალოსნები" გადამწყვეტ შეხვედრაში საფრანგეთს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 8:3 იმარჯვეს.
ქართველებმა პირველ ტაიმში ერთი ლელო გაიტანეს, რომლის გარდასახვაც ვერ მოხერხდა, რასაც ფრანგებმა ერთი ჯარიმით უპასუხეს და ტაიმი 5:3 დასრულდა. მეორე ნახევარში ფრანგებმა ბევრი შეგვიტიეს, მაგრამ მათ შეტევებს გავუძელით, ხოლო ბოლოსკენ ჩვენებმა ჯარიმა შეასრულეს ზუსტად და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში აისახა - 8:3.
საქართველოს ნაკრები ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა. წინა სამ მატჩში სწორედ ფრანგებმა იმარჯვეს (57:0, 42:0, 36:18), თუმცა სხვაობა ყოველწლიურად მცირდებოდა და საბოლოოდ ნავსის გატეხვა შევძელით! ნორჩი "ბორჯღალოსნები" ჩემპიონები არიან!
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ასე იწერება ისტორია!
საკმაოდ კვალიფიციურად გამოიყურებოდა შერკინების პირველი ხაზი, ამინდის გათვალისწინებით კვაჭი მაგრად მუშაობდა აუტებში
ბევრი და ხარისხიანად იშრომა მეორე ხაზელებმაც
საინტერესო იყო მესამე ხაზელების თამაშიც - დინამიური, აგრესიული, ტაქტიკურად სწორი
ცოტა ღერძი მოიკოჭლებდა, თუმცა მგონია რომ ეს გამთამაშებლის და მგეზავის შეუთამაშებლობის ბრალი უფრო იყო
გარემარბები - მომეწონა, განსაკუთრების ქავთარაძე, მასიური და მორბენალი ბიჭი
კარგი იყო ცენტრი - დაცვაში საიმედო და შეტევაში აქტიური, კონტრრაქიც კარგად გამოსდიოდათ
ფულბექმაც გაამართლა - სივრცეებს ავსებდა
ერთია, რომ ღერძიც და ფულბექიც მსგავს ამინდში იჩრდილებიან
იმედია ამ თაობაში უკვე გვეყოლება ლეგიონერები, მათშორის ბექებშიც
მგონი შენ სხვა თამაშს უყურებდი ;დ საშინელი თამაში იყო...მოკლე დარტყმების მეტი არაფერი გაგვიკეთებია...სულ უპირატესობას გვიკეთებდნენ შეტევაში,არადა სუსტი ბიჭები ყავდათ საკმაოდ..ფეხით თამაში 2ჯერ გამოგვივიდა სულ მგონი,ისე საშინელება იყო 12ნომრის ფეხი... რა ტაქტიკაზეა საუბარი ამ თამაშში,საერთოდ ბურთს ვერ იკავებდნენ ხელში მოგაბეები..ვაღიაროთ რომ ვერაფრით ვერ ვაჯობეთ ფრანგებს,უბრალოდ გაგვიმართლა პირველივე წუთზე დადებული ლელო...დარწმუნებული ვარ ნორმალურ მოედანზე 10 თამაშიდან 9ს საფრანგეთი მოგვიგებს ამ შემადგენლობით (საფრანგეთის მესამე გუნდს ვეთამაშეთ არ დაგავიწყდეთ)
აშკარად სხვადასხვა რამეს ვუყურეთ ან დასკვნები გვაქვს სხვადასხვა
15-20 მეტრწამში ქარში, თოვლსა და ჭყაპში და +1 გრადუსში, ატალახებულ მინდორზე - მოკლე დარტყმებმა მოიგო თასი
rugbyrugby1991 კრიტიკა კარგია მაგრამ ცოტა უსამართლობაში გადაგივიდა მგონია, არ იმსახურებენ ბიჭები ამას, მეორეც ეს მეორე შემადგენლობა იყო და არა მესამე. პირველი გუნდის სათადარიგოებს მეორე გუნდად არავინ არსად არ თვლის. მერე კიდევ თუ ფრანგებს ამხელა უპირატესობა ჰქონდათ რატომ არ აისახა რაგბის, ამ ყველაზე ლოგიკური თამაშის შედეგში? ბურთს ვერც ფრანგები იმაგრებდნენ და ჰქონდა თავისი მიზეზი. თამაში არ იყო ის რაც გვსურდა გვენახა მაგრამ სასურველისკენ მივდივართ და ბიჭებს ამ ასაკში კრიტიკის გადამლაშებითაც და ზედმეტი ქებითაც ერთნაირად ადგებათ ზიანი.
ძალიან მაგარი შედეგი დადეს ბიჭებმა, მე არ ვიცი საფრანგეთის რომელი გუნდი იყო, მაგრამ ფაქტი ისაა რომ საქართველომ მოიგო თამაში საფრანგეთის ნაკრებთან და ისტორიას სწორედ ეს ამბავი შემორჩება.
დიდი მადლობა ყველლას ვინც ამ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა
ფაქტიურად მთელი დღე ველოდე, მაგრამ ვრცელი და დაწვრილებითი სტატია ამ საარაკო გამარჯვებაზე არ გამოქვეყნებულა, ასე რომ დიდი სირცხვილი მსოფლიო სპორტს, სამწუხაროდ რუსული დერბი უფრო მრავალფეროვანი სტატიის მასალა ხდება, ვიდრე ქართველთა მხრიდან ექვსი ერის ერთერთი მთავარი ბობოლის დამარცხება. და მერე რაა რო ბზობაა, რომელსაც ყველას გილოცავთ.
ქართველი ლომის ბოკვრებს კი უდიდესი მადლობა თავდადებისთვის, ქვეყნის ასეთი სიყვარულისთვის და ქართველი ხალხისთვის უდიდესი სიხარულის მონიჭებისთვის
ვულოცავ საქართველოს ნაკრებს ამ წარმატებას..ცუდი ფაქტი ის არის რომ,თითქმის მესამე გუნდით გვეთამაშებოდა საფრანგეთი..პირველმა და მეორე გუნდმა(ზამენებს ვგულისხმო) ეხლა მიმდინარე 6ერის ფესტივალი ითამაშა.. მოკლედ რაც ჩვენ გვინდოდა ეს ის გამარჯვება არ იყო ,თუმცა მაინც გასახარებელია ...
ფაქტიურად მთელი დღე ველოდე, მაგრამ ვრცელი და დაწვრილებითი სტატია ამ საარაკო გამარჯვებაზე არ გამოქვეყნებულა, ასე რომ დიდი სირცხვილი მსოფლიო სპორტს, სამწუხაროდ რუსული დერბი უფრო მრავალფეროვანი სტატიის მასალა ხდება, ვიდრე ქართველთა მხრიდან ექვსი ერის ერთერთი მთავარი ბობოლის დამარცხება. და მერე რაა რო ბზობაა, რომელსაც ყველას გილოცავთ.
ქართველი ლომის ბოკვრებს კი უდიდესი მადლობა თავდადებისთვის, ქვეყნის ასეთი სიყვარულისთვის და ქართველი ხალხისთვის უდიდესი სიხარულის მონიჭებისთვის
ეს მხოლოდ დასაწყისია ასე შევაფასებდი ამ ყველაფერს და მალე ნაკრებების დონეზეც მოვახერხებთ ამათ დამარცხებას
კი, თუ განვითარებისთVის სათანადო პირობები ექნება ამ "ბავშვებს"
ბოლო პერიოდში ასაკობრივ დონეზე გვქონდა წარმატებება და 6 ერის ქვეყნების ასაკობრივ გუნდებს ხშირადაც ვამარცხებდით, მაგრამ საფრანგეთთან სულ გვიჭირდა და ახლა დადგა დრო რომ საფრანგეთიც დავდეთ ბეჭებზეე
დიდებული რამ მოხდა. ეს ის შემთხვევაა, როცა ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ისტორიული მოვლენაა ამ სპორტში - ოფიციალურ ტურნირზე, სადაც სარაგბო ელიტის წარმომადგენელი ქვეყანა მონაწილეობდა, ჩემპიონი საქართველო გახდა !!!
დიდებული ამბავი ჩაიდინეს, გილოცავთ ყველას, ყოველი მომავალი თაობა წინაზე უკეთესია და იმედია ასეც გაგრძელდება!!
სამოელებს, ფიჯელებს, ტონგოელებს პატარაობიდან აკვირდებიან ისეთი სარაგბო ქვეყნები, როგორებიცაა ახალი ზელანდია, ავსტრალია, საფრანგეთი... ამ ქვეყნებს მიყავთ ბავშვები და თავიანთ სკოლებში ათამაშებენ და ავარჯიშებენ, ეს ბავშვები უპირველესი კანდიდატები იქნებოდნენ თავიანთი სამშობლოს ნაკრებში მოხვედრისა, მაგრამ ხვდებიან ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, საფრანგეთის, აშშ-ს, კანადის, იაპონიის ... ნაკრებში, დაწყებული U18-დან
dinamo222 რუსეთის U18 სამი ქართველია. როგორც რუსებმა მიპასუხეს კარგი უკანახაზელები არიან. ასეთი ბავშვები ბევრია რუსეთში. როგორც ვიცი ერთ დროს ჩრდილოეთ კავკასიაში ( მგონი ვლადიკავკაზში) იყო ბავშვთა კლუბები, სადაც ადგილობრივ ოს ბავშვებთან ერთად ვარჯიშობდნენ ცხინვალის რეგიონიდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდან წასული ოსები და ქარველები, ძირითდად მოხევეები. როგორც ოსებისაგან ვიცი ქართველები უძლიერესები იყვნენ თავიანთ კლუბებში. ეს ბავშვები და უკვე ზრდასრული მორაგბეები ხომ ვერ მოვლენ საქართველოს და ხვეწნას დაიწყებენ - გვათამაშეთ საქრთველოს ნაკრებშიო? ისინი ჩვენ უნდა ვეძებოთ და შევთავაზოთ ნაკრებში თამაში. მერე გამოჩნდება უნდათ თუ არა თამაში მათ საქართველოს ნაკრებში. თუ არ უნდათ ითამაშონ იმ ნაკრებში სადაც მოესურვებათ. მე არ ვამბობ, რომ ყველას დავუძახოთ და ჩვენს ნაკრებში ვათამაშოთ. მაგრამ უკანახაზელების მოძიება ყველგან მოგვიწევს, მგონია, რომ საზღვარგარეთ იქნებიან ფიზიკურად ძლიერი, ტანმაღალი, ჭკვიანი ქართველი ბავშვები, რომლებიც რაგბზე დადიან. მგონი არაა ძნელი, რომ გავიგოთ რამდენი ახალგაზრდა ქართველი მორაგბეა ამა თუ იმ კლუბში
გილოცავთ მთელ საქართველოს ! უაღრესად დაძაბული თამაში იყო.რასაც ქვია ჰაერში ვხტუნაობდი ნერვიულობისგან ბოლოს იმის მაგივრად ლელოს ხაზის უკან გადაეგდო,კიდეზე რო დააპირა გადატანა და დაუფარეს გული ქუსლებში გაიპარა ხარვეზები ბევრი იყო,მარა ახლა მაგაზე წერის განწყობა სულ არ მაქვს საოცრად ემოციური თამაში იყო.უდდესი სიამოვნება მივიღე ( თუმცა ბოლოსკენ სიამოვნებასთან ერთად კინაღამ ინფარქტსაც გამოვკარი ხელი ).მადლობა ბიჭებს,მადლობა მთელ გუნდს. ჩემ ამ კომენტარს ვინ წაიკითხავს,მაგრამ მაინც ვთხოვ ყველას ვისაც ძალუძს,ჩადოს თანხები ქართულ რაგბში.ბავშვთა და საკლუბო რაგბს აუცილებლად ჭირდება ფინანსური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა
რუსეთის ნაკრებში დღეს ერთი ქართველი თამაშობდა - ნიკოლოზ საჯაია
Чемпионат Европы (U18) по регби. Состав сборной России на матч с Румынией
26 Николай Саджая
0?'>http://www.rugby.ru/new/chempionat-evropy-u18-po-regbi-sostav-sbornoj-rossii-na-match-s-rumyniej-2.html':'>http://www.rugby.ru/new/chempionat-evropy-u18-po-regbi-sostav-sbornoj-rossii-na-match-s-rumyniej-2.html'))
ასეთ ქართველებს უნდა მივაქციოთ ყურადღება რუსეთში. შეიძლება იყვნენ ასეთები (ბავშვი ქართველი მორაგბეები) ბრიტანეთში, ირლანდიაში, საფრანგეთში, არგენტინაში...
სომხები სულ სვამენ შეკითხვებს - სომეხი მორაგბეები თუ არიანო სარაგბო ქვეყნებში.
რატო უნდა მივაქციოთ ? თუ რუსეთში უნდა თამაში ითამაშოს ჩვენი მაგარი ბიჭებიც ბევრი გვყავს !!
რუსეთის ნაკრებში რომ მარქაფაში იქნება, აქ... აქ...
მადლობა ბიჭებო, მადლობა ვაშკაცებო!!
გილოცავთ ყველას, ძალიან გვინდოდა და ალბათ ამიტომ ვითომ გვჯეროდა და ვერც ვიჯერებდით. თურმე შეგვძლებია. რა მაგარიაააა.....ბრავოოოო..
ფრანგები ძირითადი შემადგენლობით იყვნენ აი ეს მაინტერესებს.
იტალია რა აფარჩაკა ნიაზმა
ყოჩაღ
დიდი მადლობა ჩვენ ბიჭებს შესაშური საქმე ჩაიდინეს - დაუჯერებელი!
დარწმუნებული ვარ ჯერ არ ნანახის დასაწყისია, ყველა დიდი წარმატება წინ გვაქვს!
ზოგადად ჩვენი რაგბის ყველაზე გადაულახავი პრობლემა თვითრწმენა იყო და დღევანდელი დღის მთავარი გამარჯვება ეს იყო!
დროა 20 წლამდელების შტაბმა გადაწყვიტოს შეტევაზე გადასვლა ყველა თამაშში და არა მე4 მატჩში როგორც აქამდე აკეთებდნენ
ისე ამ გუნდს რომ დამრტყმელი ყოლოდა ძალიან შთამბეჭდავ გამარჯვებას ვიზეიმებდით, მაგრამ მთავარია მომავალი თაობა კიდევ უფრო ძლიერია ვიდრე წინა თაობები და რა თქმა უნდა ბევრი სიხარული გველის წინ
გატყდა ნავსი როგორც იქნა. ეგ ნამდვილად ისტორია დაიწერა. გილოცავთ ვისაც გაგიხარდათ
გილოცავთ, მადლობა ფრანგებს, რომ გაბღენძილი ბრიტანელებისგან განსხვავებით ამ ტურნირში მონაწილეობენ და ზრდაში გვეხმარებიან.
მესამე წელს ხომ მოვიგეთ აი ყოჩაღ ბიჭები !!! მუნდირს არ არცხვენთ, აბა მეტი წინსვლა, იღბალი და კარგი კლუბები !!!
გილოცავთ, და დიდიან პატარიანად ყველა შემსრულებელს მადლობა და წარმატება!
გილოცავთ ბიჭებო ! ! !
გაიხარე საქართველო ! ! !
რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !
გილოცავთ ყველას! წინა ფინალებიდან განსხვავებით მართლა მჯეროდა რობ ეს ჩვენი ლომის ბოკვერები ბოლომდე შეაგლეჯდნენ თავს და არაფერს არ დაუთმობდნენ ამაყ მამლაყინწებს, მაგრამ ბიჭებმა მართლაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს, ოქროს ასოებით ჩაწერეს ეს თარიღი ქართული რაგბის ისტორიაში და გვაჩუქეს ეს გამარჯვება! დიდი მადლობა ბიჭებო ამ უდიდესი სიხარულისთვის! ბიჭებს, მწვრთნელებს, ექიმებს, მთელ ქართულ რაგბის სამყაროს დიდი მადლობა რომ გამოჭედეთ ეს გამარჯვება, ხარვეზებზე საუბარი ახლა ინტრიგნობა იქნება, ის შეცდომები რაც დაუშვით იყო მხოლოდ და მხოლოდ ნერვიულობის და ეიფორიის ბრალი, ამის გარეშე ნებისმიერი სპორტში ფინალი წარმოუდგენელია. მჯერა 20-წლამდელებსაც გადაედებათ ამ ბიჭების მუხტი და ისინიც დალევენ ბობოლების სისხლსDDD, ჯერჯერობით ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მთავარი ნაკრები გვრჩება დიდი სენსაციების გარეშე, მაგრამ დარწმუნებული ვარ იაპონიაში დაიქუებს ეს სენსაცია და რაც ვერ მოვახერხეთ ირლანდიასთან 2007-ში, აუცილებლად დაგვირგვინდება 2019-ში უელსთან, მოკლედ რაგბი ჩვენი თამაშია!
აეეეეე.... მამლებიც მოიჩინჩლეეენ... გილოცავთ ყველას ჩვენი ბოკვერების ჩემპიონობას...ეს ერთი და სხვა მრავალი კიდე, დარწმუნებული ვარ...:-D
ვულოცავ და ვაფასებ მთელ გუნდს, ვულოცავ საქართველოს, .......
კიდევ კარგი ბოლო წამებზე გადავთრჩით იმ შეცდომის გამო დარტყმა რომ დავაპირეთ და დაგვიფარეს ! ნიაზ მამრიკიშვილი დასაბმელს გავდა ეს რა ქნეს სად ურტყავ ვაიმე დაგვიფარესოო DD პირველი ტაიმის ბოლის კი პირიქით გადაიტანეს აუტში და არა ჯერ არ დამთავრებულაო D
დღეს ისტორია დაიწერა, არ ვიცი ფრანგები რაოდენ ძლიერი შემადგენლობით გამოდიოდნენ მაგრამ ეს ერთპიროვნულად ისტორიული გამარჯვებაა და დიდი გარდატეხა რომელსაც ბოლო დროს განსაკუთრებით მოხშირებულად გვთავაზობენ ჩვენი დიდი თუ განსაკუთრებით პატარა ლომები, მცირე შეცდომებზე საუბარი მწვრთნელისთვის მიმინდვია, მით უფრო რომ ამ შეცდომეის დამშვებები სულ რამდენიმე წელიწადში შეიძლება სულაც ვარსკვლავებად მოგვევლინონ. ჰო კიდევ ისეთი საიმედო და მაგარი თამაში იყო ბიჭების მხრიდან უფრო უმტკივნეილოდაც მოვიგებდით მაგრამ ეტყობა ადრენალინის გარეშე მუღამს ვერ ვიჭერთ მოკლედ მთელი გულით და სულით: ჭირიმე თქვენი ბიჭებო!!!
გილოცავთ!!! სულ გამარჯვების გზით ევლოს საქართველოს! ძაან გახარებული და ამაყი ვარ. თქვე გაიხარეთ ჩვენო გმირო ქართველებო!
დადგა ეს დღეს და ნავსიც გატყდა საფრანგეთი დამარცხებულია!! საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!!! გილოცავთ !! დიდი მადლობა ბიჭებს, სამწვრთნელო შტაბს და ყველა ადამიანს ვინც ამ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა. სწორი უტქვამს მილტონს : თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარი ლელოდან ხუთ მეტრში ჩვენი გუნდის დაცვა მთელს მსოფლიოში საუკეთესოა და ეს გენეტიკურია. იმ მომენტში ქართველი მორაგბეების ფსიქოლოგიაში რაღაც ხდება, საკუთარ ტერიტორიას თავგანწირვით იცავენ და ამაში ჩვენს ბიჭებს ვერავინ შეედრება.
ყველას გილოცავთ. დიდი მადლობა ჩვენს ოქროს ბიჭებს. გაიხარე საქართველოვ.
გილოცავთთთთთთთთთთთთთთთთთ