2018 წლის 6 ერის ჩემპიონატი, იტალიელთათვის ფინანსურად ძალიან მომგებიანი გამოდგა. რუსულენოვანი სარაგბო გამოცემა Rugger.Info წერს, რომ “აძურის” შემოსავალმა 4 მილიონ ევროს მიაღწია და ამ მხრივ, საკუთარი რეკორდი დაამყარა.
იტალიელებმა აწ დასრულებულ გათამაშებაში, “სტადიო ოლიმპიკოზე” ორი საშინაო შეხვედრა ჩაატარეს (ინგლისთან და შოტლანდიასთან) და ამ მატჩებს ჯამში 122658 გულშემატკივარი დაესწრო. საშუალოდ, სტადიონის 97% ივსებოდა. შესაბამისად, “აძურიმ” 4 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 12%-ით მეტია.
ცნობისთვის, იტალიამ 2017 წლის 6 ერში სამი საშინაო შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ მაშინ მოგებამ 4 მილიონ ევროზე ნაკლები შეადგინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იტალიელთათვის სარეკორდო შემოსავალი 6 ერში
და უფრო საინტერესოა ორგანიზატორის ყულაბას რა შემატეს
ჩვენ ეს უფრო გვაინტერესებს