ბორჯღალოსნები

19:40 | 30.03.2018 | ნანახია 3697 - ჯერ

18 წ. ფინალი: შემადგენლობა საფრანგეთთან

ხვალ საღამოს, საქართველოს დროით 17:50 საათზე (პირდაპირი ეთერი რაგბი თივიზე), უმცროსი ბორჯღალოსნები 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეოთხედ ითამაშებენ და ფრანგ თანატოლებთან დანავსული სერიის შეწყვეტას ეცდებიან.

ნავსის გასატეხად

ჩვენმა გუნდმა პირველად ფინალში 2015 წელს ითამაშა, მაშინ, როდესაც ევროპის ჩემპიონატში ექვსი ერის ქვეყნების ყველა წარმომადგენელი თამაშობდა. ფინალისკენ მავალ გზაზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ირლანდია და იტალია დაამარცხეს. გადამწყვეტი შეხვედრა ფრანგებმა 57:0 მოიგეს.

2016 წელს ფინალამდე რუმინეთს და პორტუგალიას ვძლიეთ, გადამწყვეტი მატჩი კი კვლავ ფრანგების იყო (42:0).

შარშან ტურნირში აშშ-ს, კანადისა და იაპონიის ნაკრებები მონაწილეობდნენ და მეოთხედფინალში კანადას 43:3, ხოლო ნახევარფინალში იაპონიას 42:17 მოვუგეთ. ფინალურ მატჩში სხვაობის კლების ტენდეცია გაგრძელდა და ფრანგებმა 36:18 იმარჯვეს.

წელს ფრანგებმა მეოთხედფინალში რუმინეთს 67:8, ხოლო ნახევარფინალში ესპანეთს 38:7 მოუგეს.

ჩავლეიშვილის შეგირდებმა მეოთხედფინალში ჰოლანდიას 69:12, ხოლო ნახევარფინალში პორტუგალიას 25:0 აჯობეს.

მცირედი ცვლილებებით

რადგან პოლონეთში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი შემჭიდროვებული გრაფიკით მიმდინარეობს და რამდენიმე მორაგბემ მიკრო-ტრავმების მოშუშება ჯერ ვერ მოასწრო, შესაძლოა ხვალინდელი მატჩის წინ სასტარტო შემადგენლობაში ერთი-ორი ცვლილება მოხდეს.

მანამდე ჩავლეიშვილმა სასტარტო 15 გამოაცხადა და პორტუგალიასთან მატჩთან შედარებით, მასში რამდენიმე ცვლილებაა.

ფულბეკად თამაშს გიორგი მიქანაძე იწყებს, რომელმაც წინა ორ შეხვედრაში თეიმურაზ ჭიჭინაძე შეცვალა. ამჯერად ჭიჭინაძე გარემარბი იქნება და ოთარ ლაშხს ჩაანაცვლებს. მეორე ფრთაზე კვლავ ზურაბ ქავთარაძე იდგება. უცვლელია შუამარბთა წყვილი - დემურ თაფლაძე და ლაშა ლომიძე. მგეზავად მესამე თამაშს იწყებს ნიკა ცინცაძე, ხოლო 9 ნომერზე გიორგი მარგალიტაძე ბრუნდება, რომელიც ჰოლანდიასთან სასტარტოში იყო, ხოლო პორტუგალიასთან მიხეილ ალანია შეცვალა.

პირველ ხაზში კვაჭის პოზიციაზე ბრუნდება ვანო კარკაძე, ხოლო ბურჯები კვლავ დავით აბდუშელიშვილი და ლუკა ჭელიძე არიან. მეორე ხაზში ტარიელ გვიმრაძეს იოანე იაშაღაშვილი შეუწყვილდება. ვლადიმერ ჩაჩანიძეს მიკრო ტრავმა აქვს და ის მარქაფაშია, იაშაღაშვილმა კი წინა ორი თამაში მესამე ხაზში დაიწყო. მის ნაცვლად მესამე ხაზში ნიკა ღამბაშიძე გამოჩნდა, ხოლო ბექა ყორიაული და გიგი ლეშკაშელი ძირითადში რჩებიან.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

ფინალი. 31 მარტი

საფრანგეთი - საქართველო (17:50) - პირდაპირი ეთერი | რაგბი თი ვი

სასტარტო: 15. გიორგი მიქანაძე (არმაზი), 14. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 13. დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 10. ნიკა ცინცაძე (ხვამლი), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი); 1. დავით აბდუშელიშვილი (ლელო-სარასენსი), 2. ვანო კარკაძე (აია), 3. ლუკა ჭელიძე (ლელო-სარასენსი), 4. ტარიელ გვიმრაძე (ხვამლი), 5. იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), 6. ნიკოლოზ ღამბაშიძე (ლელო-სარასენსი), 7. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 8. გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი).

მარქაფა: 16. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 17. საბა კურატიშვილი (არმაზი), 18. ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო-სარასენსი), 21. მიხეილ ალანია (ჯიქი); 22. გიორგი თევდორაძე (აია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. ოთარ ლაშხი (ჩოხოსნები), 25. ბართლომე კალაძე (იუნკერები), 26. საბა კურტანიძე (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:20 | 31.03.2018
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე საქართველო ! ! !

19:34 | 31.03.2018
maxo_65 (458)

რაგბი გადაარჩენს საქართველოს..გილოცავთ ყველას..

19:30 | 31.03.2018
dinamo222 (692)

აუუუ რა მანერვიულეს ბოლო წუთებზეეეე ! თასი ჩვენიააააააა !!!!!!!!!!!!!

19:24 | 31.03.2018
თორღვა პანკელი (387)

მოვიგეთ ძმებოოოო!!!

19:12 | 31.03.2018
თორღვა პანკელი (387)

ბურთს უნდა შენახვა!

18:38 | 31.03.2018
krasni (587)

მოსაგები თამაშია, როგორც იქნა ვირწმუნეთ, რომ არავისზე ნაკლები არ ვართ.

18:27 | 31.03.2018
dinamo222 (692)

რა ხდება დამტრტყმელი საერთოდ არ წაუყვანიათ ?? ზედიზედ მეცხრე დარტყმა ავაცილეთ წინა თამაშაც თუ ჩავთვლით @

00:03 | 31.03.2018
LApaata (115)

უნდა შესძლოთ და მოიგოთ.

22:15 | 30.03.2018
ogafa (407)

გამარჯვება

21:24 | 30.03.2018
krasni (587)

არავითარი ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა. წინ გამარჯვებისაკენ. ჩვენ გვჯერა თქვენი.

20:23 | 30.03.2018
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით, პორტუებთან რო ვითამაშეთ ეგეთი არ გვინდა

19:58 | 30.03.2018
თორღვა პანკელი (387)

მიდით მგლებო! რაგბი ჩვენი თამაშია!

0.100977