ერთა თასი

15:54 | 30.03.2018 | ნანახია 1780 - ჯერ

ჰაუელსი იორდაჩესკუს აკრიტიკებს

რუმინეთის ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლინ ჰაუელსი ბელგია-ესპანეთის სკანდალური მატჩის რუმინელ რეფერის, ვლად იორდაჩესკუს აკრიტიკებს.

„მსაჯი ვალდებულია ნეიტრალურად დარჩეს, მით უმეტეს, ტურნირის დასკვნით ტურებში. მე ვლადს კარგად ვიცნობ და გაკვირვებული დავრჩი, როდესაც შევიტყე, რომ მისმა გადაწყვეტილებებმა მატჩის შედეგზე იმოქმედა, ვერ გეტყვით ასე რატომ მოხდა და ვიმედოვნებ, ამით რაგბის იმიჯი არ დაზარალდება“ - განაცხადა უელსელმა სპეციალისტმა Mail on Sunday-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, ბელგიასთან თუნდაც ერთი ბონუს ქულის აღების შემთხვევაში, 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურს ესპანეთის ნაკრები იღებდა, მაგრამ იორდაჩესკუს ნამსაჯ მატჩში „ლომები“ 10:18 დამარცხდნენ. შედეგად, იაპონიის საგზური ლიონ ჰაუელსის გაწვრთნილმა რუმინეთმა მიიღო, თუმცა მწვრთნელმა ერთი კვირით ადრე მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვალა და თანამდებობა დატოვა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:34 | 31.03.2018
ირაკლი1986 (18)

რუმინელებმა ისეთი რამ გააკეთეს რომც დავწერო წაიშლება....სირცხვილია სარაგბო თემისთვის ეს ამბავი!

0.0833