თუ აქამდე ყველაფერი მხოლოდ ვარაუდების დონეზე იყო, ახლა ოფიციალური სახე მიიღო - რუსეთის რაგბის კავშირმა რუმინეთთან გამართული 2017 და 2018 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატის შეხვედრები გაასაჩივრა.
გარდა ამისა, რუსები ითხოვენ გაირკვეს, წესების სრული დაცვით მოხდა თუ არა ესპანეთისა და ბელგიის ნაკრებში მოთამაშე „ლეგიონერების“ ნატურალიზაცია.
რუსეთის რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი სერგეი მარკოვი დეტალების შესახებ ყვება:
„ფაკაოსილეასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, ნაადრევი დასკვნებისგან თავი შევიკავეთ. დაწვრილებით შევისწავლეთ საკითხი, ასევე მსგავსი პრეცედენტები. ახლა შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ტონგელს რუმინეთის ნაკრებში თამაშის უფლება არ ჰქონდა! სწორედ ამიტომ, ფაქტებზე დაყრდნობით ვითხოვთ, რომ გაუქმდეს მისი მონაწილეობით ჩატარებული მატჩების შედეგები“ - ამბობს მარკოვი.
ფაქტებით ზურგგამაგრებული წერილები „მსოფლიო რაგბსა“ და „რაგბი ევროპაში“ რუსეთის რაგბის კავშირმა 29 მარტს გააგზავნა.
„ძალიან ბევრი ნატურალიზირებული მოთამაშეა ესპანეთისა და ბელგიის ნაკრებშიც. ჩვენ მათ შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა რადგან ეჭვები გაჩნდა, „მსოფლიო რაგბს“ მათთან დაკავშირებული ინფორმაციის გარკვევაც ვთხოვეთ“ - დაამატა მარკოვმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიან კარგი!
რუმინეთი თუ დასაჯეს და თუ სამართალია უნდა დასაჯონ კიდეც, მაშინ +1 თასი გვქონია ჩახუტებული
ესე თუ მოხდა, ფაქტობრივად რუსები გაგვაჩემპიონებენ
ეს ჩვენი რაგბის კავშირი რამის მაქნისია საერთოდ საკითხავია...
მწარე რეალობა კი ისაა რომ რუმინეთში შარშან 8-7 წავაგეთ და დიდად არშეიცვლებოდა სურათი ფაკაოსილეა რომ არ ყოლოდათ. თასი და ჩემპიონობა გამარჯვებით უნდა მოიპოვო და არა გასაჩივრებით
ღრუსებო სხვანაირად შანსი უკვე აღარც გაქვთ და ალბათ აღარც გექნებათ მომავალში მსოფლიოზე მოხვედრის. დადთვი კი არა ჩვენი ბულკები ხართ და სადაც დაგიჭერენ ჩვენი ლომები იქ ....))
ლიმიტი უნდა იყოს სამი ეყოფა
საერთოდ მიმაჩნია რომ ნაკრებში ნადურალიზირებულ მოთამაშეებზე ლიმიტი უნდა იყოს დაჭესებული. მაქსიმუმ 5 მოთამაშე , თუმცა 3-იც საკმარისი იქნება.
მაქსიმუმ 3.