დღეს გამთენიისას საქართველოს 7-ქალა ნაკრები ბელგიაში, ქალაქ გენტში გაემგზავრა, სადაც მოსამზადებელ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე გუნდს 2018 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ამზადებს, რომელსაც 9-10 ივნისს ხორვატია უმასპინძლებს. მანამდე გოგონები სამ მოსამზადებელ ტურნირზე ითამაშებენ, რომელთაგან პირველს 31 მარტსა და 1 აპრილს გენტი უმასპინძლებს.
„გენტის ტურნირში რეგულარულად ვმონაწილეობთ და ის საკმაოდ მაღალი დონისა. მასში ევროპის ტოპ-12-ის გუნდებიც იღებენ მონაწილეობას. წელს ბელგიაში პოლონეთის, ჰოლანდიის, გერმანიისა და ბელგიის ნაკრებები იქნებიან წარმოდგენილი, ასევე საკმაოდ ძლიერი კლუბები“ - ამბობს მალაღურაძე, რომელიც ამ ტურნირზე ახალი სათამაშო სქემის გამოცდას აპირებს:
„მე და გიორგი მაისურაძემ გადავხედეთ შეტევისა და დაცვის სტრატეგიებს და გარკვეული სიახლეები დავნერგეთ, რომელთაც პირველად გენტში გამოვცდით. არ გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე შესრულდება, თუმცა იმას ნამდვილად დავინახავთ, რაზე გვაქვს უფრო მეტი სამუშაო“.
მალაღურაძე კმაყოფილია რაგბში ჩართული გოგონების რაოდენობის ზრდით. თუ ადრე საქართველოს ნაკრებს 12 კანდიდატის შეკრებაც კი უჭირდა, ახლა გაფართოებულ სიაში 22 მორაგბეა, რომელთაგან 12 შეირჩა. მათგან ერთი დებიუტანტია - მანონი საღარაძეს ნაკრების მაისურით ჯერ არ უთამაშია.
„სასიხარულოა, რომ კანდიდატთა რაოდენობა გაიზარდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი ნაკრები საკმაოდ ახალგაზრდულია“.
მეორე და მესამე მოსამზადებელი ტურნირებისთვის, საქართველოს 7-ქალა საფრანგეთში გაემგზავრება და 18-20 მაისს ნანსის, ხოლო 23-24 მაისს პარიზის საერთაშორისო ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.
7-ქალა გენტის ტურნირზე
სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), ნიკოლ გალუზინსკაია (თბილისი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), ნინო ტაბატაძე (თბილისი), ქეთი მოდებაძე (კაპ. თბილისი), სალომე საღარაძე (ზუგდიდი), თინათინ პაპუაშვილი (თბილისი), თინათინ სიხარულიძე (თბილისი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანი სირაძე (ქუთაისი), მანონი საღარაძე (ზუგდიდი).
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმედია ძლიერი ნაკრები გვეყოლება
წარმატებები
არ მიკვირს გურული გოგოები რომ სჭარბობსDDDD.
რახამ გვაქვს ქალთა რაგბი, როგორმე უნდა მოახერხოთ, რომ უკანასკნელები არ ვიყოთ ! ! !
რა ნაირი ფორმა აცვიათ ვიფიქრე ჯარის სახელით გამოდიან მეთქი.
საქართველოს დროშის ფერები დაგავიწყდათ ხალხნო?