საერთაშორისო

23:25 | 28.03.2018 | ნანახია 3717 - ჯერ

იაპონიასთან ნაიჯელ ოუენსი გვიმსაჯებს – ივნისის ტესტების განრიგი და მსაჯების ვინაობა

“მსოფლიო რაგბიმ” 2018 წლის ივნისის ტესტების განრიგი ოფიციალურად წარადგინა და ცნობილი გახდა იმ მსაჯების ვინაობაც, რომლებიც ამ მატჩებს გაუძღვებიან.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 31 მაისს “დინამო არენაზე” ჩაატარებს, სადაც ფრანგ ბარბაროსებს ვუმასპინძლებთ. ამ შეხვედრის მსაჯების შესახებ, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

პირველ საგარეო მატჩს საქართველო 9 ივნისს, ფიჯის დედაქალაქ სუვაში ჩაატარებს, სადაც ტონგას დაუპირისპირდება. ამ მატჩის მთავარი მსაჯი ახალზელანდიელი ბრენდონ პიკერილი იქნება. “ბორჯღალოსნები” სუვაში დარჩებიან და ერთ კვირაში უკვე ადგილობრივ ნაკრებს შეერკინებიან, რომელსაც ცნობილი ფრანგი მსაჯი ჟერომ გარსე განსჯის, ხოლო 23-ში უკვე იაპონიის ნაკრებს ვესტუმრებით, რაც “საკურებმა” ჯერ კიდევ დეკემბერში დაადასტურეს, ხოლო ახლა გაირკვა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მსაჯი, უელსელი ნაიჯელ ოუენსი გვიმსაჯებს, რომელიც 2015 წლის მსოფლიო თასზე ჩვენი ნაკრების მიერ, ტონგასთან მოგებულ (17:10), ისტორიულ შეხვედრას უძღვებოდა.

ივნისის ტესტების სრული განრიგი ჯერჯერობით (მცირე დეტალებია დასაზუსტებელი ზოგ მატჩებში) ასე გამოიყურება:

I კვირა

27 მაისი

ინგლისი – ბარბაროსები

ლონდონი, “თვიქნემ სთედიუმი”

მსაჯები უცნობია

II კვირა

31 მაისი

საქართველო – ფრანგი ბარბაროსები

თბილისი, “დინამო არენა”

მსაჯები უცნობია

2 მაისი

იამაჰა ხუბილო – იტალია

ნაგანო, “იუ სთედიუმი”

მსაჯები უცნობია

უელსი – სამხრეთ აფრიკა

ვაშინგტონი, ”რობერტ კენედის სახელობის სტადიონი”

მთავარი მსაჯი: მეთიუ ქარლი (ინგლისი); კიდის მსაჯები: ალექსანდრე რუისი (საფრანგეთი), ფრენკ მერფი (ირლანდია); ვიდეორეფერი: დევიდ გრეშოფი (ინგლისი);

III კვირა

9 ივნისი

ავსტრალია – ირლანდია

ბრისბენი, “სანკორპ სთედიუმი”

მთავარი მსაჯი: მარიუს ვან დერ ვესტჰუიზენი (სამხრეთ აფრიკა), კიდის მსაჯები: პასკალ გოზე (საფრანგეთი), პოლ უილიამსი (ახალი ზელანდია), ვიდეორეფერი: ბენ სქინი (ახალი ზელანდია);

ახალი ზელანდია – საფრანგეთი

ოკლენდი, “ედენ პარკი”

მთავარი მსაჯი: ლუკ პირსი (ინგლისი), კიდის მსაჯები: ანგუს გარდნერი (ავსტრალია), ჯონ ლესი (ირლანდია), ვიდეორეფერი: ჯორჯ აიუბი (ავსტრალია);

სამხრეთ აფრიკა – ინგლისი

იოჰანესბურგი, “ემირეითს აირლაინ პარკი”

მთავარი მსაჯი: ბენ ო’კიფი (ახალი ზელანდია), კიდის მსაჯები: რომან პუატი (საფრანგეთი), გლენ ჯექსონი (ახალი ზელანდია), ვიდეორეფერი: სიმონ მაკდოუელი (ირლანდია)

არგენტინა – უელსი

სან ხუანი, ”სან ხუან დელ ბისენტენარიო”

მთავარი მსაჯი: ენდრიუ ბრეისი (ირლანდია), კიდის მსაჯები: იაკო პეიპერი (სამხრეთ აფრიკა), მატიო რეინალი (საფრანგეთი), ვიდეორეფერი: მარიუს იონკერი (სამხრეთ აფრიკა);

იაპონია – იტალია

ოიტა, “ოიტა ბანკ დომი”

მთავარი მსაჯი: ნიკ ბერი (ავსტრალია), კიდის მსაჯები: ნაიჯელ ოუენსი (უელსი), ნიკ ბრაიანტი (ახალი ზელანდია), ვიდეორეფერი: როუან კითი (ინგლისი);

კანადა – შოტლანდია

ედმონტონი, “კომონველზ სთედიუმი”

მთავარი მსაჯი: შუჰეი კუბო (იაპონია), კიდის მსაჯები: კორჯ კლენსი (ირლანდია), დერეკ სამერსი (აშშ), ვიდეორეფერი: გრემ ჰიუზი (ინგლისი);

ევროპა 2 (თუ რაიმე არ შეიცვალა ანუ ესპანეთი) – სამოა

ადგილი უცნობია

მთავარი მსაჯი: მეთიუ ქარლი (ინგლისი), კიდის მსაჯები: ალექსანდრე რუისი (საფრანგეთი), უცნობია, ვიდეორეფერი: უცნობია;

აშშ – რუსეთი

დენვერი, ”დიქ’ს სპორტინგ გუდს პარკი”

მთავარი მსაჯი: ფედერიკო ანსელმი (არგენტინა), კიდის მსაჯები: ფრენკ მერფი (ირლანდია), ბენ უაითჰაუსი (უელსი), ვიდეორეფერი: დევიდ გრეშოფი (ინგლისი);

ტონგა – საქართველო

სუვა, “ნაციონალური სტადიონი”

მთავარი მსაჯი: ბრენდონ პიკერილი (ახალი ზელანდია), კიდის მსაჯები: სემ სტოუნი (ახალი ზელანდია), გრემ კუპერი (ავსტრალია), ვიდეორეფერი: იან სმიტი (ავსტრალია);

ფიჯი – რუმინეთი

სუვა, “ნაციონალური სტადიონი”

მთავარი მსაჯი: მაიკ ფრეისერი (ახალი ზელანდია), კიდის მსაჯები: ჟერომ გარსე (საფრანგეთი), ჯორდან ვეი (ავსტრალია), ვიდეორეფერი: იან სმიტი (ავსტრალია);

IV კვირა

16 ივნისი

ავსტრალია – ირლანდია

მელბურნი, “მელბურნ რეცტანგულარ სთედიუმი”

მთავარი მსაჯი: პოლ უილიამსი (ახალი ზელანდია), კიდის მსაჯები: პასკალ გოზე (საფრანგეთი), მარიუს ვან დერ ვესტჰუიზენი (სამხრეთ აფრიკა), ვიდეორეფერი: ბენ სქინი (ახალი ზელანდია);

ახალი ზელანდია – საფრანგეთი

ველინგტონი, “ვესტპაკ სთედიუმი”

მთავარი მსაჯი: ანგუს გარდნერი (ავსტრალია), კიდის მსაჯები: ჯონ ლესი (ირლანდია), ლუკ პირსი (ირლანდია), ვიდეორეფერი: ჯორჯ აიუბი (ავსტრალია);

სამხრეთ აფრიკა – ინგლისი

ბლუმფონტეინი, “ტოიოტა სთედიუმი”

მთავარი მსაჯი: რომან პუატი (საფრანგეთი), კიდის მსაჯები: გლენ ჯექსონი (ახალი ზელანდია), ბენ ო’კიფი (ახალი ზელანდია), ვიდეორეფერი: სიმონ მაკდოუელი (ირლანდია);

არგენტინა – უელსი

სანტა ფე, “ესტადიო ბრიგადიერ გენერალ ესტანისლაო ლოპესი”

მთავარი მსაჯი: იაკო პეიპერი (სამხრეთ აფრიკა), კიდის მსაჯები: მატიო რეინალი (საფრანგეთი), ენდრიუ ბრეისი (ირლანდია), ვიდეორეფერი: მარიუს იონკერი (სამხრეთ აფრიკა);

იაპონია – იტალია

კობე, “ნოევირ სთედიუმი”

მთავარი მსაჯი: ნიკ ბრაიანტი (ახალი ზელანდია), კიდის მსაჯები: ნაიჯელ ოუენსი (უელსი), ნიკ ბერი (ავსტრალია), ვიდეორეფერი: როუან კითი (ინგლისი);

აშშ – შოტლანდია

ჰიუსტონი, “BBVA კომპას სთედიუმი”

მთავარი მსაჯი: უენ ბარნსი (ინგლისი), კიდის მსაჯები: შუჰეი კუბო (იაპონია), ფედერიკო ანსელმი (არგენტინა), ვიდეორეფერი: დევიდ გრეშოფი (ინგლისი);

კანადა – რუსეთი

კანადა, ადგილი უცნობია

მთავარი მსაჯი: ბენ უაითჰაუსი (უელსი), კიდის მსაჯები: ჯორჯ კლენსი (ირლანდია), ალექსანდრე რუისი (საფრანგეთი), ვიდეორეფერი: გრემ ჰიუზი (ინგლისი);

ტონგა – რუმინეთი

სუვა, “ნაციონალური სტადიონი”

მთავარი მსაჯი: მეთიუ ქარლი (ინგლისი), კიდის მსაჯები: გრემ კუპერი (ავსტრალია), სემ სტოუნი (ახალი ზელანდია), ვიდეორეფერი: აარონ პეტერსონი (ახალი ზელანდია);

ფიჯი – საქართველო

სუვა, “ნაციონალური სტადიონი”

მთავარი მსაჯი: ჟერომ გარსე (საფრანგეთი), კიდის მსაჯები: მაიკ ფრეისერი (ახალი ზელანდია), ჟორდან ვეი (ავსტრალია), ვიდეორეფერი: აარონ პეტერსონი (ახალი ზელანდია);

V კვირა

23 ივნისი

ავსტრალია – ირლანდია

სიდნეი, “ალიანს სთედიუმი”

მთავარი მსაჯი: პასკალ გოზე (საფრანგეთი), კიდის მსაჯები: პოლ უილიამსი (ახალი ზელანდია), მარიუს ვან დერ ვესტჰუიზენი (სამხრეთ აფრიკა), ვიდეორეფერი: ბენ სქინი (ახალი ზელანდია);

ახალი ზელანდია – საფრანგეთი

დანიდინი, “ფორსით ბარ სთედიუმი”

მთავარი მსაჯი: ჯონ ლესი (ირლანდია), კიდის მსაჯები: ანგუს გარდნერი (ავსტრალია), გრემ კუპერი (ავსტრალია), ვიდეორეფერი: ჯორჯ აიუბი (ავსტრალია);

სამხრეთ აფრიკა – ინგლისი

კეიპ თაუნი, “ნიულენდს სთედიუმი”

მთავარი მსაჯი: გლენ ჯექსონი (ახალი ზელანდია), კიდის მსაჯები: რომან პუატი (საფრანგეთი), ბენ ო’კიფი (ახალი ზელანდია), ვიდეორეფერი: სიმონ მაკდოუელი (ირლანდია);

არგენტინა – შოტლანდია

რესისტენსია, “ესტადიო ცენტენარიო”

მთავარი მსაჯი: მატიო რეინალი (საფრანგეთი), კიდის მსაჯები: იაკო პეიპერი (სამხრეთ აფრიკა), ენდრიუ ბრეისი (ირლანდია), ვიდეორეფერი: მარიუს იონკერი (სამხრეთ აფრიკა);

იაპონია – საქართველო

ტოიოტა, “ტოიოტა სთედიუმი”

მთავარი მსაჯი: ნაიჯელ ოუენსი (უელსი), კიდის მსაჯები: ნიკ ბრაიანტი (ახალი ზელანდია), ნიკ ბერი (ავსტრალია), ვიდეორეფერი: შეინ მაკდერმოტი (ახალი ზელანდია);

სამოა – ევროპა 2 (თუ რაიმე არ შეიცვალა ესპანეთი)

აპია, “აპია პარკი”

მთავარი მსაჯი: ჟერომ გარსე (საფრანგეთი), კიდის მსაჯები: მეთიუ ქარლი (ინგლისი), სემ სტოუნი (ახალი ზელანდია), ვიდეორეფერი: აარონ პეტერსონი (ახალი ზელანდია);

ფიჯი – ტონგა

სუვა, “ნაციონალური სტადიონი”

მთავარი მსაჯი: ლუკ პირსი (ინგლისი), კიდის მსაჯები: ბრენდონ პიკერილი (ახალი ზელანდია), ჯორდან ვეი (ავსტრალია), ვიდეორეფერი: იან სმიტი (ავსტრალია);

კანადა – აშშ

კანადა, ზუსტი ადგილი უცნობია

მთავარი მსაჯი: ალექსანდრე რუისი (საფრანგეთი), კიდის მსაჯები: უენ ბარნსი (ინგლისი), ფედერიკო ანსელმი (არგენტინა), ვიდეორეფერი: გრემ ჰიუზი (ინგლისი).

შენიშვნა – სამოას და ევროპა 2-ის გუნდების დაპირისპირებები, მსოფლიოს 2019 წლის თასის შესარჩევი ეტაპის მატჩებია. გამარჯვებული იაპონიის საგზურს გაინაღდებს, ხოლო დამარცხებული რეპეშაჟში გადაინაცვლებს.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:38 | 29.03.2018
თორღვა პანკელი (387)

რაგბის "კოლინა" ძალიან კარგი ცუდათაც არ გვაქვს დაცდილი ნაიჯელი.

16:31 | 29.03.2018
buratino (480)

ძალიან მესიამოვნა ნაიჯელას დანიშვნა იაპონიასთან! თანაბარი გუნდების თამაშში ერთ პატარა ნიუანსსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მჯერა რომ ოეუნსი, როგორც მინიმუმ, "არ დაგვწვავს"

16:32 | 29.03.2018
buratino (480)

ოუენსი

16:29 | 29.03.2018
buratino (480)

ოოოო, დიდი და თანაც რთული ჯახები გველის ზაფხულში! "ბარბაროსები"-ს ჩამოსვლას მე მაინც უფრო "გასართობად" განვიხილავ, ვიდრე სერიოზულად (სტადიონზე კი ვიქნები მაგრამ მაინც).
აი რაც შეეხება მომდევნო სამ თამაშს, ოფიციალური ტესტებია და თანაც რა მეტოქეებთან! ჩვენი უახლოესი მეზობლები არიან რეიტინგში, აქედან ორი მათგანი (იაპონია და ფიჯი) ჩვენს ზემოთ, ხოლო ტონგა კი - ქვემოთ. თუნდაც ეს ფაქტორი რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ამ მატჩებს, თანაც მეტოქეები ალბათ ამჯერად ოპტიმალური შემადგენლობით იქნებიან. მოკლედ, ამ არაფრისმომცემი ერთა თასის შემდეგ, აბანოში (ანუ აქ ნაღდად) გამოჩნდება თეთრი და შავი

16:13 | 29.03.2018
ოვალური კორბენი (276)

ეტყობა "ქართულმა მარშმა" და ასევე, ამ ოდიოზური შანტრაპას იდეების გამზიარებელმა "მგზნებარე საზოგადოებამ" არ იცის, რომ ნაიჯელ ოუენსი აფიშირებული გეია.
თორემ დარწმუნებული ვარ, ერთ წიოკსა და ვაი-უშველებელს ასტეხდნენ - ჩვენი სასიქადულო მორაგბეები ამ მეტ...კის ნასტვენზე რატომ უნდა დარბოდნენ მოედანზეო

18:55 | 29.03.2018
BEERTRANCE (1073)

ყველაზე წესიერი და ობიექტური მსაჯია არადა DDDD

19:26 | 29.03.2018
ოვალური კორბენი (276)

მეც მაგას ვამბობ, რომ გეებს ნორმალური არსებობის საშუალება უნდა ჰქონდეთ და ბევრ საკითხში კარგი მაგალითის მომცემნი არიან.
რაღა საცვალში უძვრები და პრ...ის დიამეტრს უზომავ შე კეთილშობილნაშობო ?!

16:22 | 29.03.2018
buratino (480)

"ქართული მარში"-ს ხალხზე თავს ვერ დავდებ მაგრამ რაგბის ქომაგების უმრავლესობამ ეს კარგად ვიცით, თუმცა ჩვენ ნაიჯელა მისი ობიექტურობისა და კარგი სამსაჯო სტილის გამო "გვევასება" და არა სხვანაირად

14:29 | 29.03.2018
krasni (587)

ოუენსი კარგია, მაისის ბოლოს თბილისში ფრანგების ბარბაროსებთან დაწყებაც კარგია, გასვლაზე პირველი შეხვედრაც ტონგასთან კარგია. შარშანდელზე ნაკლებათ არ უნდა ჩავატაროთ ზაფხულის ტესტები, მოამზადებს სათანადოთ მელიტონა ბიჭებს.

15:11 | 29.03.2018
GiorgiG83 (525)

შარშან: ორი მოგება და ერთიც ფრე...
შარშან კუნძულელელბი ფასიფიქ ქაფის დროს შაუალედებში გვეთამაშა და ოპტიმალურით არავინ შეგვხვედრია - ეგეთ დროს მოითხოვე, მაგრამ წელს... მგონი არავინ დაგვხვდება ზედმეტად გადახალისებული შემადგენლობით

14:27 | 29.03.2018
LApaata (115)

ნეტავ იტალიასთან შემოდგომაზეც ეს უელსელი დაგვინიშნონ არ შეიძლება.?

12:18 | 29.03.2018
ანდროიდი (50)

ოუენსზე უკეთესს ვერ ისურვებ კარგი თამაშისთვის. ზაფხულიც იშვიათი გველის.

10:10 | 29.03.2018
mamulo (31)

იქნებ გორგოძე და ზირაქაშვილი დავაბრუნოთ ნაკრებში თორემ უმაგითოდ ძალიან გაგვიჭირდება იტალიასთანაც და მსოფლიო ჩემპიონატზეც.ფედერაციამ და ყველამ ერთად იქნებ ვთხოვოთ მამუკას მსოFლიოზე დაბრუნება.მათი თამაში და ავტორიტეტი სჭირდება ნაკრებს.

16:33 | 29.03.2018
buratino (480)

ნამდვილად გვჭირდება მამუკა ჩვენს ეროვნულ გუნდში! მსოფლიმდე ჯერ კი არის დრო, მაგრამ ეს თემა მალე უნდა გაირკვეს. თუ საჭიროა, ქომაგებმა პეტიცია შევადგინოთ და ხელისმოწერებით გავამყაროთ

15:12 | 29.03.2018
GiorgiG83 (525)

მამუკა გასაგებია, მარაგმ ზირაქას შემცვლელი არც ისე ცოტა გვყავს და...

16:48 | 29.03.2018
პანტელეიმონი (1218)

კი გვყავს 3 ნომერზე შემცვლელი, მაგრამ ფსიქოლოგიური ფაქტორიც გასათვალისწინებელია, არავის არ ვაკნინებ, მაგრამ მამუკას და ზირაქას საერთაშორისო ავტორიტეტი სულ სხვაა (მითუმეტეს სპორტული ფორმის ზენიტში არიან ორივე), რაც მოქმედებს მოწინააღმდეგეზეც და მსაჯზეც, რომ აღარაფერი ვთქვათ ახალგაზრდა "ბორჯღალოსნები" -ის მოტივაციის ამაღლებაზე.

11:10 | 30.03.2018
GiorgiG83 (525)

არც ერთი არაა სპორტული ფორმის და კარიერის ზენიტში - ორივე უაღრესად გამოცდილი მორაგბეა და წარსულში დარჩენილ ახალგაზრდულ ენერგიას მდიდარი გამოცდილებით აბალასებენ
თორემ 35 და 34 წლის ასაკში კარიერის პიკი გამორიცხულია

18:54 | 29.03.2018
BEERTRANCE (1073)

მსოფლიოზე ზირაქაშვილი ვერ გვეყოლება და სხვები მოემზადონ

10:27 | 29.03.2018
LApaata (115)

კი მართალი მეგობარო. მეც გიერთდები მოთხოვნაში და იქნებ ხმა მივაწვდინოთ ყველამ ერთად.

14:23 | 29.03.2018
krasni (587)

ვთხოვოთ ყველამ ერთად.

23:51 | 28.03.2018
BEERTRANCE (1073)

კაია, ნაიჯელა კარგად მსაჯობს.

0.096807