შიდა რაგბი

21:00 | 28.03.2018 | ნანახია 24125 - ჯერ

დავეხმაროთ "არესის" მორაგბეს!

სამწუხარო ინფორმაცია გვაქვს, ქართული სარაგბო თემისთვის. პირველი ლიგის ბინადრის, ქუთაისის "არესის" მორაგბეს, საბა მაღლაფერიძეს მძიმე დაავადება დაუდგინდა. მას სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროება, რისთვისაც დიდძალი თანხაა საჭირო. გთავაზობთ ქუთაისური კლუბის განცხადებას.

"გვესაჭიროება დახმარება. რაგბის კლუბ არესის მორაგბეს 20წლის საბა მაღლაფერიძეს დაუდგინდა ლეიკემიის დიაგნოზი და აუცილებელია ძვლის ტვინის გადანერგვა, რომლის ღირებულება 75ათასი ლარია. დრო ძალიან ცოტაა ასე რომ, ვისაც როგორ შეგიძლიათ დაგვეხმარეთ.

ანგარიშის ნომერი: GE02TB7750136010100042 თიბისი ბანკის ანგარიშზე
მიმღები საბა მაღლაფერიძე.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:52 | 29.03.2018
თორღვა პანკელი (387)

ღმერთმა მოგცეს ჯანმრთელობა ძმაო, მჯერა დავეხმარებით ამ ახალგაზრდა კაცს.

16:15 | 29.03.2018
პანტელეიმონი (1218)

უნდა დავეხმაროთ ამ ბიჭს, გამაგრდი საბა ! ! !

13:27 | 29.03.2018
temuchin (431)

ერთობით ყველაფერი გამოვა!

12:34 | 29.03.2018
megrel13 (4)

ქართული რაგბი საბას გვერდით! ყველაფერი მაგრად იქნება ჯიმა!

00:33 | 29.03.2018
NIKA..01 (335)

ქართულ რაგბს 75 000 ქომაგი ნამდვილად ყავს და 1 ლარის გადარიცხვა ამ 75 000-დან არცერთს გაგვაღარიბებს,სამაგიეროდ ადამიანს გადავარჩენთ...უფრო მეტად გაავრცელეთ ინფო,რომ ბევრმა გაიგოს.ფბ ან ტელევიზიით

00:32 | 29.03.2018
NIKA..01 (335)

ვისაც რის საშუალება გვაქვს,თუნდაც 1 ლარი გადავურიცხოთ.გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

23:58 | 28.03.2018
BEERTRANCE (1073)

რა ცუდია, იმედია შეუგროვდება საკმარისი თანხა და გამოვიჩენთ გულისხმიერებას.

0.136015