ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია მშრალი ანგარიშით 25:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” ტაიმი 10:0 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში უპირატესობა კიდევ 15 ქულით გაზარდეს.
საქართველოს ნაკრები ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთს შეხვდება, რომელსაც გადამწყვეტ მატჩში ზედიზედ მეოთხე წელია უპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალი 31 მარტს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბოლომდე უნდა მოვინდომოთ ფრანგებთან,
ფინალი მოგვეგოს
სხვა შეხვედრები როგორ დამთავრდა? საფრანგეთმა ესპანეთი რა ანგარიშით დაამარცხა? რუმინეთმა რა ქნა?
მოგება კი კაია და ველოდი მაგრამ ერთი რამ ვერ გამიგია: 5 ლელო დავდეთ და ნუთუ ერთი მაინც ვერ გარდავსახეთ?! ამიტომაც იგივეს ვიტყოდი, როგორც იმ ფილმშია ("რაჭა ჩემი სიყვარული"):
რას შვებით კაცო? ასე გინდათ თქვენ გეგმის შესრულება?
ანუ
რას შობით, ბიჭებო? ასე გინდათ თქვენ ფრანგების დამარცხება?
ნეტა მაგის მეტი პრობლემა არ გვქონდეს ფლანგებზე დაიდო ლელოები და ქარიც იყო.გასაგებია ფარელი ალბათ გაიტანდა,მაგრამ არ გვყავს ფარელი
მაგარი ქარი იყო ისე ლომიძე მაგარი დამრტყმელია ქარმა შეუშალა ხელი
საინტერესო ფინალს ველოდებით.
მიუხედავად მოგებისა იყო ბევრი წუნი და იმედი მაქვს ეს უამინდობის ბრალი იყო. დანარჩენი კი ფრანგებთან ფინალში გამოჩნდება. რევანშის დროაა!
რას გაგაგვეკიდა ეგ საფრანგეთი ზედიზედ მეოთხედ უნდა მოგვიგოოს ? D
გადაგვეკიდა კი არა მადლობა მათ,რომ არ დატოვეს იტალია-ბრიტანელებივით ტურნირი და არ დაგვტოვეს ახალგაზრდულ "ერთა თასზე"
გაიხარეთ ბიჭებო ! ! !
მეტ სხვაობას ველოდი, ნამეტანი დავისვენეთ?
თუკი მასე ქნეს, არც გაემტყუნებათ. მთავარია, ფრანგ მამლებს სერიოზული ბრძოლა გავუმართოთ - დადგა უკვე ამის დრო
მეც მაგის იმედი მაქვს რო დავისვენეთ
ყოჩარ ბოკვრებო, აბა თქვენ იცით ფინალში. წარმატებები.
გაგიჭირდებოდათ..)