მამუკა გორგოძე ტრავმით გამოწვეული სამთვიანი პაუზის შემდეგ „ტულონს“ ქვეყნის ჩემპიონ „კლერმონთან“ მატჩში დაუბრუნდა და 69-ე წუთზე ლელო გაუტანა.
ის შეცვლაზე 63-ე წუთზე შევიდა, „ტულონმა“ კი თამაში 49:0 მოიგო.
„ძალიან მიხარია, გუნდში რომ დავბრუნდი, ხოლო „კლერმონისთვის“ 50 ქულის გატანა დიდი სიამოვნებაა. ეს იდეალური იყო, რადგან 6 დღეში ირლანდიაში გასამართი მატჩის წინ თავდაჯერებულობას შეგვმატებს. ვიცით, რომ „მანსტერთან“ იგივეს გამეორება ურთულესი იქნება“, - განაცხადა გორგოძემ.
„ტულონი“ ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში „მანსტერს“ სტუმრად 31 მარტს ეთამაშება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მამუკა იტალიასთან გვჭირდები ძალიან და მერე მსოფლიოზეც.
საინტერესო იქნება მანსტერთან ჯახი, ლელოს გისურვებ მამუკა.
შენი გვეიმედება მამუკა ! ! !
გამიხარდება მამუკას წარმატებები ყოველთვის. გაიხარე ისე როგორც ჩვენ გვახარებდი.