მსოფლიო სერია

19:45 | 27.03.2018 | ნანახია 2480 - ჯერ

საქართველოს 7-კაცა ჰონკონგში

საქართველოს 7-კაცა ნაკრები 6-7 აპრილს ჰონკონგში, რაგბი7-ის მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს.

შესარჩევ ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობს და მისი გამარჯვებული მომავალი მსოფლიო სერიის საგზურს მიიღებს.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველო იაპონიასთან, უგანდასთან და ჩილესთან ითამაშებს; მეორე ჯგუფში პაპუა-ახალი გვინეა, გერმანია, ჰონკონგი და ზიმბაბვე მოხვდნენ; მესამე ჯგუფში ირლანდია, ურუგვაი, იამაიკა და კუკის კუნძულები მოხვდნენ.

საქართველოს 7-კაცა ნაკრებს მსოფლიო სერიის შესარჩევ, ჰონკონგის ტურნირზე 2013 წლის შემდეგ არ უთამაშია.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:16 | 28.03.2018
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

01:02 | 28.03.2018
GiorgiG83 (525)


იაპონია - ანგარიშგასაწევი ძალაა
უგანდა და ჩილეს წარმატებების შესახებ არ მსმენია - საინტერესოა რა შემადგენლობა გვეყოლება

თუ მომავლის გუნდს "ვაშენებთ" ალბათ ვერერანები: შკინინი და გეგენავა ნაკლებად, რომ ვიხილოთ
მათიაშვილი, სიჭინავა, ძნელაძე - ეს სამი ალბათ ნებსიმერ შემთხვევაში
საინტერესოა დანარჩენი
გვარებს არ დავწერ, მაგრამ ბევრმა "ვერ გაამართლა"

0.088341