ქართველმა ბურჯმა მოედანი ისე დატოვა, რომ ტრავმის არაფერი ეტყობაოდა, თუმცა...
როგორც ფრანგულ პრესაში დაიწერა, 26 წლის ბექა გიგაშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო და მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს. ეს ერთობ მტკივნეული დარტყმა აღმოჩნდა გრენობლელთათვის, რომლებიც ტოპ 14-ში დაბრუნებას ლამობენ (დღესდღეობით პრო დ2-ის ცხრილის მე-3 საფეხურზე იმყოფებიან) და გიგაშვილივით მნიშვნელოვანი ფიგურის დაკარგვა მათ პრობლემებს მოუმატებდა.
ამიტომაც, "გრენობლის" უფროსობამ საფრანგეთის რაგბის ეროვნულ ლიგაში წარადგინა საბუთი, რომელიც გიგაშვილის ტრავმის სიმძიმეს ადასტურებს და კლუბს ე.წ. "სამედიცინო ჯოკერის" დამატების ნებას რთავს. "გრენობლმა" 30 წლის ბურჯი, ფიჯის ნაკრების წევრი როპატე რინაკამა დაიმატა და სეზონის ბოლომდე ბექა გიგაშვილის მაგივრობას ეს გამოცდილი მორაგბე გაწევს, ვისაც აქამდე ევროპულ კლუბში არასდროს ეთამაშა.
რაც შეეხება გიგაშვილის ტრავმის ხასიათს, ამაზე, სამწუხაროდ, ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ. ჩვენი მხრივ კი, ბექას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ ბექა!
დასანანია
მალე გამოჯანმრთელება.