ჩემპიონატები

23:45 | 26.03.2018 | ნანახია 1887 - ჯერ

ადამ ჯონსი კარიერას ასრულებს (+VIDEO)

ლეგენდარული უელსელი ბურჯი ადამ ჯონსი, მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე კარიერას დაასრულებს.

აღნიშნული ინფორმაცია, ადამმა BBC–ის გაანდო: “საოცარი კარიერა მქონდა, ფანტასტიკური 18 წელი იყო. ბევრი ადამიანი ალბათ ფიქრობდა, რომ უკვე პენსიაზე ვიყავი გასული, რადგან ამ სეზონში არ მითამაშია, თუმცა “ჰარლექუინსში” მოთამაშე-მწვრთნელის როლი მაქვს. სეზონის ბოლოს მოთამაშის კარიერას ოფიციალურად დავასრულებ”, - განაცხადა 37 წლის ბურჯმა, რომელიც მომავალი სეზონიდან “ჰარლექუინსის” შერკინების მწვრთნელი იქნება.

ჯონსი უელსის ნაკრებში 2003-2014 წლებში თამაშობდა, “დრაკონების” კვართი 95-ჯერ მოირგო და 2 ლელო გაიტანა. გარდა ამისა, მას უთამაშია ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების (2009, 2013) და “ბარბაროსების” მაისურით.

რაც შეეხება საკლუბო დონეს, 2003-2014 წლებში “ოსპრეიზში” ჩატარებულ 195 მატჩში 3 ლელო დადო, შემდეგ “კარდიფ ბლუზში” ერთი სეზონი დაჰყო და 24 თამაშში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 2015 წლიდან მოყოლებული ინგლისურ “ჰარლექუინსში” ირიცხება და 30 თამაშში 1 ლელოს გატანა მოახერხა.

თეგებიადამ ჯონსი

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:11 | 27.03.2018
McCaw (168)

დგეს კი ფრანგების ბურჯი რაბას სლიმანი თამაში მომწონს მაგარი მასტია

11:11 | 27.03.2018
McCaw (168)

მართლაც რომ ლეგენდარული ბურჯია ევტოპის ყველა დროის ტოპ 5 პირველხაზელში შედის და უელსის ყველა დროის ნომერ პირველი ბურჯია ზოგადად რაგბიში პირველხაზელები მაგრად არ მევასებიან მაგრამ ეს მარტინ კასტროჯოვანი მაგრად მომწონდა ყოველთვის იმიტომ ორივე მოდანზე გუნდისთვის ნაგდი წინამძღოლი და ლიდერი იყო

0.079808