პორტუგალიის ნაკრებმა შაბათს გასვლაზე პოლონეთის ნაკრები, ბოლო წუთზე დადებული ლელოთი 27:25 დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის, იგივე “ალაფის” გამარჯვებული გახდა.
პირენეის ნახევარკუნძულის წარმომადგენელმა ზემოხსენებულ გათამაშებაში ყველა მატჩი მოიგო და შესაძლოა, მომდევნო სეზონიდან კვლავ საქართველოს ნაკრების მეტოქე გახდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პორტუგალიის ნაკრები 19 მაისს პლეი-ოფში გერმანიას დაამარცხებს, რომელმაც 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში ბოლო ადგილი დაიკავა.
პორტუგალიას, 2019 წლის მსოფლიო თასზე გასვლის შანსიც აქვს: ისინი პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში სამოასთან მოუწევთ ჭიდილი. თუ “მგლები” ესპანურ ბარიერს დაძლევენ და შემდგომ სამოასთან წააგებენ, ისინი რეპაშაჟში გადაერთვებიან.
რაგბი ევროპის “ალაფის” ცხრილი
1. | პორტუგალია | 5 | 5 | 0 | 0 | 168:76 | 23 | |
2. | ჰოლანდია | 5 | 4 | 0 | 1 | 199:110 | 19 | |
3. | შვეიცარია | 5 | 2 | 0 | 3 | 109:122 | 10 | |
4. | ჩეხეთი | 4 | 2 | 0 | 2 | 58:99 | 8 | |
5. | პოლონეთი | 5 | 1 | 0 | 4 | 106:147 | 7 | |
6. | მოლდოვა | 4 | 0 | 0 | 4 | 37:123 | 1 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია