ახალზელანდიელმა ჰავბექმა ტიჯეი პერენარამ, გასულ უქმეებზე “ჰარიკეინსის” შემადგენლობაში მე-100 შეხვედრა ჩაატარა და სუპერ რაგბის ცენტურიონი მოთამაშე გახდა.
26 წლის მორაგბემ საიუბილეო შეხვედრა შაბათს, “ჰაილენდერსის” წინააღმდეგ ჩაატარა, რომელშიც მისმა გუნდმა 29:12 იმარჯვა, ხოლო ტიჯეიმ მინდორზე 75 წუთი დაჰყო.
“ოლ ბლექსის” მეორე 9 ნომერი “ჰარიკეინსის” შემადგენლობაში 2012 წლიდან თამაშობს და 45 ლელო აქვს გატანილი, ხოლო ახალი ზელანდიის ნაკრებში 2014 წელს გამოჩნდა, შავი კვართი 42-ჯერ მოირგო და 8 ლელო დადო.
პერენარა “ჰარიკეინსთან” ერთად სუპერ რაგბის გამარჯვებული 2016 წელს გახდა, ხოლო “ოლ ბლექსის” რიგებში 2015 წელს მსოფლიო თასი მოიგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია