ქართული

12:55 | 26.03.2018 | ნანახია 2372 - ჯერ

გორგოძის ლელო და მომავალი უქმეების მოლოდინი

გასულ უქმეებზე არაერთი სასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა ქართულ ლეგიონში, მთავარი კი, მამუკა გორგოძის ლელო იყო. ქართული რაგბის ლეგენდამ სარეაბილიტაციო პერიოდი სავარაუდოზე თვე-ნახევრით მოკლე დროში გაიარა და უფრო მეტიც, "კლერმონთან" მატჩში ლელო მიითვალა! მამუკას "ტულონმა" საფრანგეთის ჯერაც მოქმედ ჩემპიონს უმასპინძლა და 7 ლელოთი 49:0 გააცამტვერა. კლერმონელებს დაკარგული აქვთ საჩემპიონო პლეი-ოფში მოხვედრის შანსი და ისინი ტულონში შესუსტებული შემადგენლობით ჩავიდნენ, რადგან სულ მალე, 1 აპრილს "რასინგთან" ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალური მატჩი ელით და უძლიერესები სწორედ ამ მატჩისთვის შემოინახეს.

გორგოძე თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო და სულ რაღაც 6 წუთში რაქიდან ბურთი აიტაცა, ორი მეტოქე წინ კი აღუდგა, მაგრამ ვერაფერი დააკლეს - მამუკამ ბურთის ლელოში დამიწება მაინც შეძლო. გორგოძის გარდა ტულონელთა შორის ლევან ჩილაჩავაც ვიხილეთ, რომელიც მამუკაზე 10 წუთით ადრე შევიდა შეცვლაზე. "კლერმონში" კი დავით ზირაქაშვილმა ითამაშა, ვისაც ქუსლის ტრავმის გამო საკმაოდ დიდი დრო გაუცდა და გასულ უქმეებზე არც მისი თამაში იყო მაინცდამაინც მოსალოდნელი. "ზირაქა" სასტარტო მარჯვენა ბურჯი გახლდათ და 47-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო გორგოძის ლელომდე 4 წუთით ადრე "კლერმონის" მე-3 ხაზში ოთარ გიორგაძე გამოჩნდა. "ტულონი" საპლეიოფო ზონაში გამაგრდა - მე-4 ადგილზეა, თუმცა მე-2 ადგილიდან მხოლოდ 3 ქულის დისტანციაზეა. "კლერმონი" კი საპლეიოფო ზონას 16 ქულით ჩამორჩება, გასავარდნს 14 ქულით უსწრებს, ამდენად, ტოპ 14-ის ჩემპიონატი მოქმედი ჩემპიონისთვის უკვე ახლავე შეიძლება დასრულებულად გამოვაცხადოთ.

პირველ ადგილზე კი, უახლოეს მდევართან 5-ქულიანი უპირატესობით, "მონპელიე" იმყოფება, რომელმაც "კასტრს" უმასპინძლა და 45:7 გადაურბინა. ლიდერის სასტარტო შემადგენლობაში მიხეილ ნარიაშვილი იყო, ვინც 68 წუთი ითამაშა, ხოლო დავით ქუბრიაშვილი შეცვლაზე 52-ეზე შევიდა.

"მონპელიეს" კვალში "რასინგი" უდგას, რომელმაც წუხელ გასვლით მატჩში "ლიონს" 24:22 მოუგო. ვასილ კაკოვინმა პარიზელთა რიგებში ბოლო 20 წუთი ითამაშა, ხოლო დასკვნითი 7-წუთეული მისმა გუნდმა ორკაცნაკლულმა ჩაატარა, თუმცა, ლიონელებს მხოლოდ ბონუს-ქულა გაატანა. კაკოვინისთვის ეს იყო სეზონში მე-20 მატჩი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ტოპ 14-ში მოასპარეზე 30-მდე ქართველს შორის.

უდაძაბულესი ბრძოლა ცხრილის ფსკერზეც მიმდინარეობს. "ბრივმა" "აჟენს" უმასპინძლა, გუნდებმა ულელოო თამაში 15:12 დაასრულეს. მასპინძელთა სასტარტო ბურჯები ქართველები იყვნენ - კარლენ ასიეშვილი და სოსო ბეკოშვილი, ორივე 57-ე წუთზე შეცვალეს. "აჟენის" სასტარტოში კი კვლავ გამოჩნდა თამაზ მჭედლიძე, ოღონდ თაზო გარემარბის პოზიციაზე დააბრუნეს. მჭედლიძე შესვენების შემდეგ მოედანზე აღარც დაბრუნებულა, ხოლო 57-ე წუთზე თამაშში აჟენელთა მარცხენა ბურჯი გიორგი თეთრაშვილი ჩაერთო. გამარჯვების მიუხედავად, "ბრივმა" მაინც ვერ დააღწია თავი სახიფათო ზონას და ბოლოსწინა, საპლეიაუტო ადგილზე დაფუძნდა, ხოლო "აჟენი" სანუგეშო ბონუსის ხარჯზე მე-11 ადგილზე დარჩა.

გაგიკვირდებათ და, ლიგიდან გავარდნის კანდიდატთა შორის მსოფლიოს ერთ-ერთი უცნობილესი სარაგბო კლუბი "სტად ფრანსეა". პარიზელებმა ამჯერად შინ "ტულუზთან" 33:37 წააგეს, ხოლო ზურაბ ჟვანიამ დედაქალაქურ გუნდში შეცვლაზე 57-ე წუთიდან ითამაშა.

დაბოლოს, ერთპიროვნულმა აუტსაიდერმა "ოიონამ", მოგებათა სენსაციური 4-მატჩიანი სერიის შემდეგ, "პოსთან" სტუმრად უშანსოდ, 12:33 წააგო. "ოიონაში" პირველიდან 67-ე წუთამდე მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ირაკლი მირცხულავამ ითამაშა.

საფრანგეთისვე პრო დ2-ში მხოლოდ 4-მა ქართველმა ითამაშა. ნაკრებიდან დაბრუნებულმა შალვა სუთიაშვილმა თავის "ანგულემში" მარქაფიდან ბოლო ნახევარი საათი ითამაშა, ხოლო მისი გუნდი ლიგის ლიდერ "პერპინიანთან" სტუმრად 14:37 წააგო და მე-10 ადგილზეა. ეს იყო შალვას 22-ე მატჩი პრო დ2-ის მიმდინარე ჩემპიონატში (ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ ლიგის ქართველთა შორის).

"ვანის" სასტარტოში დაბრუნდა მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე, რომელმაც საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა. მისმა გუნდმა უქართველებოდ დარჩენილ "ორიაკთან" გასვლით მატჩში სანუგეშო ბონუსი გამოიმუშავა - 14:19. "ვანი" მე-11 ადგილზეა.

მე-14 საფეხურზე "კარკასონია", რომლის სასტარტო მარჯვენა ბურჯი მირიან ბურდული იყო. გრენობლში 5:30 წაგებულ მატჩში ქართველი 44-ე წუთზე დაასვენეს. ბოლოსწინა, გასავარდნ ადგილზე კი "დაქსია", რომელიც ვინ მოთვლის, ზედიზედ მერამდენედ დამარცხდა. ელიზბარ ყუფარაძის გუნდმა ამჯერად შინ "ბეზიესთან" 15:23 წააგო, ხოლო ვეტერანი ქართველი ბურჯი თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო.

ტოპ 14-ის, პრო დ2-ის, ინგლისის პრემიერშიპის, პრო 14-ისა და სუპერ რაგბის დანარჩენმა ქართველებმა სხვადასხვა მიზეზით არ ითამაშეს - ზოგიერთი ტრავმირებულია, ზოგი დაასვენეს, ზოგი შემადგენლობაში ვერ ხვდება, ზოგს კი ამის შანსი მომავალ უქმეებზე მიეცემა. აქ "სანვულვზის" ნიკოლოზ ხატიაშვილი და "ოსპრეიზის" გიორგი ნემსაძე ვიგულისხმეთ. ცოტაც დავიცადოთ...

ქართული ლეგიონი
მორაგბე ტურნირი კლუბი მეტოქე სტატუსი დრო მ. თ(სტ) ს.მ. დისც.
ჯაბა ბრეგვაძე სუპერ რაგბი სანვულვზი ჩიფსი ტრავმა 1 (0)
ნიკოლოზ ხატიაშვილი სუპერ რაგბი სანვულვზი ჩიფსი გ/მ 0
ვახტანგ ახობაძე ტოპ 14 აჟენი ბრივი გ/მ 6(2) 1ლ
გიორგი თეთრაშვილი ტოპ 14 აჟენი ბრივი მარქაფა 23 15(3)
თამაზ მჭედლიძე ტოპ 14 აჟენი ბრივი სასტარტო 40 15(9) 2ლ
ლაშა ტაბიძე ტოპ 14 ბორდო ლა როშელი გ/მ 0
კარლენ ასიეშვილი ტოპ 14 ბრივი აჟენი სასტარტო 57 16(12) 3ლ 1სბ
სოსო ბეკოშვილი ტოპ 14 ბრივი აჟენი სასტარტო 57 5(1)
ვასილ ლობჟანიძე ტოპ 14 ბრივი აჟენი გ/მ 6(1) 1ლ
ოთარ გიორგაძე ტოპ 14 კლერმონი ტულონი მარქაფა 15 3(0)
დავით ზირაქაშვილი ტოპ 14 კლერმონი ტულონი სასტარტო 47 12(8)
ბექა კაკაბაძე ტოპ 14 კლერმონი ტულონი გ/მ 8(0) 1სბ
ვიქტორ კოლელიშვილი ტოპ 14 კლერმონი ტულონი გ/მ 11(9) 1სბ
ლექსო ყაულაშვილი ტოპ 14 ლა როშელი ბორდო გ/მ 8(7)
თორნიკე მატარაზე ტოპ 14 ლიონი რასინგი გ/მ 0
გურამ პაპიძე ტოპ 14 ლიონი რასინგი გ/მ 0
გელა აფრასიძე ტოპ 14 მონპელიე კასტრი გ/მ 0
კოტე მიქაუტაძე ტოპ 14 მონპელიე კასტრი ტრავმა 11(5) 1სბ,1წთ
მიხეილ ნარიაშვილი ტოპ 14 მონპელიე კასტრი სასტარტო 68 12(9)
დავით ქუბრიაშვილი ტოპ 14 მონპელიე კასტრი მარქაფა 28 7(3)
გიორგი ვეფხვაძე ტოპ 14 ოიონა პო გ/მ 0
ირაკლი მირცხულავა ტოპ 14 ოიონა პო სასტარტო 67 11(10) 1სბ
ვასილ კაკოვინი ტოპ 14 რასინგი ლიონი მარქაფა 20 20(9)
გიორგი მელიქიძე ტოპ 14 სტად ფრან. ტულუზი გ/მ 1(0)
ზურაბ ჟვანია ტოპ 14 სტად ფრან. ტულუზი მარქაფა 23 13(5) 1ლ 1სბ
ბადრი ალხაზაშვილი ტოპ 14 ტულონი კლერმონი გ/მ 2(1)
მამუკა გორგოძე ტოპ 14 ტულონი კლერმონი მარქაფა 17 ლ(69) 10(7) 1ლ 1სბ
ლევან ჩილაჩავა ტოპ 14 ტულონი კლერმონი მარქაფა 27 7(1) 1სბ
შალვა სუთიაშვილი პრო დ2 ანგულემი პერპინიანი მარქაფა 30 22(18) 1ლ
ბექა გიგაშვილი პრო დ2 გრენობლი კარკასონი ტრავმა 12(5)
ელიზბარ ყუფარაძე პრო დ2 დაქსი ბეზიე მარქაფა 24 11(3) 1სბ
მირიან ბურდული პრო დ2 კარკასონი გრენობლი სასტარტო 44 19(9) 1ლ 3სბ
გიორგი ნაცარაშვილი პრო დ2 კარკასონი გრენობლი გ/მ 11(5) 1სბ
ბექა შეყლაშვილი პრო დ2 კოლომიე ბიარიცი გ/მ 11(4) 1ლ
ილია კაიკაციშვილი პრო დ2 მასი მონტობანი გ/მ 11(9) 1სბ
ბექა გორგაძე პრო დ2 მონ-დე-მარ. ბაიონი ტრავმა 0
ბექა ბიწაძე პრო დ2 ნარბონი ნევერი ტრავმა 10(9) 2ლ
მერაბ შარიქაძე პრო დ2 ორიაკი ვანი ტრავმა 14(14) 2ლ
ვახტანგ მაისურიაძე პრო დ2 ვანი ორიაკი სასტარტო 58 16(12) 1სბ
ლაშა ლომიძე პრემიერშიპი ლონდონ აირ. გლოსტერი გ/მ 1(0)
გიორგი ნემსაძე პრო 14 ოპრეიზი ლენსტერი გ/მ 0
ანტონ ფეიქრიშვილი პრო 14 კარდიფ ბლ. ალსტერი გ/მ 5(3)
შენიშვნა: მ. - მოანგარი; თ(სტ) - თამაში (სასტარტო); ს.მ. - სეზონური მონაგარი; დ. - დისციპლინარული სასჯელი; მუქი შრიფტით - შინ მოასპარეზე გუნდი; სბ - სინბინი; წთ - წითელი ბარათი; ლ - ლელო; გ/მ - განაცხადს მიღმა

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:46 | 27.03.2018
federer (17) (469)

ისე ფეისბუქ კამპანია რო ავაგოროთ და მამუკას რო ვთხოვოთ ნაკრებში დაბრუნება მგონი კარგი იდეააა

17:07 | 26.03.2018
McCaw (168)

იტალიასთან ნოემბრის ტეტზე გვინდა ასეთი შერკინება:
1 მარცხენა ბურჯი–ნარიაშვილი 2 კვაჭი–ბრეგვაძე 3 მარჯვენა ბურჯი–ზირაქაშვილი
4 მხტომელი–მიქაუტაძე 5 მხტომელი–ნემსაძე
6 მარბიელი–კოლელიშვილი 8 შემკვრელი–გორგაძე 7 მღლეტელი–გორგოზე
ასეთი შერკინება და რომის იმპერიას რასაც ქვია წავლეკავთ

11:45 | 27.03.2018
federer (17) (469)

იდეალური შემადგენლბაა, მაგრამ ზირაქაშვილის და გორგოძის თამაში არამგონია რეალური იყოს.
ზირაქა ძალიან კლასია, მაგრამ ჩილაჩავაც არაა ნაკლები და არაუშავს კიდე. რაც შეეხება გორგოძეს შეუცვლელია ნაკრებში და ძაან რო ვთხოვოთ ერმა იქნებ მსოფლიო თასამდე კიდევ დარჩეს ნაკრებშიი

23:46 | 26.03.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

20:22 | 26.03.2018
თორღვა პანკელი (387)

კაია ჩემმა მზემ! ვერაფერს იტყვი.

0.081067