რუსულენოვანმა სარაგბო საიტმა rugger.info-მ სენსაციური სტატია გამოაქვეყნა. უფრო სწორად, ეს სტატია კი არა, ვარაუდების კრებულია, ამიტომაც, ჩვენი კომენტარის გარეშე, ამ ტექსტის სრულ თარგმანს შემოგთავაზებთ.
"სასწრაფოდ! ეტყობა, რუმინეთის ნაკრებმა ტონგელი განაცხადში არალეგალურად შეიყვანა!
შესაძლოა, "მუხებმა" არათუ 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური დაკარგონ, არამედ ევროპის 2017 წლის საჩემპიონო ტიტულიც.
როგორც rugger.info-მ რუსეთის რაგბის ფედერაციასთან დაახლოებული წყაროებიდან შეიტყო, ესაა სიონე ფაკაოსილეა, რომელიც "ბაია მარეში" შუამარბად თამაშობს.
მოთამაშეს "მუხებში" დებიუტი 2017-წელს ჰქონდა, რუმინეთში გატარებული 3 წლის შემდეგ, სადაც 2014-ში გადაბარგდა. მაგრამ ჰქონდა კი ამის უფლება?
2013-2014 წლების სეზონის 7-კაცას მსოფლიო სერიის პირველ ეტაპზე, რომელიც 2013 წლის 12-13 ოქტომბერს გოლდ კოსტში გაიმართა, სიონე ფაკაოსილეა ირიცხებოდა ტონგელთა 7-კაცა ნაკრების შემადგენლობაში.
სამწუხაროდ, თანდართული ვიდეო (ტონგა-კენია) არცთუ მაღალი ხარისხისაა და მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვლაზე შესული ფაკაოსილეა ეკრანზე ახლო ხედით მხოლოდ ორჯერ ჩნდება, თან ორივეჯერ - არცთუ საუკეთესო რაკურსით.
მსოფლიო სერია "მსოფლიო რაგბის" ოფიციალური ტურნირია. მასზე ასპარეზობის შემდეგ ტონგელს მოქალაქეობასთან ერთად აი ასე, ერთი ხელის მოსმით, ნაკრების შეცვლაც როდი შეეძლო. ამისთვის იყო საჭირო საერთაშორისო შეჯიბრებებში ტონგელთა ღირსების დაცვისგან თავის 3-წლიანი შეკავება, შემდეგ კი, ოლიმპიური კვალიფიკაციის გავლა, გზად 7-კაცაში სულ ცოტა ორი ტურის თამაშის ფონზე. ამის გაკეთება მას არ შეეძლო, რადგან რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირი რუმინელთათვის იყო 7-კაცას ევროპის 2015 წლის გრან-პრი.
ბოლოდროინდელი მაგალითები: არცთუ დიდი ხნის წინ რუსეთის ნაკრებში სწორედ ამ გზით მოვიდა ანტონ რუდოი, ხოლო ანალოგიური დარღვევისთვის "დათვები" 2003 წლის მსოფლიო თასის კვალიფიკაციას ჩამოაშორეს.
რუმინეთის რაგბის ფედერაციამ ან დააიგნორა მოთამაშის ნატურალიზების წესები, ან უბრალოდ არ იცოდა (?!), რომ ფაკაოსილეა 7-კაცას თამაშობდა.
თუმცა, არსებობს ნიუანსები. რუმინეთის სუპერლიგის საიტზე, ტონგელის გადასვლის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში ვხედავთ, რომ მისი დაბადების თარიღი ბოლომდე არ ემთხვევა მის პროფილებს საიტებზე itsrugby.co.uk, worldrugby.org და რამდენიმე სხვაზეც - თვე განსხვავებულია. სეხნია-მოგვარე?
თუკი აღმოჩნდება, რომ ეს ერთიდაიგივე ადამიანია, რუმინეთის ნაკრებს "რაგბი ევროპის" 2017 წლის ჩემპიონატზე ტექნიკური წაგებები საქართველოსთან, რუსეთთან და ბელგიასთან ჩაეთველება. ასევე 2018 წლის ყველა მატჩშიც.
თუ ასეთი შედეგი დადგა, რუსეთი პირდაპირ გავა 2019 წლის მსოფლიო თასზე (თუ ესპანეთისა და ბელგიის ნაკრებთა მატჩის გაპროტესტებულ შედეგს არ გააუქმებენ). ესპანეთი დარჩება მეორე ადგილზე, ხოლო საქართველო 2017 წლის საჩემპიონო ტიტულს დაისაკუთრებს.
ალტერნატიული ვარიანტი: რუმინეთი უბრალოდ მოიხსნება მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიდან. ამ შემთხვევაში კვალიფიკაციის ლიდერად ესპანეთი გამოცხადდება (22 ქულა), ხოლო რუსეთი მეორე ადგილზე გავა (20 ქულა).
ყველა ვარიანტში, მომავალი გამოძიება იქნება კოლოსალური დარტყმა რუმინული რაგბის იმიჯზე, რომელიც ბელგიისა და ესპანეთის მატჩის მსაჯობის მერე ისედაც არცთუ საუკეთესო მდგომარეობაშია".
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არ ვიცი რამდენად მართალია რაც აქ წავიკითხე და შეიძლება თუ არა ენდო ამ სტატიას კაცი, მაგრამ სანამ მორარიუა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი რუმინულ რაგბს არაფერი ეტკინება, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ მორარიუს და რუმილელების ჭკუით თორემ, ის რასაც დღეს რუმინელები რაგბში კადრულობენ ამით რასაც მოიგებენ მერე ნახავენ და მოირტყამენ კიდევაც თავში ხელს. მე უფრო ის მადარდებს რომ ამ სიბინძურეების კასკადმა ძალიან შეაფერხა რაგბის განვითარება ევროპაში და მთელს მსოფლიოში, ესპანეთი რომ მსოფლიოზე გასულიყო დარწმუნებული ვარ იქ რაგბომანია ატყდებოდა და ესპანელებიც ისე ამოქჩავდნენ ამ სპორტს როგორც სხვა გუნდურ სახეობებს, სადაც ისინი სულ მოწინავეები არიან, ვიმედოვნებ ასეც იქნება და ამ უსამართლობის მიუხედავად არ ჩაიქნევენ ესპანელები ხელს და ბოლომდე ასე თავგანწირვით იმუშავებენ ესპანეთში რაგბის პოპულარიზაციისთვის.
თუ მართალია მაშინ 2017 წელსაც ჩვენ ვყოფილვართ გამარჯვებულები.
stripslashes((strlen('https://rugger.info/news/page2/19298')>0?'https://rugger.info/news/page2/19298':'https://rugger.info/news/page2/19298')) აი ბელგიელებზეცაა ეჭვი
stripslashes((strlen('https://rugger.info/news/19292')>0?'https://rugger.info/news/19292':'https://rugger.info/news/19292')) ნახეთ კომენტარები. ჯერ ადრეა რუსების გასვლაზე საუბარი მსოფლიო თასზე. არც ბელგიას დაადგება ხეირი თუ მაგათაც ამოუქექეს რამე. ეს კი ესპანელებისათვის + 4 ქულაა. ესპანელი ნატურალიზებული მორაგბეების შემოწმებაზეც წავა საუბარი
რაც საიტ რუგგერ.ინფოს შეეხება, დიდი ხანია შევდივარ მაგ საიტზე და არასოდეს არ შემიმჩნევია საქართველოს ნაკრებისადმი და ქართველი მორაგბეების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ან ბოღმით და სიძულვილით გამოსულიყო სტატია ჩვენს ნაკრებსა და მორაგბეებზე. ნახეთ ვისაც არ დაგეზარებათ იქ ცალკეა რუბრიკა - საქართველოზე. ნახეთ ყველა სტატია. შეიძლება უბრალოდ კომენტარებში ნახოთ ვიღაც ბოღმიანი რუსი თუ უკრაინელი. იქ კომენტარებშიც ბევრ საქართველოს ნაკრების ერთგულ გულშემატკივარს რუსს და უკრაინელს. ესტონელიც გოგონაცაა ჩვენი გულშემატკივარი
რა გიკვირთ რომ ასეთი რამ სიმართლე იყოს? თასი ვინ აიღო ის ვერ გაარკვიეს. არ გახსოვთ?
და რა მაინტერესებს ავსტრალიის და ახალი ზელანდიის რომელიმე გამოცემა ან გამოცემები არ წერენ ყინულის ჰოკეიზე რამეს? ეგენიც რო დაგედოთ? ისედაც ღრუსული საინფორმაციოები ჩრდილო-კორეულებს უჯოკრავენ "სიმართლის გამჟღავნებაში" და რატო უნდა იხილავდეთ 1?
თან მარტო ამათმა აღმოაჩინეს თურმე. ეგ თუ სიმართლეა ესპანელები ბოლომდე გაიტანენ.
ისე ჩვენში დარჩეს და ეგ რაგერი თუ რუგერი ცოტა არ იყოს და ვერაა თავის მოტორზე, ორი თვეა თვალს ვადევნებ და მომენტებში ისეთებს ისვრიან გული შეგიწუხდება )))))))
თავის მატორზე კი არა ერთი - ორი ჩვენი გულშემატკივარის გარდა ჩვენი ბოღმით გატენილი საზოგადოებაა მანდ თავმოყრილი.
ზოგადად რუსებთან საზიარო კავკასიის მთები და შავი ზღვა რო გვაქვს ისიც გვეყოფა, ახლა საზიარო საიტი რომ არ დავამატოთ.
ძირითათდ უკრაინელები არიან ამ რუგერზე ადმინისტრატორები. ამ ბოლო დროს ვამჩნევ ბოღმის მოზღვავებას და ნთხევას, მძიმედ გადააქვთ ჩვენი პროგრესი და წარმატებები სარაგბო Russia Today არის ჩვეულებრივი.
მაგი გამკვირვებია პლანეტ რაგბისაც აქვს ფორუმი რაღა მანდ უნდა მიეჭყიპო.
მაგათ შური ჭამთ, ესპანების მსოფლიოზე შესაძლო გასვლას ვერ ინელებენ და ამოხეთქა რუსულმა ლოგიკამ. რუმინელების მაიმუნობა არ მიკვირს, მაგრამ ასე ერთბაშად ცოდვების გამოაშკარავებამ დამაფიქრა. კოპიევია ვიცეპრეზიდენტი ევროპაში და ხომ არ იფიქრა უცებ გაპრეზიდენტება, ან რუსების გავლენის გაძლიერება?
რუსებს მთელი მსოფლიო ტრ...ს აძლევს და შეიძლება რუმინეთს ძალიან ძვირად დაუჯდეს ყველაფერი რუსი ღორების მსოფლიოზე გასვლა არაფრის დიდებით გასვლა არ მინდა მინდა რომ ესპანეთი გავიდეს მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს ჩა...თხი ჩიგნების და ვლახების გასვლას ღორი რუსეთის გასვლა ჯობია ისეთი უკადრებელი იკადრეს რუმინელებმა საერთოდ მათი რაგბის ფედერერცია უნდა მოიკვეთოს ყველაფრიდან ნებისმიერ ტურნირს უნდა ჩამოაშორონ
რო დაუშვან მსოფლიოზე გასაზიზღრდებიან იქ უმოწყალოდ.
ვიზე ამბობ ესპანელებზე რუმინელები ხო რას ამბობ ყველას დაშლიან ეგერ გამოჩნდა ვინ უფო ძლიერია დგეს რუმინეტი თუ ესპანეთი გასვლაზე მოუგეს და მეტი რაღა უნდა ამტკიცონ ესპანელებმა
რუსებზე ვამბობ. რუმინეთსაც ესპანეთის გასვლა მირჩევნია, დიდად არც ეგენი ვაჟკაცობენ, მაგრამ დუხით ჯობნიან რუსებს. რუმინელები რაც არიან გამოჩნდა არაერთხელ.
ვინმე იძიებს ახლა ამ ამბავს ??
თუ საჭიროა გავასაჩივროთ კიდევაც და 1 ტურნირის ჯილდოც მივისაკუთროთ!