ირლანდიის ნაკრების და “მანსტერის” უკანახაზელი კეით ეარლსი ტრავმირებულია. 30 წლის მორაგბე 6 ერის ჩემპიონატის ბოლო ტურში, ინგლისთან მოგებული (24:15) შეხვედრის მიწურულს დაშავდა და მოედნის დატოვება მოუწია.
როგორც გაირკვა, კეითს მუხლი აქვს დაზიანებული და თამაშს დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. შესაბამისად, “მანსტერს” პრო 14-ის უკანასკნელ სამ ტურში და ჩემპიონთა თასის უახლოეს შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
ეარლსი “მანსტერის” ღირსებას 2007 წლიდან იცავს და 148 მატჩში 43 ლელო აქვს გატანილი, ხოლო ირლანდიის ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს, “სამყურების” კვართი 67-ჯერ აქვს მორგებული და მეტოქეები 27-ჯერ ჰყავს დალელოვებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია