ლეგიონერები

23:10 | 25.03.2018 | ნანახია 2842 - ჯერ

გორგოძე დაბრუნდა და "კლერმონი" დაალელოვა (+VIDEO)
ტოპ 14, XXII ტური: ტულონი - კლერმონი 49:0

ტოპ 14-ის 22-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "ტულონმა" მოქმედ ჩემპიონს, "კლერმონს" უმასპინძლა და 49:0 გაანადგურა.

მასპინძელთა შემადგენლობაში ტრავმით გამოწვეული სამთვიანი უქმობის შემდგომ, პირველად ითამაშა მამუკა გორგოძემ, რომელიც მინდორზე 63-ე წუთზე გამოჩნდა და ექვს წუთში მეტოქეს ბოლო ლელო გაუტანა. მამუკას გარდა, ითამაშა ლევან ჩილაჩავამაც. "ბორჯღალოსანი" ბურჯი თამაშში 53-ე წუთზე ჩაერთო და ტოპ 14-ში 2018 წელს პირველად გამოჩნდა.

"ვულკანების" რიგებში ორ ქართველმა ითამაშა. დავით ზირაქაშვილმა მინდორზე საწყისი 47 წუთი დაჰყო და მიუხედავად გუნდის ცუდი თამაშისა, საკმაოდ კარგად გაისარჯა, ხოლო ოთია გიორგაძემ მოედანზე დასკვნითი 15 წუთი გაატარა.

"ტულონი" 63 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო "კლერმონი" 45 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:13 | 26.03.2018
თორღვა პანკელი (386)

უყურე ამ თამაშს და კლერმონს მაგარი რეგრესი აქვს, მარტო ჩვენ ნაკრებს არ ემართება ჩავარდნები რაგბში, ამ 6 ერზე თუნდაც ინგლისის ნაკრებიც საკმარისია მაგალითად, მიუხედავად იმისა რომ ყველა თამაში მოვიგეთ არც კრიტიკა დაკლებია ნაკრებს, შერკინებაშიც შეჭამა ტულონმა კლერმონი მაგრამ ზირაქას ბრალი ნაღდად იყო არაფერი და ერთადერთი ნათელი წერტილია კლერმონში. ვიტო არ ვიცი რატო არ იყო შეიძლება ტრავმა აქვს ან რამე აწუხებს, აი ოთიას კი მაგარი მოსამატებელი აქვს, დიდი ძალის პატრონია და უფრო ეფექტურად უნდა გამოიყენოს, თავი უნდა მოაწონოს "ტრენერს" და დამკვიდრდეს უნდა ძირითადში, მე პირადად მისი ძალიან მეიმედება და მამუკას თუ არ აჯობებს მისი ღირსეული გამგრძელებელი უნდა იყოს, აი მამუკაზე და ჩილაჩავაზე არაფერს ვამბობ, ორივე მსოფლიო დონისაა, მამუკა უკვე კაი ხანია ლეგენდა, დონე და კლასიკაა რაგბში.

14:19 | 26.03.2018
პანტელეიმონი (1194)

გაიხარე მამუკა ! ! !

13:16 | 26.03.2018
temuchin (431)

მოულოდნელზე მოულოდნელი გადაწყვეტილების შედეგი იყო ეს ლელო, მოკლედ ისეთი პირი უჩანს რომ მამუკა 2015 წელზე არანაკლებ ფორმაში იქნება 2019 შიც და ამ შემთხვევაში უარი არ უნდა გვითხრას. მე ამის დიდი იმედი მაქვს!

10:39 | 26.03.2018
McCaw (165)

ტარტაროზი ხარ მამუკ ტაზრაროზი დამანგრველი გამანდგურებელი შენს ფეხებქვეშ მინდორზე მიწა ტორტმანობს და ზანზარებს

07:48 | 26.03.2018
ogafa (406)

ყოჩაღ

0.098707