ჩემპიონატები

0:30 | 25.03.2018 | ნანახია 1444 - ჯერ

სონი ბილი 6-8 კვირას გამოტოვებს

ახალი ზელანდიის ნაკრების და “ბლუზის” შუამარბი სონი ბილ უილიამსი ტრავმირებულია. 32 წლის მორაგბე “სტორმერსთან” გასვლაზე წაგებულ (20:37) შეხვედრაში დაშავდა, მაგრამ თამაშის ჩამთავრება მოახერხა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, უილიამსს მაჯა აქვს მოტეხილი და თამაშს დაახლოებით 6-8 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.

სონი ბილი, რომელიც ადრე რაგბის ლიგაში თამაშობდა და ახალი ზელანდიის ნაკრებში 2004-2013 წლებში 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რაგბის კავშირის ნაკრებში 2010 წელს გამოჩნდა და “ოლ ბლექსის” კვართით გამართულ 46 მატჩში 11 ლელოს გატანა მოახერხა. ის “ბლუზის” ღირსებას 2017 წლიდან იცავს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076021