ქართული

11:41 | 26.03.2018 | ნანახია 5387 - ჯერ

ივნისის ტესტების იმედიან მოლოდინში

საქართველო-რუმინეთის, ერთა თასზე და ახლა უკვე "რაგბი ევროპის" ჩემპიონატზე მთავარი კონკურენტების დაპირისპირებაში გარდატეხა 2011 წელს მოხდა, როდესაც მეტოქე 25:9 დავამარცხეთ. მას შემდეგ არ წაგვიგია, თუმცა შარშან ვლახებმა ნავსი გატეხეს და 8:7 მოგვიგეს. ეს იყო, ალბათ, ჩვენი ნაკრებისთის ყველაზე ცუდი თამაში ბოლო წლებში, სადაც ჩვენი შესაძლებლობების 30% გამოვავლინეთ და უფრო ჩვენ წავაგეთ, ვიდრე რუმინეთმა მოიგო.

წელს რევანშის დრო იყო. რევანში შედგა, თუმცა, სანახაობრივი თამაშის გარეშე.

ამ ტურნირზე გამართულ 5 შეხვედრაში არსად დამდგარა კითხვის ნიშანი, მოვიგებდით თუ არა რომელიმე მატჩს. მთავარი ინტრიგა იყო თამაშის ხარისხი, მოვახერხებდით თუ არა თამაშის ხელით გაშლას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ამოცანა ცუდად შევასრულეთ, მათ შორის რუმინეთთანაც.

შარშანდელ მატჩში მეტოქემ შერკინებაში დაგვჯაბნა. მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთი ამ კომპონენტში საკმაოდ ძლიერია, ეს ფაქტი მაინც მოულოდნელი იყო და ლამის შეურაცხყოფად აღვიქვით. შერკინება და განსაკუთრებით პირველი ხაზი, ქართული რაგბის უმთავრესი საყრდენია და ამ კომპონენტში ბობოლებსაც არ ჩამოვუვარდებით. წელს ყველაფერი თავის ადგილას დადგა და სრულფასოვანი რევანში შედგა. ფორვარდებმა წალეკეს „მუხები“ მიწოლაში, ჩვენი ყველა შერკინება მოვიგეთ და ბოლოსკენ მეტოქე იქითაც დავაჯარიმეთ (ჯამში დაახლოებით 10-ჯერ).

სტატიკური ფაზის მეორე ნაწილში, აუტებშიც ნორმალურად გავისარჯეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ბოლოსკენ გვქონდა 2-3 შეცდომა, მათ შორის მეტოქის 22-თან, და ცუდად აგდებული ბურთის გამო, კარგი შესატევი პლაცდარმი დავკარგეთ.

რაც შეეხება დინამიკას, შედარებით უკეთესი მაინც ჰაერში თამაში იყო.

შეცდომის გარეშე თამაში წარმოუდგენელია, მაგრამ უკვე მერამდენე შეხვედრაა, უმარტივეს სიტუაციაში, ჯარიმიდან ბურთი ვერ გადაგვაქვს კიდეზე. ამას ემატება ხელით თამაშში წუნი უმარტივეს სიტუაციებში. ერთი მაგალითი: ჩვენს 22-თან რუმინელთა აუტი მოვიგეთ, ლობჟანიძემ ფეხით გადაკიდა, კაჭარავა და ხმალაძე ბურთს მიჰყვნენ, შებოჭეს მოწინააღმდგე, ბურთი მოიპოვეს, რომელიც ხაზზე გამოვიდა და პირველივე პასისას ხელიდან გაგვივარდა. ჯერ ერთი, რომ ამდენი შრომა წყალში ჩაიყარა, და მეორე, რომ ამდენ შეცდომას ფიჯის დონის გუნდი არ გვაპატიებს და ქულებში ასახავს უპირატესობას.

რუსეთთან მატჩის შემდეგ აღვნიშნე საკვანძო მოთამაშეების ფორმაში არყოფნა სხვადასხვა მიზეზის გამო (2-8-9-10-15), რაც ამ თამაშშიც გამოჩნდა (ჰუკერზე ნაწილობრივ). ჩვენს ღერძს კრიტიკა არ აკლია და ახალიც არაფერია სათქმელი გარდა ერთი დეტალისა: ხელით ვერა, მაგრამ ფეხით ბევრად კარგად თამაშობენ. სალელოვე პასის გარდა, ბოქსქიქებისა და მანძილის მოსაგებად მეტოქის მოედანზე განხორციელებული დარტყმების საკმაო ნაწილი მშვენივრად შესრულდა.

დამთავრდა "რაგბი ევროპის" ჩემპიონატი და მიუხედავად მეტის მოლოდინისა, ივნისის ტესტებს მაინც იმედით ველოდები.

გოგი გაფრინდაშვილი ბუენოს აირესიდან


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:53 | 26.03.2018
jora84 (183)

როდის მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენთან ტერმინი შერკინება მცდარად არის აღქმული და ის არა მარტო სტატიკას, არამედ დინამიკასაც მოიცავს?

20:51 | 26.03.2018
ukleba (77)

ერთთა თასით ჩვენ მეტად ვერ განვვითარდებით. შემდეგი პროგრესისთვის კარგი თამაშები გვჭირდება. ერთი და იგივეს ვტკეპნით. ფაქტი სახეზეა. მსოფლიოს მომზადება მიჰყვება გუნდს ერთი წელი და ვამტვრევთ 6ველას. მერე ისევ იგივე. ზირაქა ალბათ არა მარა მამუკა უნდა დაბრუნდეს მხოლოდ და მხოლოდ მეორე ხაზში. გვიჭირს მეორე ხაზი. მხოლოდ კოტეს იმედად ვართ. ღმერთმა დაიფაროს და მსოფლიოზე რამე რო მოუვიდეს ვრჩებით ჰაერში. მამუკა მხოლოდ მეორე ხაზში უნდა დაბრუნდეს და ალბათ ხდდავს რომ ამ კომპონენტში მას შეუძლია გამოადგეს და სჭირდება ქვეყანას

19:23 | 26.03.2018
თორღვა პანკელი (387)

ვეთანხმები FEDAL-ს და dd24-ს მეც N-1 მგონია საქართველოს ნაკრების შერკინება მსოფლიოში, გინდ ობიექტური მიწოდეთ და გინდ სუბიექტური ასეთია ჩემი აზრი, ვფიქრობ რომ არაა გვიან თუ ვინმე გაიკრავს ჯიბეზე ხელს და ერთ ორ ხელით თამაშის სახელგავარდნილ მწვრთნელს ჩამოიყვანს ნაკრებში, რათა მელიტონასთან ერთად დარჩენილი დრო კარგად დამხეცდეს ნაკრები ჩვენთვის აქილევის ქუსლად ქცეულ და თანამედროვე რაგბში ამ ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტში. რით ვართ იაპონიაზე ნაკლები გუნდი? თუ ნაკრები მოახერხებს და მსოფლიომდე კარგად დახვეწს ხელით თამაშს ისე რომ შეუიარაღებელმა თვალმაც დაინახოს პროგრესი, მაშინ სამხ.აფრიკაზე უფრო სუსტი უელსის დამარცხებაზეც შეიძლება რეალურად ფიქრი, მჯერა რომ შეგვწევს ამის ძალა და პოტენციალიც გვაქვს, წინ კარგი ტესტები გვაქს რომ ამაზე ვიმუშაოთ, შრომიუნარიანობა ჩვენს ბიჭებს არ აკლია, პირიქით ყველგან მაგალითია ამ მხრივ ქართველი მორაგბე, მწამს ღმერთი აუცილებლად შეგვეწევა და დავაყენებთ ისეთი დონის ნაკრებს რომელიც 10-იც შევა და ძალიან მყარად დამკვიდრდება იქ, რაგბი ჩვენი თამაშია!

17:27 | 26.03.2018
David (7)

რასაკვირველია ხელით თამაშის თვალსაზრისით ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ იმის ნახევარ დონეს, რასაც შერკინებაში, რომელშიც, ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე მართლა ერთ-ერთი უძლიერესები ვართ მსოფლიოში და ეს ფაქტია. მაგრამ ამ კომპონენტშიც საკმაოდ გეგმაზომიერად მივიწევთ წინ ჩემი აზრით. გარდა მაგისა ეს ტურნირი ერთგვარად ექსპერიმენტული იყო ჩვენი გუნდისთვის და ასეც უნდა ყოფილიყო. ერთიც უნდა ვთქვა: უელსის ნაკრებს გაცილებით უკეთ ვეთამაშეთ, ვიდრე, ვთქვათ, რუმინეთს, ანუ ერთგვარი მოყირჭების მომენტიცაა აქ ჩემი აზრით, ანუ მოტივაციის ნაკლებობა, რაც კარგი არ არის, მაგრამ გასაკვირი ნამდვილად არაა. მოკლედ მეც იგივეს ვასკვნი: ვნახოთ ტესტ მატჩები რა დონეზე იქნება ჩატარებული. ვიმედოვნებ, რომ ბევრ კითხვას მოგვიხსნის დადებითი კუთხით

16:25 | 26.03.2018
ilarioni (138)

მე ზოგადად ძალზე შორს ვარ იმისგან, რომ უნდა დავაბრუნოთ ნაკრებიდან წასული მოთამაშეები და ზირაქაშვილი დაბრუნების იდეა აგრეთვე, მათ შორის, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პოზიციაზე არ გვიჭირს, საფუძვლეს მოკლებულად მეჩვენება. რაც ეხება გორგოძეს, თუ მე-2 ხაზში არაფერი შეიცვალა და თუ მამუკაც მაგ დროისთვის კარგ ფორმაში იყო, ჩემი აზრით (მხოლოდ მეორე ხაზში), ნამდვილად გამოგვადგებოდა.
რაც ეხება ჩვენი შერკინების სტატიკაში თამაშს, ამაზე, ჩვენ რომ არაფერი ვთქვათ, მიკერძოებულობაში, რომ არ ჩაგვეთვალოს, თუნდაც ედი ჯონსის ციტირება შეიძლება, და ამასაც თავი რომ დავანებოთ მე არ მახსენდება გუნდი, რომელსაც ჩვენთვის შერკინების სტატიკაში ეჯობნოს. ამიტომ მართლაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუ უძლიერესი არა პირველ სამეულში ნამდვილად შევდივართ.

14:55 | 26.03.2018
პანტელეიმონი (1218)

ფრანგ ბარბაროსებთან მამუკა უნდა დავაბრუნოთ ნაკრებში, (მაგრამ არაფრისდიდებით არ უნდა გავაცილოთ) თუ ფიჯისთან და ტონგასთან არ ითამაშებს, ვფიქრობ იაპონიასთან მისი ყოფნა ფრიად საჭიროა, ხოლო შემოდგომას წლის მთავარ მატჩში იტალიასთან მამუკას ყოფნა აუცილებალია.
ფრანგ ბარბაროსებთან მე, დათო ზირაქიშვილსაც დავაბრუნებდი (და თუ მისი სურვილიც იქნებოდა იქნებ მსოფლიო ჩემპიონატზე ისიც დაგვხმარებოდა), 3 ნომერზე არ გვიჭირს, მაგრამ სამაგიეროთ პირველ ხაზში ნარიაშვილი - ბრეგვაძე - ზირაქიშვილის ერთად გამოჩენა შოკში ჩააგდებდა ყველა მოწინააღმდეგის მწვრთნელსაც და მოთამაშეებსაც, ფსიგოლოგია კი უნდა გვახსოვდეს, რომ თამაშის ნაწილია.

14:13 | 26.03.2018
BEERTRANCE (1073)

ივნისის ტესტებზე იმედია გამოგვისწორდება ხასიათი მაინც ამ ერთა თასზე უკმაყოფილების შეგრძნება მქონდა.

13:35 | 26.03.2018
McCaw (168)

ბატო გოგი შერკინებაში ბობოლებს არ ჩამოუვარდებითო რას ქვია ერთი მითხარით რომელმა ბობოლებმა დაჩაგრა საქართველო შერკინებაში გვითამაშია ირლანდიასთან არგენტინასთან და შერკინებაში ვაჯობეთ შოტლანდიამ რაც იკადრა კარგად ვნახეთ ხელოვნურზე გაგვიყანა სათამაშოდ ქართველები შერკინებაში მაგრად ვრ მოგვაწვებიანო იმის იმედით მიუხედავად ამისა მაგრად ვათრიეთ რასაც ქვია და ულესს ჩვენმა შერკინებამ რაც უქნა მაგაზე ხმას არ მოვიღებდა მსოფლიოზე ზელანდიას რა დავმართეთ ცალკე თემააა სახეს ვაცლიდით რიჩი მაქოუს სახე არ დამავიწყდება ტიპის თვალი გადმოუცვივდა ჯკუიდან იყო გადასული ესენი ვინები არიან მთელი მატჩის მანძილზე მსაჯთან ქონდა რაზბორკე ეუბენბოდა ქართველები წესების დარღვეით გვაწვებიან ზელანდიას თავისი სერკინებიდან ბურთი წესიერად არ გამოუტანია მთელი თამაში ჩვენ შერკინებაში კიდევ სახეს ვაზრობდით 4-5 დავაჯარიმეთ ზელანდიელები მინიმუმ 3 კიდევ ჯარიმა ეკუთვნოდათ მაგრამ რეფერი ნამუსს წმენდა იმას გაიძახოდა პრიჩინად რომ ზელანდიელები წამოდგნენ და ამ დროს სახიფათოა შერკინების გაგრძელებაო ამ შეთითხნილ მოგოგნილ მიზეზებს იშველიებდა ზელადიელები იმიტომ დგებოდნენ რომ ქართველთა მძლავრ ტალჩოკეებს ვერ უძლებდნენ თან არ დაგვავიწყდეს რომ შერკინების სათადარიგო შემადგენლობა გვყავდა ბრეგვაძე და ნარიაშვილი ძირითადში არ იყვნენ და არც ფეიქრიშვილი მაგრამ ჩილაჩავ გულ ღვიძლი გადმოაყრევინი ჩარლი ფაიმუნინას დენ ქოლზი კი ფეხზე ვერ იდგა გული მისდიოდა ჩარლი ფაიმუნამ ტიპი ისეთ შოკში იყოო სპეციალურად გავიდა ფუცებზე ქაცვები გამოიცვალა და ახლები დააყენა ეს კადრებში ძალიან კარგად ჩანს კლუჩებით და პლოსკოებით რომ უჭერდა ქაცვებს თავისი ჩკუით მაგას აბრალებდა მაგრამ მაგის გამოცვლამც ვერ უშველა ჩილაჩავამ უფრო საშინელ დგეში ჩააგდო და სტივ ჰანსენმა პირველი შერკინებიდან ფაიუმინა მოხსნა და აქ კიდევ წერენ ბობოლებს არ ჩამოვუარდებითო მაგას თავი დავანებოთ და სპეციალურად ინგლისელებმა მიგვიწვიეს შერკინებაში სავრჯიშოდ იმდენი ძალ ღონე შეალის ცვენს შერკინებას რომ მაგის მერე ზედიზედ სამი თამაში წააგეს შოტლანდიასთან ფრანგებთან და ირლანდიასთან თორმე ბობლებს არ ჩამოვრჩებით თამამად ვიძახი რომ პლანეტაზე ნომერ პირველი შერკინება საქართველოს ყავს ახლოსაც კი ვერ დაუდგება ვერავინ

12:01 | 26.03.2018
DataN24 (215)

ვერ გამიგია ეს: "ბობოლებსაც არ ჩამოუვარდები შერკინებაში" რად გვინდა ეს ზედმეტი თავმდაბლობა კიდევ მოვისმინე მგონი რაგბი 15 ზე მეორე დონის ქვეყნებში საუკეთესო შერკინება გვყავსო, მიწოლაში რომელი ბობოლას შერკინება დაგვიდგა ბოლო წლებში გამახსენეთ? მეორე დონის გუნდებთან ჩვენი შერკინების დახლოებით 90% ჩვენი შერკინების ჯარიმით სრულდება, პირველი დონის გუნდებთან ჩემი უხეში გამოთვლით 70% მინიმუმ გრანდებსაც ვაჯარიმებთ ხოლმე.
ბოლო წლებში ვეთამასეთ ახალ ზელანდიას, შოტლანდიას, ირლანდიას, უელსს და არგენიტინას ყველასთან დიდი უპირატესობა გვქონდა შერკინებაში. არგენიტინას 20 საათიანი ნამგზავრი ხატიაშვილი და ახალგაზრდა მატარაძე გვყავდა და საშინელ დღეში ჩავაგდეთ მაინც

0.095609