მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს და ტონგას მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის ტესტ-მატჩი მიმდინარეობს. შეხვედრის 62-ე წუთსა და 30-ე წამზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა პასკალ გოზერიმ ვიდეორეფერი მოითხოვა. ეს ფაქტი ქართული რაგბის ისტორიაში შევიდა. აქამდე ვიდეორეფერი საქართველოში არ გამოუყენებიათ.
ამ დროისთვის მიმდინარეობს 70-ე წუთი და საქართველო ჯერჯერობით ანგარიშით 9:13 მარცხდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია