18-წლამდელები

17:39 | 24.03.2018 | ნანახია 2077 - ჯერ

18წ | შემადგენლობა ჰოლანდიასთან
ევროპის ჩემპიონატი

ხვალ ნაშუადღევს უმცროსი ბორჯღალოსნები 2018 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველ, მეოთხედფინალურ მატჩს გამართავენ.

ევროპის ჩემპიონატს პოლონეთი, პოზნანი მასპინძლობს და მასში 8 გუნდი მონაწილეობს: საფრანგეთი, საქართველო, ესპანეთი, პორტუგალია, რუსეთი, ბელგია, ჰოლანდია და რუმინეთი.

გათამაშდება ყველა ადგილი და თითოეული გუნდი ფლეი ოფის სისტემით სამ-სამ თამაშს გამართავს. მეოთხედფინალური წყვილების გამარჯვებულები თასის ნახევარფინალში გადიან, დამარცხებულები კი მე-5 ადგილისთვის აგრძელებენ ბრძოლას.

დავით ჩავლეიშვილის შეგირდების პირველი მეტოქე ჰოლანდიაა, თამაში საქართველოს დროით 14 საათზე დაიწყება (რომ გათენდება კვირა, ევროპა უკვე ზაფხულის დროზე იცხოვრებს) და მოგების შემთხვევაში ჩვენი მეტოქე პორტუგალია-რუსეთის წყვილს შორის გამარჯვებული იქნება.

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, თამაშის დაწყებამდე 24 საათით ადრე სამატჩო შემადგენლობა დაასახელა. გუნდი ბოლო სამი წელია ფინალში გადის და პროგრამა მინიმუმი წელსაც იგივეა.

ტრადიციულად 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩების სტრიმი რაგბი ევროპის პორტაზლე იწარმოებს Rugbyeurope.TV

ტურნირის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ჩემპიონატის გვერდს Rugbyeurope.EU

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

მეოთხედფინალი. 25 მარტი (საქართველოს დროით)

მ3. პორტუგალია - რუსეთი (13:30 საათი)

2. საქართველო - ჰოლანდია (14.00)

საქართველო: 15. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ოთარ ლაშხი (ჩოხოსნები), 13. დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 10. ნიკა ცინცაძე (ხვამლი), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი); 1. დავით აბდუშელიშვილი (ლელო-სარასენსი), 2. ვანო კარკაძე (აია), 3. ლუკა ჭელიძე (ლელო-სარასენსი), 4. ტარიელ გვიმრაძე (ხვამლი), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო-სარასენსი), 6. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 7. იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), 8. გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი).

მარქაფა: 16. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 17. საბა კურატიშვილი (არმაზი), 18. ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. ნიკოლოზ ღამბაშიძე (ლელო-სარასენსი), 21. მიხეილ ალანია (ჯიქი), 22. გიორგი თევდორაძე (აია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. გიორგი მიქანაძე (არმაზი), 25. ბართლომე კალაძე (ჩოხოსნები), 26. საბა კურტანიძე (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

მ4. ესპანეთი - ბელგია (17:30 საათი)

მ1. საფრანგეთი - რუმინეთი (18:00 საათი)

ნახევარფინალი. 28 მარტი

მ1. წაგებული - მ4. წაგებული (14:30 საათი)

მ2. წაგებული - მ3. წაგებული (18:30 საათი)

მ1. მოგებული - მ4. მოგებული (15:00 საათი)

მ2. მოგებული - მ3. მოგებული (19:00 საათი)

ფინალები. 31 მარტი

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:03 | 25.03.2018
პანტელეიმონი (1218)

პირველი გამანადგურებელი გამარჯვება უკვე არის: საქართველო 69 - 12 ჰოლანდია.

00:31 | 25.03.2018
GiorgiG83 (525)

კარგად დაიმახსოვრეთ ეს გვარები!
ფანტასტიური თაობაა!

ამ შემადგენლობიდან 5 მეტნაკლებად სტაბილურად უკვე თამაშობს დიდი_10_ს
ლეშკაშელი 6-7 (8 გასაჭირში)
ალანია 9
თევდორაძე 10
სიმსივე 12-13
ლომიძე 12-13 (10-15 გასაჭირში)

0.074226