ჩემპიონატები

22:30 | 23.03.2018 | ნანახია 1360 - ჯერ

კონრად სმიტი კარიერას ასრულებს

ლეგენდარული ახალზელანდიელი მორაგბე კონდრად სმიტი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე კარიერას დაასრულებს. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ 36 წლის შუამარბმა გუშინ განაცხადა.

კონრადმა 2015 წელს ახალი ზელანდია დატოვა და კარიერა ტოპ 14-ის “პოში” განაგრძო, სადაც დღემდე ჩატარებულ 45 მატჩში 4 ლელოს გატანა მოახერხა. მან მიმდინარე სეზონში ფრანგული კლუბის კვართი 18-ჯერ მოირგო და 1 ლელო დადო.

სმიტი “ოლ ბლექსში” 2004-2015 წლებში თამაშობდა. ორჯერ მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა, ხუთჯერ 3 ერის თასი აღმართა, ხოლო სამჯერ რაგბი ჩემპიონშიფი (4 ერი) მოიგო. მან “კივების” რიგებში 94-ჯერ ითამაშა და მეტოქეები 26-ჯერ დაალელოვა.

ის 2004-2015 წლებში “ჰარიკეინსის” ღირსებას იცავდა და სუპერ რაგბიში ჩატარებულ 126 მატჩში 24 ლელოს დადება მოახერხა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082363