ირლანდიის ნაკრებისა და „ალსტერის“ გარემარბი ჯეიკობ სტოკდეილი 2018 წლის ექვსი ერის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
21 წლის მორაგბემ ხმათა 32% მიიღო და თანაგუნდელებს - კონორ მარეისა და ჯონათან სექსტონს აჯობა, რომელთა მონაგარმა 14-14 პროცენტი შეადგინა.
„ეს დაუვიწყარი რამდენიმე კვირა იყო. ჯერ ექვსი ერი მოვიგეთ, მერე „დიდი სლემი“. იმის გათვალისწინებით, ვინ იყვნენ ჩემი კონკურენტები, საუკეთესოდ აღიარება დიდი პატივია. მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა და ირლანდიის ნაკრებს ქომაგობდა“ - განაცხადა სტოკდეილმა ჯილდოს მიღებისას.
ჯეიკობი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელმაც ექვსი ერის საუკეთესო მოთამაშის წოდება მოიპოვა. ის ასევე პირველია, რომელმაც ეს ჯილდო სადებიუტო ტურნირში დაიმსახურა.
სტოკდეილი ირლანდიის ნაკრებში 2017 წლიდან თამაშობს და 10 მატჩში 12 ლელო გაიტანა, 7 მათგანი ამა წლის ექვს ერზე!
წინა მფლობელები:
2004 - გორდონ დ’არსი (ირლანდია)
2005 - მარტინ უილიამსი (უელსი)
2006, 2007, 2009 - ბრაიან ო’დრისკოლი (ირლანდია)
2008 - შეინ უილიამსი (უელსი)
2010 - ტომი ბოუ (ირლანდია)
2011 - ანდრეა მაზი (იტალია)
2012 - დენ ლიდიეტი (უელსი)
2013 - ლი ჰალფპენი (უელსი)
2014 - მაიკ ბრაუნი (ინგლისი)
2015 - პოლ ო’კონელი (ირლანდია)
2016, 2017 - სტიუარტ ჰოგი (შოტლანდია)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია