ბელარუსის 7-კაცა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვეტერანი ქართველი მორაგბე ემზარ ძაგნიძე დაინიშნა.
მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პირველი შეკრება უკვე ჩაატარა. გაფართოებულ შემადგენლობაშო 20 მორაგბე იყო და ისინი ახალი მწვრთნელის მეთოდიკით კმაყოფილი დარჩნენ. მეორე შეკრება 31 მარტს, გომელშია დანიშნული.
ბელარუსის 7-კაცა ევროპის ზონის რანგით მეოთხე, კონფერენც2 დივიზიონში თამაშობს და მიზნად კონფერენც1-ში აღზევება აქვს დასახული.
კონფერენც2-ში 8 გუნდი თამაშობს - ესტონეთი, ლიხტენშტეინი, ბელარუსი, სან მარინო, ისლანდია, შვეიცარია, ანდორა და სანქტ პეტერბურგი (უკონკურსოდ). 14-15 ივნისს ტურნირს ესტონეთი, ტალინი უმასპინლებს და ორი საუკეთესო კონფერენც1-ის საგზურს მიიღებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია