უცხოური

15:01 | 22.03.2018 | ნანახია 3728 - ჯერ

პრეზიდენტი მორარიუ მსაჯის თემის მიჩუმათებას ცდილობს?

რაგბის თემაზე მწერალ რუსულენოვან საიტზე Rugger.info გამოქვეყნდა ერთი მეტად საინტერესო ინფორმაცია, თუმცა მასალის ავტორები წყაროს არ უთითებენ და თავიდანვე აღნიშნავენ, ინფორმაცია დაუზუსტებელიაო. საიტის ცნობით, "რაგბი ევროპის" ხელმძღვანელი ოქტავიან მორარიუ თავისი ოდიოზური თანამემამულის, რეფერი ვლად იორდაჩესკუს საქმის მიჩქმალვას აპირებსო.

აქაოდა, წერს Rugger.info, ევროპული რაგბის კონფედერაციის მეთაურს კონტინენტის პირველობის უმაღლეს დივიზიონში მონაწილე ქვეყნების ფედერაციებს შესაბამისი თხოვნით მიმართა და საიტმა ეს ინფორმაცია სხვადასხვა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ წყაროებიდან მოიპოვა. ამ წყაროების ინფორმაციით, მორარიუმ პირდაპირ მიმართა ეროვნული ორგანიზაციების მეთაურებს. კონკრეტულად რა საუბრები ჰქონდა, ეს უცნობია, მაგრამ მთავარი მოწოდებაა "თემაზე პედალირებისგან თავის შეკავება".

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ბელგიისა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩში, რომელიც პირენელებმა 10:18 დათმეს და მსოფლიო თასის პირდაპირი საგზური რუმინელებს გადაულოცეს, მთავარი მსაჯის, რუმინელი ვლად იორდაჩესკუს მოქმედებებმა და გადაწყვეტილებებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ესპანეთის რაგბის ფედერაციამ რაგბის მმართველებს გადათამაშების მოთხოვნით მიმართა, თავად იორდაჩესკუ ევროსათასო მატჩში მსაჯობიდან მოიხსნა, ხოლო "მსოფლიო რაგბის" არგენტინელმა ვიცე-პრეზიდენტმა აგუსტინ პიჩოტმა განაცხადა, რომ საკითხში პირადად ჩაერევა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:11 | 22.03.2018
თორღვა პანკელი (387)

აშკარად დიდი ქაქა ააქვთ ნაჭამი რუმინელებს და ეს ყველამ დაინახა, აწი როგორც არ უნდა აკატუნონ თავი ამ მორარიუმ თუ მისმა რუმინელმა ძმებმა, მაინც მოუწევთ ზომების მიღება, რუმინულ რაგბს კი საბოლოოდ ეს ყველაფერი არაფერ კარგს არ მოუტანს.

22:28 | 22.03.2018
meleksa (132)

სამწუხაროდ რაგბის ბურთს ამრგვალებს ასეთი ფაქტები...

17:52 | 22.03.2018
BEERTRANCE (1073)

ეგ არ უნდა შერჩეს თორე 1-აც ჩვენთანაც ეგრე იზამს.

მართლა პიჩოტის იმედი მაქვს 1ად1.

17:23 | 22.03.2018
McCaw (168)

ნოემბერში იმედია იატალიასთან იტალიელ მსაჯს არ დანიშნავენ თუმცა ამათგან გასაკვირი არაფერია უკვე

16:56 | 22.03.2018
McCaw (168)

უუ შე ჩათ,,,ხო ციგანო რომ მეზიზღებიან უჯიშო რუმინელები რა უქნეს ესპანელებს ამ ღორებმა რაგბი ყველაზე სუფთა სპორტია მაგრამ ყველზე მეტად შეერყა სახელი რაც ესპანეთს გაუკეთეს და ხმას არვინ არ იღებს და ხალხი 6 ერის მამაებზე აპელირებს და ესენი მაგათზე ნაკლბები რითი არიან იმიტომაცაა ეს სპორტი კუს ნაბიჯებით ვითარდება ზუსტად ამათი ბრალიცააა ჩვენ რომ 6 ერში არავინ არ გვიღებს რაც არ უნდა კომერციული ტურნირი იყოს უფრომ მაგრად უნდა მიაწვნენ იმ 6 ერის მამებს მაგრამ რა მიწოლაზე საუბარი რაც ესპანეთს გაუკეთეს

16:14 | 22.03.2018
ოვალური კორბენი (276)

ეჰ, რაგბის ფილოსოფია და პრინციპები მაინც იყო ისეთი, რომ სიტყვაზე - აზერების თამაშზე სომეხ მსაჯს დანიშნავდი და არ შეგეშინდებოდა მამაძაღლობის
მაგრამ "თხამ ვენახი შეჭამა"-სი არ იყოს, ფასეულობებსაც რაღაც ჭამს და არც ეს "ცოტა სხვანაირი" სპორტის სახეობა იქნებოდა გამონაკლისი.

17:51 | 22.03.2018
BEERTRANCE (1073)

დროის ამბავია და ამიტომ მინდა რაგბს პოპულარობა არ მოემატოს, დიდი ფული გააფეხბურთებს რაგბს.

0.086974