რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩზე, რომელიც ამავდროულად 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურის მფლობელის ვინაობას წყვეტდა, უკვე ბევრი დაიწერა.
როგორც მოგეხსენებათ, “რაგბი ევროპის” პრეზიდენტი რუმინელი ოქტავიან მორარიუა და ნახსენებმა ორგანიზაციამ ბელგია-ესპანეთის დაპირისპირებაზე სამივე რუმინელი მსაჯი დანიშნა, მაშინ, როდესაც გამარჯვების შემთხვევაში, “სტეჟარების” ნაცვლად მსოფლიო თასზე, სწორედ ესპანელები გადიოდნენ. ვლად ლორდაჩესკუმ როგორც იმსაჯა და რა რეაქციებიც ამას მოჰყვა, უკვე შემოგთავაზეთ, ახლა კი “მსოფლიო რაგბის” ვიცე-პრეზიდენტის აგუსტინ პიშოს კომენტარს გაგაცნობთ.
“ბუენოს-აირესში ახლახანს დავბრუნდი და უკვე ორასამდე საჩივარი მივიღე, რომელიც ბელგია-ესპანეთის შეხვედრას და მსაჯობას ეხება. ჯერჯერობით მატჩი არ მინახავს, ვუყურებ ამ თამაშს და სათანადო რეაგირებას აუცილებლად მოვახდენთ”, - განაცხადა არგენტინელის ნაკრების ყოფილმა 9 ნომერმა.
თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს “მსოფლიო რაგბი”, ამას აუცილებლად გაგაცნობთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამ რუმინელებმა მთლად გააბანძეს რაგბი..კიდევ ერთი მიზეზი რატომ აღარ უნდა ვიყოთ ამათთან ერთად
იმედია მართლა მოხდება სათანადო რეაგირება. და ეგეთი შემთხვევა არ განმეორდება.
უბრალოდ ამაზრზენია რაც რუმინელებმა იკადრეს.....მსაჯმა არ ათამაშა ესპანეთი ლელო არ ჩაუთვალა,ბელგიას კიდე ჯარმიბი არტყმევინა....დაანებეთ თავი რუმინელების ადვოკატობას ბატონებო.ყველაფრის მკადრებლის იარლიყი გაიკრეს სირცხვილი მაგათ....
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?time_continue=876&v=clOx3DkheMk')>0?'https://www.youtube.com/watch?time_continue=876&v=clOx3DkheMk':'https://www.youtube.com/watch?time_continue=876&v=clOx3DkheMk'))

ვისაც ინგლისური გესმით, ისიამოვნეთ შოტლანდიელი რიგითი მსაჯის გარჩევით ამ თამაშის მსაჯობის და ვისაც კიდევ ეჭვი გეპარებათ რა დამართეს ესპანეთს, მინიმუმი იქნება ჩემგან თხოვნა ეკრანს უყუროთ
ამ მსაჯს სამუდამოდ უნდა აუკრძალონ მსაჯობა და ეგ იქნება სწორი სიგნალი რო ეგეთები აღარ გაბედოს სხვამ. თორე თუ გაუვიდა და სხვა მსაჯებმაც ქნეს 1-აც რომელიმე მსაჯი ვერ გადაურჩება ცემას.
+1
იმენა გულის ამრევი რამე იკადრეს რუმინელებმა. მალე მაგათ ნაკრებში რუმინელი აღარ ეყოლებათ არავინ და უარესი რეგრესი ექნებათ. იმედი მაქვს მომდევნო მსოფლიოზე საერთოდ ვერ მოხვდებიან ციგნები.
ყველაზე სამართლიანი გადაწყცეტილება იქნება თუ მსაჯს სამუდამო დისკვალიფიკაციას მისცემენ და ასევე მორარიუს აიძულებენ რომ გადადგეს. რაც შეეხება გადათამაშებას არასწორი მგონია რადგან ჯერ ერთი ბელგიამ ბოლომდე იბრძოლა და არაფერ4 შუაშია, ასევე სხვა მატჩებში ხშირად იყო რომ ესპანელებსაც ეხმარებოდნენ და რეალურად ესპანეთი არ იმსახურებდა გასვლას თუნდაც იმიტომ რომ ბელგიისთვის მაინც უნდა მოეგოთ
თუ ბელგიამ სამართლიანად მოიგო,ე.ი. მსაჯს არაფერი დაუშავებია.
გეთანხმები
ისე ჩვენ გვაწყობდა ესპანეთის გასვლა? მერე გვეტყოდნენ თქვენ და რუმინეთი როგორ გამოგყოთ და 6 ერს დაგამატოთ როცა რუმინეთი ჩარჩა ჯგუფშიო. და ჩვენ რუმინეთის გარეშე არ გაგვქაჩავენ სულ რო ვარსკვლავები ვწყვიტოთ, რუმინელია საფავეში ბოლო-ბოლო და თან შარშან წაგებული გვაქვს რუმინეთში. ასე რომ არ თვლიან საქართველოს რუმინეთზე ერთი თავით მაღლა მდგომად. თუ დაგვამატებენ 6 ერზე მხოლოდ რუმინელებთან ერთად ალბათ.. თან ამათ ჩვენზე მდიდარი სარაგბო ისტორია აქვთ და ასე თუ ისე მიღებულები არიან დიდ სარაგბო ოჯახში
პიშო, რაგბის ნამუსი შენს ხელთაა იცოდე!