საერთაშორისო

21:30 | 19.03.2018 | ნანახია 3005 - ჯერ

გიორგი თხილაიშვილი: “ყოველ თამაშში უნდა განვვითარდეთ და უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ”

საქართველოს ნაკრების და “ბათუმის” მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი, ნაკრების ოფიციალურმა ლუდმა “აისიმ” რუმინეთთან მოგებული (25:16) შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

შეხვედრის დასრულების შემდგომ, Worldrugby.Ge 26 წლის მორაგბეს შეხვდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

- პირველ რიგში, გილოცავთ გამარჯვებას და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებას. შეაფასეთ როგორც გუნდის, ასევე თქვენი თამაში. რით დარჩით კმაყოფილი და რით უკმაყოფილო?

- მოგესალემებით, ყველაფერი როგორც გვინდა, ისე არ გამოდის. პროცენტულობით თუ ვისაუბრებთ, ამჯერად 70%-80% გამოგვივიდა, რაც მატჩამდე გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ყოველ თამაშში უნდა განვვითარდეთ და უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ. მთავარია, რომ დღეს დამაჯერებელი ანგარიშით მოვიგეთ, რითაც კმაყოფილები ვართ. რაც შეეხება ჩემს თამაშს, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს და მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, თუმცა რაღაცეები გამოსასწორებელი მაქვს და სამომავლოდ ამის გაუმჯობესებას ვეცდები.

- უშუალოდ ტურნირზე გკითხავთ. მივიღეთ ასეთი შედეგი: ესპანეთმა რუმინეთის ნაკრები დაამარცხა, რითაც ყველა აალაპარაკა, თუმცა ახლა ბელგიასთან დამარცხდა და მსოფლიო თასზე პირდაპირ გასვლის შანსი დაკარგა. აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, მომავალ წელს ესპანეთს შეეძლება საქართველოსა და რუმინეთისთვის ტიტულისთვის ბრძოლაში წინააღმდეგობის გაწევა (ინტერვიუ ჩაწერილია იქამდე, სანამ ბელგია-ესპანეთის მსაჯობის ინფორმაცია გავრცელდებოდა)?

- ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ, რადგან ესპანეთი პერსპექტიული გუნდია, რომელიც კარგ რაგბს თამაშობს. დროთა განმავლობაში დაიხვეწებიან და მგონია, წინააღმდეგობას გაგვიწევენ. წელსაც ალბათ ყველაზე მეტად, სწორედ ესპანეთთან თამაში გაგვიჭირდა.

- ფრანგ ბარბაროსებთან თამაშამდე დაახლოებით ორთვენახევარი დარჩა. ასეთივე ტაქტიკას მივყვებით, როგორითაც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ?

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მსოფლიო თასამდე ასეთი ტაქტიკით ვითამაშებთ, ხოლო დანარჩენი სამწვრთნელო შტაბის გადასაწყვეტია.

შეგახსენებთ, რომ “კოკიმ” აწ უკვე დასრულებულ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 4 შეხვედრა ჩაატარა. სულ კი ნაკრების კვართი 45-ჯერ მოურგია და 10 ლელო აქვს გატანილი.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:49 | 20.03.2018
buratino (480)

ჯიგარი ხარ, კოკი! ეს ბიჭი ნაკრებში ყოველთვის ბოლომდე იხარჯება, რაც ძალიან დასაფასებელია

11:26 | 20.03.2018
maxo_65 (458)

ძალიან მომწონს კოკი თხილაიშვილის თამაში, გუნდის ერთერთი ლიდერია..საწყენია და მიკვირს რომ მისთვის არ მოიძებნა ერთი გუნდი საზღვარგარეთ

17:52 | 20.03.2018
buratino (480)

კოკის მთავარი მინუსი უცხო ენების არცოდნაა. კარგა ხნის წინ თვითონ ნიჟარაძემ გვითხრა შეხვედრაზე, რომ თხილაიშვილი იმიტომ გამოუშვეს ინგლისის თუ საფრანგეთის ერთ-ერთი გუნდიდან (ზუსტად არ მახსოვს რომელი გუნდი იყო, მაგრამ იქ ყოფილა სინჯებზე) რომ ვერავის ვერაფერი გააგებინაო. არადა, მისი თამაში მოსწონებიათ

00:05 | 20.03.2018
თორღვა პანკელი (387)

კიი კოკი ჯიგრის ყაურმაა და ეკუთვნოდა კიდეც, მე კოკის ჩაგდებული თამაში არ მახსოვს.

22:48 | 19.03.2018
temuchin (431)

კოკი შე ჯიგარო!

22:08 | 19.03.2018
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე კოკი ! ! !

0.085888