2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში რუმინეთის 25:16 დამარცხების შემდეგ, ‘დინამო არენას’ საპრესკონფერენციო დარბაზში გუნდების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები გამოცხადდნენ.
მილტონ ჰეიგმა წლევანდელი რაგბი ევროპა დადებითად შეაფასა:
“საერთო ჯამში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დადებითად უნდა შეფასდეს. ყველა მატჩი მოვიგეთ და ტურნირი პირველ ადგილზე დავასრულეთ. მადლობა ბიჭებს იმისთვის, რაც გასულ პერიოდში გააკეთეს, ახლა კი, მთავარი 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მომზადებაა. ყველა თამაში, ვარჯიში, სწორედ ამ მიზანს ემსახურება”.
ბორჯღალოსანთა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა:
“მაისურზე ტატუნაშვილის გვარის დაწერა გუნდური გადაწყვეტილება იყო და ამით, ოჯახის მიმართ თანაგრძნობა გამოვხატეთ. რაც შეეხება თამაშს, მნიშვნელოვანი იყო, რომ მას ჩვენ ვმართავდით და შედეგიც შესაბამისი დადგა. რუმინეთი ძლიერი გუნდია და იოლი თამაში არ გვქონია. გვქონდა პატარ-პატარა შეცდომები, მთლიანობაში კი, მისი მართვა მოვახერხეთ. მადლობა ქომაგებს, რომლებიც დღე სტადიონზე მოვიდნენ, ჰიმნი იმღერეს და ჩვენთან ერთად იზეიმეს ჩემპიონობა”.
„ასევე მინდა დავამატო - დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომლებიც დინამოზე მოვიდნენ და ჩვენთან ერთად შეასრულეს საქართველოს ჰიმნი!“
რუმინეთის მთავარი მწვრთნელი ლინ ჰაუელსი თვლის, რომ ეს იყო ორი თანაბარძალოვანი გუნდის დაპირისპირება:
„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო თასზე გავედით, მე გადაწყვეტილებას არ ვცვლი და თანამდებობიდან მივდივარ. ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შარშან გერმანიასთან და წელს ესპანეთთან მარცხის შემდეგ, ვიღაცას პასუხისმგებლობა უნდა აეღო და ეს მე ვარ. თუმცა მიხარია, რომ რუმინეთი მსოფლიო თასზე გავიდა და გუნდს ასეთ სიტუაციაში ვტოვებ!
საქართველომ მოიგო, თუმცა, მაინც ვთვლი, რომ მატჩი დაახლოებით თანაბარი დონის გუნდებს შორის წარიმართა. გადაწყვეტილებების მიღების დროს რამდენიმე შეცდომა დავუშვით, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია.
მინდა საქართველოს მადლობა გადავუხადო. აქ ჩამოსვლა მეორედ მომიწია და საუკეთესო მოგონებების გარდა, სხვა არაფერი დამრჩენია”.
თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა ‘სტეჟარის’ კაპიტანი სტელიან ბურჩაც:
„ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ და მინდორი თავაწეულებმა დავტოვეთ. ბიჭებმა მინდორზე ყველაფერი გაიღეს და ისეთ ძლიერ მეტოქეს, როგორიც საქართველოა, ბოლომდე ვეომეთ. თვალსაჩინო იყო, რომ შერკინებაში გაგვიჭირდა. არადა, შარშანდელ მატჩში, ამ კომპონენტში, მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით და იმედი გვქონდა, რომ ეს წლეულსაც განმეორდებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. დანარჩენ ასპექტებში კი დაახლოებით თანაბარი თამაში გახლდათ”.
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ან რომელიმე სხვა პირველი დონის ნაკრების დამარცხება, რისი ტ.რაკიც რომ არ გვაქვს ყველამ ვიცით.
ხოდა პირდაპირ ვიტყვი - ყ.ლ.ე მიზანია!!!
არც ფიჯი და არც ურუგვაი 6 ერში არ თამაშობენ. ყველას სლეზე კიდია მათი მოგება.
ჩვენი რაგბის განვითარების ერთადერთი გზა გადის ექვს ერში დამატებაზე და ამისათვის იტალიის დამარცხებაა საჭირო (როგორც მინიმუმ დასაწყისისთვის).
პრიორიტეტები განსაზღვრულია
შედეგს და მითუმეტეს ლაღ თამაშს ნუ მომთხოვთო - მიზანი ფიჯი / ურუგვაის დამარცხებააო...
იტალიასთან ხელი ჩავიქნიოთ?
სადმე დაიწერა ან ითქვა ხელი ჩავიქნიოთო?
მიზანი ფიჯია_ო, შესაბამისად ყველაფერი მე-2 ხარისხოვანია
აი ალხაზაშვილი მართლა ყველა ხედავს უკვე. ნამდვილად ჟვანია ჯობია.
ჩვენ ჯერ გაუგებარ მდგომარეობაში ვართ, მსოფლიოზე გამოჩნდება რას ცდილობენ. რაქში მეეჭვება თამაში ვისწავლოთ მანამდე, დაცვას და აუტწბს გამოასწორებენ წესით. მაგრამ თანაბარიო? ჩვენ მსოფლიოზე მსოფლიოდანვე გავედით და ამათ ესენი მსაჯმა შეტენა ბოლო წამს მსოფლიოზე. კი ყავთ კარგი უცხოპლანეტელები, მაგრამ სანანებელი არ გაუხდეთ ეს გასვლა.
ისე ჟვანია უკთ აგდებს მგონი ბურთს და, თუ ალტერანტივა არ მოიძებნა, ხომ არ აჯობებს ჟვანიას დაუძახოს ხოლმე ჰუკერზე. ვერ ვხვდები ჰეიგის სიტყვებს, მეგონა უკვე ვემზადეოდით მსოფლოსთვის და ეხლა რატომ ვიწყებთ მომზადებას. ეს თამაში ლოგიკური გაგრძელება იყო იმ თამაშების ხარისხსა რაც განვლილ კვირებში ჩავატარეთ. საჭიროა ხარისხზე ვითამაშოთ. აგრეთვე ძლიერ გუნდებთან გვიჭირს მოლის დაყენება. რაქებში თამაში უკვე გვიჭირს სუსტ გუნდებთანაც, ძლიერებზე არ მაქვს საუბარი. რაგბი მარტო შერკინება არ არის. აი ნახეთ იტალიის მრავალკომპონენტიანი თამაში. მართალია აგებს მაგრამ ჩემი აზრით სწორად ვითარდება, რასაც ვერ ვიტყვი ჩვენ გუნდზე, აქ არაფერი იცვლება. ეს ჩარეკვაზე დაცვის თამაში კარგია, მაგრამ თუ სწრაფად ვერ აკეთებ, ხომ ვნახეთ მუდმივად მეტობას ქმნიდნენ, თუ ესპანელები, თუ რუმინელები. ხაზზე შეტევა კარგია, მაგრამ ბევრი ვერაფერი შევქმენით. დაკიდებულ ბურთებზეა გამოსასწორებელი თამაში. გუშინ ცოტა არა უშავდა. და კიდევ და კიდევ მოტივაცია მაინც უკეთესის სურვილს ტოვებდა. მემგონი გუნდს ტიმბილდინგი სჭირდება ან რამე მსგავსი, მოტივაციის ასამაღლებლად. ინდივიდუალურად ბიჭები აშკარად მოტივირებული იყვნენ, ყოველ შემთხვევაში, აბსოლუტური უმრავლესობა, მაგრამ როგორც გუნდი ცოტა მარილი აკლდათ. ძნელია ამი ახსნა/გადმოცემა, ვინაიდან შესაძლოა ძალზე სუბიექტური შეფასება გამოვიდეს,თუმცა უფრო მარტივია ამის დანახვა/გრძნობა. საჭიროა შევსება თითქმის ყველა საკვანძო პოზიციაზე 2, 8, 9, 10. ლომიძე, რომ დაშავებული შემკვრელად ვინ დადგებოდა მართალი გითხრათ არ ვიცი. იქნებ შენგელიამ კიდევ მოუმატოს, იმიტომ, რომ 8 ნომერი გვჭირდება და თან კარგი მომენტი აქვს ჩაჯდეს გუნდში თუ იმუშავებს ბევრს.
გეთანხმები ყველაფერში
არ თქვეს რუმინელებმა თანაბარი, "დაახლოვებით თანაბარი" რაც ამ თამაშიდან გამომდინარეა. თაობათა ცვლა ასე რომ მიმდინარეობს ჩვენთვის ესეც მთლად ცუდი არაა და ახალბედა ბიჭების სასახელო წარმატებაა
კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვიძახი და ვთხოვ ყველას ვისაც პირდაპირი შეხება აქვს სანაკრებო შტაბთან:
.
ძალიან გთხოვთ, გააგებინეთ ჰეიგს, რომ ალხაზიშვილი არ არის სანაკრებო მოთამაშე!
არავის ჯიბრი არ მაქვს, ამას ხედავს უკვე ქომაგთა მთელი არმია
რა თქმა უნდა, არავითარი ჯიბრი, ნაკრებში მისი გარჯა ჯერ-ჯერობით კრიტიკას ვერ უძლებს, ყველაფერი მის ხელშია და ეხლა კლუბში თამაშით დაამტკიცოს, რომ ისევ იმსახურებს შანს.
რაქში თამაშს როდის დავიწყებთ უკეთ ეგ კითხონ ჯობია
"ახლა კი, მთავარი 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მომზადებაა. ყველა თამაში, ვარჯიში, სწორედ ამ მიზანს ემსახურება”." - ჰეიგი
აბა რააა!!! იტალაისთან თამაშის დედცა არ ..მ.ო.ვ.ტ.ან!!! მთავარია ისევ ორი თამაში მოვიგოთ მსოფლიოზე და კიდევ 4 წლით "მაპზე უკეთესი" დავიბევოთ!!!
"საქართველომ მოიგო, თუმცა, მაინც ვთვლი, რომ მატჩი დაახლოებით თანაბარი დონის გუნდებს შორის წარიმართა." - რუმინეთის მწვრთნელი
მეტის ღირსები ვართ!!!!
ა ბატონო შედეგი.
Statistikas mainc shexedon ra sitanabre moelandat
ვის ედრებით თქვე ციგნებო
მივეცით საბაბი ეთქვათ თანაბარი დონეო და სხვებიც გვეტყვიან ა თქვენი დონეო.
რა უნამუსო ტიპია თანაბარი გუნდებიო DDD