საერთაშორისო

17:54 | 18.03.2018 | ნანახია 5985 - ჯერ

საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში საქართველომ რუმინეთი 25:16 დაამარცხა, გახდა ჩემპიონი და "ანთიმოზ ივერიელის სახელობის" თასი დაიბრუნა. ასევე, მატჩის დასრულების შემდეგ რუმინელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა იზეიმეს, რადგან ესპანეთმა ბელგიასთან სტუმრად 10:18 წააგო და მესამე ადგილზე გავიდა. "ბორჯღალოსნებმა" მეათედ გაიმარჯვეს ერთა თასზე.

მერვე წუთზე სოსო მათიაშვილმა საჯარიმო დარტყმით სამი ქულა მოიპოვა. სამ წუთში სტუმრებმა ასევე ჯარიმის წყალობით ანგარიში გაათანაბრეს. მე-20 წუთზე რუმინელები ყვითელი ბარათის გამო 14 კაცის ამარა დარჩნენ, შერკინების დროს კი "ბორჯღალოსნებმა" იყოჩაღეს და ლაშა ლომიძემ ლელო მიითვალა, ხოლო გარდასახვა მათიაშვილმა ზუსტად შეასრულა. ტაიმის ბოლოს გიორგი ნემსაძემ ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო რუმინელებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 6:10.

ანზორ სიჭინავამ მეორე ტაიმის დასაწყისში ლელო მიითვალა და მათიაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. რამდენიმე წუთში შერკინების დროს სტუმრები დაჯარიმდნენ, ხოლო სოსომ თავის გუნდს მორიგი სამი ქულა მოუტანა და ანგარიში 20:6 გახდა. 61-ე წუთზე რუმინეთმა ჯარიმით სხვაობა 11 ქულამდე დაიყვანა. კახა ასეიშვილმა 73-ე წუთზე ლელო მიითვალა, ხოლო მატჩის მიწურულს - სტუმრებმა.


კომენტარები (41)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:53 | 19.03.2018
GiorgiG83 (525)

ვითამაშეთ 5 თამაში - მოვიგეთ ხუთივე, ე.წ. სლემი - დიდი მუზარადი, თავისი რაგბი ევროპის და ანთიმოზ ივერიელის თასებიანად
დავდეთ 26 ლელო, მივიღეთ 2
ბალანსი +153, 4 პრემიალური ქულაც მივითვალეთ
ჯამში დიდი 10-ში მოთამაშე 12 მა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა ამ გათამაშებაში

გვყავს ტრავმირებულებიც:
ლაშა ტაბიძე: ბურჯი
ჯაბა ბრეგვაძე: კვაჭი
კოტე მიქაუტაძე: მხტომელი
ბექა გორგაძე, ბექა ბიწაძე: შემკვრელი
თაზო მჭედლიძე: ფრთა/ცენტრი
მერაბ შარიქაძე: ცენტრი (კაპ)
მირიან მოდებაძე: ფრთა/ფულბექი

და...
ჰეიგი გასაგდებია (?!..)

კაცი ამბობს ვემზადები 2019 წლის მსოფლიოსთვისო...

ეს ყველაფერი იმ ფონზე, რომ დაფინანსება არათუ იზრდება, არამედ იკვეცება, არ არის ფული საკლუბო ფრანჩაიზისთვის, უცხოელი მწვრთნელების აკადემიაში მოსაწვევად, დიდი 10_ის კლუბს შუა სეზონში დაფინანსება უწყდება, რამდენიმე სარაგბო საბავშვო სკოლას დაფინანსება უჩერდება, შეპირებული მოედნები არათუ ეწყობა, არამედ რაც არის საზიარო ხდება...

კაცმა ორივე თასი დაიბრუნა და გასაგდებიაო...
კაცმა ისე გაახალგაზრდავა ბექების შემადგენლობა რომ ყველაზე მხრცოვანი მათიაშვილია 25 წლის
სიჭინავა-ჯინჭველაშვილი 23-23
ლობჟანიძე-კოშაძე - 22
კვესელაძე-მოდებაძე - 21
აფრასიძე - 20
არც მორკინალებშია ნაკლებად საქმე - ტაბიძე -21, მატარაძე -22, მელიქიძე/ალხაზიშვილი/გიორგაძე/ცუცქირიძე -23

და მაინც: მილტონი გასაგდებია...
"მაგარია"!

19:11 | 19.03.2018
ზებე (86)

ბრეგვაძე,გორგაძე და მჭედდლიძე არ არიან ტრამვირებულები. ბრეგვაძე ზე რაგბს თამაშობს იაპონურ გუნდში და სავარაუდოთ იმიტომ არ იძახებს რომ გუნდში ადგილი დაიმკვიდროს აი მჭედლიძეს რატომ არ იძახებს არ ვიცი ტოპ14 ში ესეთი უკანახაზელი გყავდეს და არ იძახებდე მართლა არ მესმის,თანაც მშვენიერ ფორმაშია ლელოც დადო ბოლო ორ თამაშში,იმის ფონზე რომ შარიქაძეც ტრამვირებულია მოკლედ რაღაც სხვა მიზეზია მგონი

22:46 | 19.03.2018
temuchin (431)

ბრეგვაძე ჯერჯერობით არ ჩანს სანვულვსის შემადგენლობაში, ყოველ შემთხვევაში ბოლო სამ მატჩში შემადგენლობაშიც არ ყოფილა და სავარაუდოდ ტრავმაა მიზეზი.

13:04 | 19.03.2018
buratino (480)

თქმა არ უნდა, ამ ეტაპზე ჰეიგი ნამდვილად არაა გასაშვები (მსოფლიოს ბოლომდე).
აი ვინც შენ ბოლოში ჩამოთვალე, იმ მოთამაშეებიდან კი ალხაზიშვილი ნაღდად ამოსაგდებია ნაკრებიდან

13:29 | 19.03.2018
GiorgiG83 (525)

ამოადგე, მარგამ ჯაბა როდესაც არ გყავს პირველ ხაზელ შალვას შეცვლა ხომ სჭირდება?
ვინ უნდა შეცვალოს?
მე ბადრიზე მეტად ჭყოი მომწონს, მილტონს პირიქით

13:52 | 19.03.2018
DataN24 (215)

ბადრი განვითარების იმედი აქვს ეტყობა კიდევ, ჩვენც ყველას გვქონდა მარა ტულონის პრეზიდენტსაც კია პატარა ტანკი გვყავსო თუ რარაც მსგავსი თქვა შარშან, მაგრამ ვერ მიარწია იმის ნახევარსაც კი ჯერჯერობით რასაც ველოდით მისგან.

11:37 | 19.03.2018
BEERTRANCE (1073)

ნამეტანი მარაზმი იყო რუმინელ მსაჯს რა უნდოდა ესპანეთი ბელგიის თამაშზე?

ჩვენ რაც შეგვეხება შედეგი გვაქვს მარა მაინც უკმაყოფილების გრძნობა რჩება. განსაკუთრებით ბოლოშI რო მოვეშვით და ლელო დავადებიეთ. 1-ად1 მატჩი იყო სადაც მოგება რეიტინგის ქულებს გვაძლევდა და >15 მოგება გვინდოდა.

მთელი ტურნირის მანძილზე მოტივაციის ნაკლებობა გვქონდა. იმედია ზაფხულის თამაშებზე უფრო მეტად მოტივირებულები გავლენ სათამაშოდ.

14:25 | 19.03.2018
ანდროიდი (50)

პირველ ნომრად გვიჭირს თამაში და დიდ ნაკლს ვხედავ მაგაში, თვითონ ვანელებთ საკუთარ პროგრესს.

14:53 | 19.03.2018
GiorgiG83 (525)

პროგრესი არ იქნება ამ დონეზე და სადაც იქნება იქ ძალუმად მე-2 ნომრები ვართ და ამ "როლს" ვეწყობით

ეს ერთათასი გვეჩხირება ხოლმე

10:49 | 19.03.2018
DataN24 (215)

ზაფხულის ტესტებზე და იტალიასათან გამოჩბდება რეალურად სად ვართ, ეს თამაშიც უფრო დიდი სხვაობით უნდა მოგვეგო მეტოქის 5 მეტრიანში აუტის წაგება და ბურთის რამდენჯერმე აუტზე ვერ გადატანა რომ არ ყოფილიყო

09:13 | 19.03.2018
sabonis (74)

რაო ესპანეთი ჩვენზე ადრე შევა 6-ერშიო.DD

02:02 | 19.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ვინც უყურა გუშინწინ იტალია - შოტლანდიას და გუშინ საქართველო - რუმინეთს, გვაქვს რამე შანსი იტალიასთან იტალიაში ასეთი თამაშით? რაც თვალში საცემია შერკინებაც ვერაა აშკარა ფავორიტი - ესპანეთი და რუმინეთი ვერ დავჩგრეთ როგორც საჭიროა, აშკარა უპირატესობით. იტალიას შერკინება ძაან ძლიერი ყავს და ამასთან ჩვენზე სწრაფი უკანახაზელები.

09:11 | 19.03.2018
sabonis (74)

თავიდანვე შეიძლება არ გვქონდეს, მარა ერთი 2-3 სპარინგის მერე მაგ გუნდებთან გაგვიჩნდება შანსი.

12:58 | 19.03.2018
გუგა80 (177)

აბა რაა.. თან თბილისში და თან მიყოლებით მომავალ წელსვე. მეტი დარდი არ აქვთ ცალკე იტალიას და ცალკე სეპარატულად განწყობილ "რაგბის მამებს" რომ ეგრე 2-3 სპარინგი გაგიმართოს სანამ არ მოუგებ. მინიმუმ 10 წელი დასჭირდა იმას რომ იტალიასთან ტესტი, ისიც გასვლაზე გადმოეგდოთ. ეგეც იმ დიდი წნეხის გამო, რასაც რეიტინგში მათზე წინ ყოფნა ჰქვია უკვე რამდენიმე წელია. ეს იქნება პირველი და ბოლო ტესტი იტალაისთან უახლოესი კიდევ 10 წლის მანძილზე და თუ რამის უკანალი გვაქვს და რამის პრეტენზია ამ თამაშში საკუთარ თავზე 100 მეტრით მაღლა უნდა ავხტეთ.

13:54 | 19.03.2018
DataN24 (215)

ეს ტემპი შევინარჩუნოთ განვითერების და 10 წლის მერე რუსეთივით თუ არა რუმინეთივით დაჩაგრული მაინც გვეყოლება იტალია

01:54 | 19.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

რასაც ვაკვირდები ბოლო რამოდენიმე თამაშია ესაა რომ მოლს ან ძალისმიერ შემოტევებს ჩვენ 5 მეტრიანში ვერ ვუძალიანდებით. ასე იყო 2016 წელს სოჭში რუსეთთან - ბოლოს ლელო, რომ გავუშვით, შემდეგ 2017 წელს თბილისში იგივე რუსეთთან ლელოები გავუშვით იგი ძალისმიერი შემოტევით, შემდეგ აშშ, ესპანეთი და აგერ ბოლო თამაშში რუმინეთთან.... დღეს რუმინეთთან 2-ჯერ აშკარა ლელოს გადავურჩით. რუმინეთთან ბუხარესტში, რომ მოვიგეთ 19 - 13 მაშინ 13 კაცით გაუძლო რუმინელთა მასირებულ შეტევებს ჩვენმა ნაკრებმა, ადრე ასეთი მიწოლებით ლელოს ვერ გვიდებდნენ.

01:13 | 19.03.2018
გუგა80 (177)

ეს თამაში იყო საზიზღრობა. 25-9 რომ დამთავრებულიყო, კიდევ ჯანდაბას, მშრალად მაინც შევინახავდით ლელოს და რეიტინგშიც 15 და მეტი ქულით მოგებაზე ორ კაპიკს ჩავიწერდით. რეალურად კი რუმინეთმა, მათთვის ამ არაფრისმომცემ თამაშში ბოლო პრესტიჟის ლელოც მოგვარჭო და 9 ქულიანი სხვაობაც უფრო ბაევოი წაგებას დაემსგავსა, ვიდრე შარშანდელი სირცხვილის სრულფასოვან რევანშს. ასე რომ პირადად ჩემთვის რას ზეიმობს ეს ხალხი გაუგებარია.
ვინც ვერ გაიგო "რა შარზე ვარ", ბოდიში ნამეტნავად მაღლა დაკიდებული თამასისათვის.

09:12 | 19.03.2018
sabonis (74)

შარშან 1 ქულით არ წავაგეთ? რატო იყო სირცხვილი?

12:11 | 19.03.2018
sanzona (19)

რუმინეთია მოლდოვას ნაკრები კი არა, თან რამდენი ნატურალიზირებული უცხოელი ჰყავდათ

00:37 | 19.03.2018
alfadhirhaiti (110)

ესპანეთი ასეთ საკითხებში ჩვენზე წინ დახედულია და ჯერ კიდე 1 თვის წინ გაუგზავნიათ საჩივარი რო რუმინელს არ ემსაჯა ამ მატჩში. არ დააკმაყოფილეს, მაგრამ კი სცადეს. ანალოგიური რო მოგვსლოდა, დარწმუნებული ვარ არავის მოაგონდებოდა რაგბის კავშირიდან რო გაესაჩივრებინათ. ვინ მოთვლის რამდენი ქულა გვაქვს დაკარგული მსაჯების გამო და ჯერაც არავის ამოუღია ამაზე ხმა. წარმოდგენაც არ მინდა იტალიასთან როგორ გადაი****ენ თავზე მსაჯები! გასაკვირი კი არ უნდა იყოს რო უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვებას მოელოდა გულშემატკივარი ამ მატჩში. მაინც ცუდადაა ჩაჩხერილი ცხრილში, რუმინეთს რო უფრო ბევრი აქვს გატანილი. პლიუს კიდე სტაგნაციაა შესამჩნევი.

14:30 | 19.03.2018
ანდროიდი (50)

იტალია უმსაჯოდაც კარგად დაგვხვდება, ჩვენებმა თუ დაქოქეს კი მიხედავს მსაჯი, მაგრამ არ უნდა დავაჩაგვრინოთ თავი, კარგად უნდა გაშალაშინდეს თამაში. ამ გათამაშებაში ეგ "შალაშინი" არ უხმარიათ ჩვენებს.

11:02 | 19.03.2018
GiorgiG83 (525)

სტაგნაციაზე უფრო დეტალურად შეიძლება?

00:23 | 19.03.2018
გუსანი (34)

ვიზიარებ თორღვა პანკელის პათოს, რეალისტები უნდა ვიყოთ. მაგრამ რატომ გვაქვს მაშინ ამბიცია, რომ იტალიას მოვუგებთ, ან რატომ ? ბიჭბს მადლობა, მაგრამ უნდა განვითარდეთ, ფინანსების გარეშე ძნელია, მაგრამ შესაძლებელი, ახალ ზელანდია მაგარი ქვეყანაა, მაგრამ იქაურ ბიჭებს უფრო ცოტას უხდიდნენ, ვიდრე ინგლისში?!... ვერ აჩმორებენ ყველას??? >...ბევრ შეცდომას ვუშვებთ ამათთან,( მარტო დერეფანი რამდენი წავაგეთ-კატასტროფა) უფრო მეტი წნეხის ქვეშ რამდენს დავუშვებთ, მართალია მოტივაცია სხვა იქნება.... ღმერთმა ქნას. ბიჭებს ზურგის ქარი... მაგრამ რეალურად იტალიასთან სამწუხაროდ შანსი არ გვაქვს. (მარტო სისწრაფეში ვაგებთ) ადრეც ვწერდი, მონდომება არის, მაგრამ წინ სვლას ბოლო პერიოდში ვერ ვხედავ,ახალი თაობის იმედი კი მაქვს,,, გვისმინოს,,,,

01:34 | 19.03.2018
თორღვა პანკელი (387)

ახალი ზელანდია ცოტა არ იყოს და სხვა განზომილებაა, ყველაზე 5 და 10-ი თავით მაღლა დგანან და იქ რაგბი ისე აქვთ სისხლში რომ ბრაზილიელები მასე ფეხბურთს ვერ თამაშობენ, სხვა არც ააქვთ მე მგონი არაფერი, მე მორაგბეების კრიტიკა კიარ მაღიზიანებს, ან მე ვინ მკითხავს თუ ვინმე თვლის რომ გასაკრიტიკებელია. უბრალოდ კრიტიკაცაა და კრიტიკაც, რომ მოვიგებთ კაია, რომ წავაგებთ მელიტონა უნდა წავიდეს, ეს არაა სერიოზული მიდგომა, შეუძლებელია ამ სპორტში ერთნაირად ერთიან "პალასაზე" ჩაატარო ყველა თამაში, ერთი მეორეს არ გავს და ეს მარტო ჩვენ არ გვეხება, აგერ რამდენიმე კვირის წინ ყველა რაგბში ჩახედული ადამიანისთვის რომ გეკითხა, ვინ მოიგებს 6 ერსო? 90% პროცენტი ინგლისიო გეტყოდა მაგრამ 4-ზე თუ 5-ზე ადგილზე დაამთავრა. ნორმალური მსაჯობის პირობებში მე საერთოდ არ მეშინია იტალიის, ჩვენი მთავარი მტერი ფსიქოლოგიაა, უელსთან კაგრად იმიტო ვითამაშეთ რომ წნეხი არ ქვქონდა, როცა თავისუფლად ვთამაშობთ შედეგიც გვაქვს. იოლი ნამდვილად არ იქნება მაგრამ ნაღდად არ მეშინია, პირიქით სულმოუთქმენლად ველი და მთავარია ოპტიმალური შემადგენლობა და ბიჭებმა როცა მოედანზე გავლიან მარტო რაგბზე და იტალიაზე იფიქრონ, უელსთან რაც ვითამაშეთ ის რაგბი სავსებით ეყოფა იტალიას.

23:51 | 18.03.2018
krasni (587)

მაგარი ბიჭები გვყავს. მაგენს რომ ბრეგვაძე, მიქაუტაძე, მჭედლიძე, ბიწაძე, გორგაძე მიემატებიან, მერე ნახეთ ბრდღვნა. დიდი მადლობა ბიჭებს, რომ უმოტივაციო ტურნირი ექსპერიმენტებით და თამაშ თამაშით გაიარეს. ხოლო, მაღალი ეშელონის გუნდებთან (მაგალითად უელსთან) რა შეუძლიათ, კი ვნახეთ.

23:18 | 18.03.2018
McCaw (168)

ესპანეთს და რუმინეთს შორის ომი გარდაუვალია

23:18 | 18.03.2018
McCaw (168)

და ეს ბადრი ალხაზიშვილი რომ მოიკვეთოს ნაკრებიდან არ შეიძლება ეგ დააყენეთ იტალიასთან და კარგად გვექნება საქმე ჯაბა ბრეგვაძე რატომ არ იყო სადაა სან ვულვზი არ უსჰვებს ეტყობა

22:57 | 18.03.2018
McCaw (168)

ყველაზე მეტად ის გამისწორდა რომ როგორც იკნა ის დამპალი ფიცრის ნაწერი გადაგდეს და ზლივს ნორმალური ტასი მოგვცეს თამაშზე ვიყავი და რუმინელები ისე ზეიმობდნენ გეგონება ტამაში ჩვენ კი არა მაგათ მოეგოთ

22:55 | 18.03.2018
თორღვა პანკელი (387)

არანაირ ლოგიკაში და ჩარჩოებში არ ჯდებოდა ამ თამაშში რუმინელი მსაჯი, რა სოფლის ტურნირივით გამოუვიდათ, რუმინელი მსაჯი რა ხეირს დააყრიდა ესპანელებს? მოკლედ ამ სპორტში დღეს თუ ავტორიტეტი არ გაგაჩნია, ყველაფერს გაკადრებენ.

22:47 | 18.03.2018
erovnuli-nakrebi (224)

აქ თამაშით ჩვენი კლასი ვერ იზრდება. მოტვაციაც ძნელია ქონდეთ მოთამაშეებს

22:46 | 18.03.2018
erovnuli-nakrebi (224)

ბელგია-ესპანეთის თამაშზე მსაჯი ყოფილა რუმინელი :დ ტურნირია ეხლა ეს?

22:46 | 18.03.2018
erovnuli-nakrebi (224)

ეს ტურნირი სამარცხვინო გახდა. შარშან ის ვერ გაარკვიეს ვინ მოიგო და ჯერ ჩვენ მოგვცეს თასი (თუ დაფა), მერე რუმინელებს

22:38 | 18.03.2018
რგბ1 (2)

მიუხედავად შეცდომებისა ყოჩაღ და მადლობთ ბიჭებო , ისე იმას რატო არავინ არ ამბობა რო არ გვყავს ბრეგვაძე , მიქაუტაძე , ბიწაძე და შარიქაძე ? სიჭინავა მომეწონა დღევანდელ თამაშში იმედიქ უფრო დაიხვეწება

10:57 | 19.03.2018
GiorgiG83 (525)

რატომ შეკვეცე ლაზარეთი?

ჰუკერი - ბრეგვაძე
მხტომელი - მიქაუტაძე
შემკვრელი - გორგაძე, ბიწაძე
ბექები: შარიქაძე, მჭედლიძე

ასევე არ იყო მირიან მოდებაძეც...

22:36 | 18.03.2018
McCaw (168)

stripslashes((strlen('https://www.facebook.com/Sportanalytiics/videos/230812710816446/?t=177')>0?'https://www.facebook.com/Sportanalytiics/videos/230812710816446/?t=177':'https://www.facebook.com/Sportanalytiics/videos/230812710816446/?t=177'))

22:41 | 18.03.2018
McCaw (168)

ნახეთ რა უკნეს ნაძირლებმა ესპანელებს საცოდავები ერთი რაგბი იყო სუფთა სპორტი და ეგეც ააყროლეს და გასვარეს რუმინელი მსაჯი დანისჰნეს ალბატ მალე ესპაანეთს და რუმინეთს შორის ომი დაიწყება მთელი არსებით და გულით და სულით მინდოდა იმ მომენტში ესპაანელი მორაგბე ვყოფილიყავი ცპცხლად გავატყავებდი ღმერთმა გვაშოროს ეგეთ რამ ჩვენს ნაკრებს გაუკეთონ მაგრამ მერწუნეთ ნოემბერში იტალაისთან ამაზე ნაკლები მსაჯობა არ იქნება წინასწარ გეუბნებით

23:02 | 18.03.2018
temuchin (431)

არადა რაგბის ღირსების თამაშია... მსოფლიო რაგბი უნდა დაინტერესდეს აუცილებლად ამ თამაშით. იტალიასთან კიდევ ასეთი მსაჯობით რა შანსი დაგვრჩება. წინასწარ ვიბოღმები უკვე ამის წარმოდგენაზე.

23:15 | 18.03.2018
McCaw (168)

არა ძმაო უკვე ნერტვები მე3შლება აქედანვე რა წარმომიდგენია რომის ოლიმპიკოზე რას გვიზამ მტელი მსოფლიოს სარტასგბო სამყარო ცჰვენს წინააგმდეგ იქნება არ ვიცი როგორ პროფესიონალი უნდა იყო და რა დონეზე უნდა მოტოკო შენი თავი რომ სჰაზე არ გადაგლიჯო მსაჯი მე რომ რაგბისტი ვიყო მკვლელობისთვის უეჭველი გამასამართლებდნენ ყველაფერს იკადრებენ იმისტვის რომ იტალიასტან ბოლომდე გაგვწირონ.

22:08 | 18.03.2018
თორღვა პანკელი (387)

გილოცავთ ქართველებო და რაგბის გულშემატკივრებო! ამ თამაშშიც იყო ბევრი შეცდომები მაგრამ მე მაინც არ ვარ მომხრე რომ მწვავედ ვაკრიტიკო ბიჭები, განსაკუთრებით არ ვეთანხმები მოსაზრებას რომ მელიტონა გასაშვებია, ახლა მელიტონას გაშვება ხარაკირის გაკეთება იქნება. რა იოლად გვავიწყდება ერთგული, ამ ქვეყნის მოყვარული და საქმის მკეთებელი ხალხის ამაგი, განა მელიტონას დროს არ მოვიგეთ ქართული რაგბის ისტორიაში პირველად ორი თამაში მ.ჩ-ზე? მელიტონას გარდა არ მახსენდება ვინმეს მოეხერხებინოს და ისე გავეყვანეთ მ.ჩ-ზე რომ არანაირი შესარჩევები აღარ გვჭირდება და 3 წლის წინ იქვე ადგილზე "მოგვაყომარებინა ბაზარი". კი გვინდა რაგბი ამაზე სწრაფად განვითარდეს მაგრამ ამ ფინანსებით და ამ ჩემპიონატით ამაზე მეტი არ გამოდის, ერთიდაიგივე თან შენზე სუსტი მეტოქე რაგბში კიარა ჯოკერში ამოგივა ყელში კაცს, არაფერს არ ვამბობ მათთან როგორ უნდა განვითარდე, ახალზელანდიელებით, ფიჯელებით, ტონგელებით, სამოელებით გაავსეს ნაკრებები და რაგბს მაინც ვერ თამაშობენ, არადა რაღაცნაირად მაინც ახერხებენ ბიჭები და აქაც ვითარდებიან. მეც მინდა ამაზე სწრაფად ვიაროთ წინ, მაგრამ ჩვენ რეალობასა და მოლოდინს შორის დიდი უფსკრული გვაქვს, ამ განვითარების გზაზე ხან მოუკლებთ და ხან კარგად მივდივართ, მაგრამ ნაღდად ვვითარდებით, რატომ არ დაგვიდგა შერკინებაში უელსი და რატო იმაიმუნეს და "გაპაზორდნენ" საკუთარი ხალხის წინაშე თუ ქართული რაგბი არ ვითარდება? კრიტიკა ყოველთვის ადვილია, მე ეს ხალხი იმიტომ მიყვარს რომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის მუხლჩაუხრელად შრომობენ, ხრეშიან საფარზეც გულიანად თამაშობდნენ და კაი მინდორზეც ბოლომდე იხარჯებიან, ისე რომ ამათი წუწუნი არავის არ გაგვიგია. ბიჭო ამ ბიზნესმენებს ვინმეს მაინც გაახსენდეს, ფულის გარდა სხვა რამეებიც არსებობს, მაგალითად სინდისი, ნამუსი, კაცობა, ქართული რაგბი და ბევრი ფულზე გაცილებით მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ არამატერიალური ძეგლებიDDD, მოკლედ სხვისი არ ვიცი, მე კი ქართული რაგბის და ამ ბიჭების მჯერა, ევრო ტურნირებზეც გავალთ, 6 ერშიც შევალთ და რამდენიც არ უნდა იმაიმუნონ ბობოლებსაც ავაძრობთ სკალპს. როგორც ზურგზე დაწვენილ და გაშიშვლებულ პატარძალს არ აცდება ქორწილის მერე, ისე არ აცდება იტალიას ნოემბერშიDDD, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, რაგბი ჩვენი თამაშია!

21:12 | 18.03.2018
federer (17) (469)

ერთადერთი რასაც ვისურვებდი ხელით თამაშის გაუმჯობესებაა და ამ თამაშში ასე თუ ისე გამორჩეული იყო უკანა ხაზი და ლელოები დავდეთ როგორც შერკინების მორაგბეებით ასევე ხაზის მორაგბეებითაც

21:10 | 18.03.2018
federer (17) (469)

ვინ რა დაინახა მე არ ვიცი მაგრამ მე რაც დავინახე იმას დავწერ
ესპანეთთან და რუსეთთან უფრო არადამაჯერებლები ვიყავით ვიდრე დღეს, ერთი წუთით ეჭვი არ შემიტანია იმაში რომ რუმინეთი თამაშს დაგვიძაბავდა. 4 ლელო დავდეთ და ყველაფერი დავამთავრეთ ამით და ბოლოს მოშვების საშუალებას გვაძლევდა ანგარიში და მოვეშვით თორე საჭირო რო ყოფილიყო +20 ქულით მოვიგებდით კიდეც ამ თამაშს.

21:17 | 18.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

3 ლელო დავდეთ

21:03 | 18.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ძაან მინდოდა ესპანეთი გასულიყო მსოფლიო თასზე. პირდაპირ გასულიყო. ხოლო რუმინეთს ეთამაშა სამოასთან. რა მოუვიდა ესპანეთს, რომ ბელგია ვერ დაამარცხა?

21:16 | 18.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?time_continue=86&v=aTcyamiYv8g')>0?'https://www.youtube.com/watch?time_continue=86&v=aTcyamiYv8g':'https://www.youtube.com/watch?time_continue=86&v=aTcyamiYv8g'))

21:10 | 18.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

მსაჯს ბრალდება. ვერ უყურე თამაშს წესიერად... ხანდახან თუ ჩავიხედავდი ...

20:31 | 18.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ვინც უყურა გუშინ, იტალია - შოტლანდიას და საქართველო - რუმინეთს, გვაქვს რამე შანსი იტალიასთან იტალიაში?

10:50 | 19.03.2018
GiorgiG83 (525)

ზაფხულის მერე ვისაუბროთ - ამ გადასახედიდან მიზერული

20:26 | 18.03.2018
kitso 88 (2)

ბრავო ბორჯღალოსნებო, ბრავო.. ერთადერთი სპორტის სახეობა სადაც უკვე მერამდენე წელია ვგრძნობ რომ ვარ გუნდის გულშემატკივარი.. რამხელა პროგრესი გაქვთ რომ უკმაყოფილოები ვართ ერთი ხელის მოსმით მოგებული ტურნირების.. ტურნირის სადაც ესპანეთი უგებს რუმინეთს მერე აგებს ბელგიასთან, რუმინეთი 80 ქულებს უკეთებს შეტევაში სხვა გუნდებს. ჩვენ კი: წყნარად, უდარდელად, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე ვიგებთ ყველა თამაშს და თან გულშემატკივრები უკმაყოფილოები, აი ის გულშემატკივრები თვითონ რო ასახელეს ქვეყანა და ეხლა "ექსპერტებად" სხედან და მოგითითებენ რომ თურმე ესე უნდა ითამაშოთ, მწვრთნელი არ გივარგათ და ა.შ. სასაცილოა ეს და იხალისებთ ამაზე დარწმუნებული ვარ ) რა თქმა უნდა ფიჯისტანაც არ ხართ აუტსაიდერები და მჯერა უელსთან გაიბრწყენთ! თქვენ ხო სულ ცოტა ხნის წინ ოკეანეთში ის ქენით რასაც მხოლოდ ზელანდია და ავსტრალია შვრებიან და 6 ერის გუნდებსაც კი ოცნებად აქვთ ქცეული იმ კლიმატში იმ გუნდების დაჩოქება.. თქვენ ხო უელსი ანერვიულეთ კარდიფში ისე რომ ბოლოს არაკაცურად მოიქცნენ და რა ქნეს თქვენც იცით.. თქვენ ხო რომში იტალიას მოუგებთ და მაისში ფრანგებთან სიამაყით გვამღერებთ ჰიმნს.. და კიდევ: ყველაზე დიდი მადლობა თქვენ რომ უკვე მერამდენედ უმოტივაციო და ამის გამო ყველაზე რთულად მოსაგებ მატჩებში მაინც შეძელით კონცენტრაცია და ერთი ხელის მოსმით მოიგეთ ხუთივე თამაში. მაისამდე ბიჭებო. ეროვნულზე შევხვდებით!!!

20:22 | 18.03.2018
temuchin (431)

იგივეს დავწერ რაც რაგბის საიტზე დავწერე: გილოცავთ! თასები ჩვენია, თამაშს რაც შეეხება მოგება კარგია მაგრამ სამწუხარო ისაა რომ რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა სტილში ბოლო 2 წელია აღარ გვაქვს. ერთი და იგივე შეცდომები. გასაგებია რომ ამ სუსტ ნაკრებებთან ვერ განვვითარდებით, მაგრამ თუ იმავე სუსტ ნაკრებებთან ამდენჯერ გვივარდება ბურთი და ვკარგავთ აუტს ძლიერებს ვინღა გაგვაკარებს?

20:06 | 18.03.2018
erovnuli-nakrebi (224)

მსოფლიოზე ფიჯისთან არ იქნება იოლი თამაში და აშკარა აუტსაიდერები ვიქნებით

20:11 | 18.03.2018
test (124)

ვერ დაგეთანხმები, რომ აუტსაიდერები ვიქნებით ვერანაირად, იმიტომ, რომ ფიზიკაშიც მოვუმატებთ,ბიჭებიც გამოცდილები იქნებიან უფრო მაგ დროისთვის და თამაშის ხარისხიც უკეთესი გვექნება ბევრად.

20:05 | 18.03.2018
erovnuli-nakrebi (224)

ხაზი არ არის დალაგებული და ეს მწვრთნელის ბრალია. საქართველოს ჩემპიონატზე მშვენივრად თამაშობენ და ეს ტურნირიც არაა ძან მაღალი დონის

10:47 | 19.03.2018
GiorgiG83 (525)

ხაზის, დაცვის მწვრთნელი ლევან მაისაშვილია

20:04 | 18.03.2018
erovnuli-nakrebi (224)

ან სლემით რომ მოვიგეთ რა? დიდი ამბავია? სხვას რას ელოდით? ვისთან ელოდით წაგებას? ესპანეთთან, თუ ამ რუმინეთთან? ჩვენ პროგრესი გვინდ

20:02 | 18.03.2018
erovnuli-nakrebi (224)

ჩვენ ამ ტურნირზე ყველას მოუგებთ კლასის ხარჯზე, მაგრამ მთავარია პროგრესი

20:02 | 18.03.2018
erovnuli-nakrebi (224)

ჰეიგი არის გასაშვები. გასაგებია რომ ხაზის მოთამაშეები სუსტები არიან, მაგრამ არა ამ დონის

20:01 | 18.03.2018
erovnuli-nakrebi (224)

სლემი, მუზარადი არ ვიცი მაგრამ, გუნდი არანაირ პროგრესს არ განიცდის! არცერთ კომპონენტში! წინა მსოფლიოზწ რაც ვიყავით, იმაზე უკეთესი არ ვართ

19:38 | 18.03.2018
ika13 (34)

მერე კიდე, შლემი არა შაბკა კიდე. არის ქართული სიტყვა მუზარადი,. რატომ არ მოგწონთ? შლემი რა არის?

19:46 | 18.03.2018
ანდროიდი (50)

მუზარადი შეცდომაა. Slam დარტყმას ნიშნავს და არა მუზარადას ან შლემს

19:49 | 18.03.2018
ანდროიდი (50)

კარტის თამაშიდან წამოვიდა ეგ ტერმინი, და მგონი ჩოგბურთიდან გადაედო სხვა სახეობებს.

19:36 | 18.03.2018
ika13 (34)

მე მგონი მარტო საქართველოსია შესაძლებელი, რომ გუნდმა დიდი მუზარადით მოიგოს და გულშემატკივარი მაინც უკმაყოფილო იყოს.

19:32 | 18.03.2018
alfadhirhaiti (110)

არ მიყურებია მატჩისთვის, მაგრამ უფრო სოლიდურ ანგარიშს ველოდი, სამწუხაროა...

19:39 | 18.03.2018
ika13 (34)

100-0 ელოდებოდი?

19:46 | 18.03.2018
alfadhirhaiti (110)

აი რატო ეგეთი უკიდურესობით??

19:06 | 18.03.2018
aleqsandre1977 (8)

პროგრესი რამდენმა დაინახეთ დღეს მაინც?????? რაღაც მე თვალიც ვერმოვკარი სამწუხაროდ.

18:58 | 18.03.2018
პანტელეიმონი (1218)

გილოცავთ ბორჯღალოსნებს და მათ გულშემატკივრებს დიდი შლემით რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებას და ანთიმოზ ივერიელის თასის დაბრუნებას ! ! !

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

19:47 | 18.03.2018
ანდროიდი (50)

შლემით?

19:52 | 18.03.2018
პანტელეიმონი (1218)

ბოდიშს ვიხდი: მუზარადით

18:48 | 18.03.2018
ოვალური კორბენი (276)

მიუხედავად იმისა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები გავხდით ხუთიდან ხუთი მოგებით, ამ ტურნირის გმირი ბელგიაა, ხოლო ყველაზე ბედნიერი გუნდი რუმინეთი
ვულოცავ ბორჯღალოსნებს, მაგრამ რეალურად მისალოციც არაფერია და ეს თავადაც კარგად უწყიან.
მთელი კონცენტრაცია საზაფხულო და საშემოდგომო ტესტ-მატჩებისკენ. უნდა შეძლონ ბიჭებმა და მაგ შეხვედრებში წინსვლა დაგვანახონ - შედეგითაც და ხარისხობრივი თვალსაზრისითაც.
მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი აწი თანდათან შეფერხდება. რაც ბუნებრივია - ჩვენს წინ ხომ მხოლოდ ელიტარული სარაგბო ქვეყნები არიან.

20:30 | 18.03.2018
temuchin (431)

ბელგია თუ მაგ თამაშის რუმინელი მსაჯი?

18:31 | 18.03.2018
dinamo222 (692)

კარგია ორივე თასი რომ დავიბრუნეთ მაგრამ მსოფლიოს თასამდე 1 წელი დარჩა და მგონი ექსპერიმენტებს უნდა შევეშვათ და რაც კარგად ვიცით ის კიდევ უნდა გავაუმჯობესოთ თორემ წინა მიღწევის გაუმჯობესებას ვინ ჩივის ის მიღწევა შეიძლება ვერ გავიმეოროთ ამას პლიუს ძალიან მნიშვნელოვანი თამ,აში გველოდება იტალიასთან და ამ თამაშმა უნდა გადაწყვიტოს გვააქვს უფლება 6 ერზე პრეტენზიის თუ ეს პრეტენზია მინიმუმ 10 წლით უნდა გადავდოთ?

10:43 | 19.03.2018
GiorgiG83 (525)

თუ წააგეთ 10 წელი არც იფიქროთ 6 ერზე - ეს სადმე ეწერა, თუ პირადი მოსაზრებაა?

22:39 | 18.03.2018
miriani (151)

იტალიას ასჯერ რო მოუგოთ მსინც ვერ შევალთ 6 ერში თუ ფინანსები არ გაიზარდა გაიგეთ, ფინანსებიიიიი.....
რა 6 ერი, რუსეთის ერთ კლუბს ენისეის აქვს უფრო მეტი ბიუჯეტი 50 მლნ დოლარი, ვიდრე მთლიანად რაგბის ფედერაციას ჩვენთან...
რა პრეტენზიები გვაქვს კიდე ბიჭებთან და მელიტონასთან...?

10:44 | 19.03.2018
GiorgiG83 (525)

50 მილიონი $?
წყაროს მოგვაშველებ?

18:22 | 18.03.2018
LApaata (115)

გილოცავთ ყველას, წარმატებები ჩვენს ბიჭებს!

მეტის ნახვა
0.110909