საერთაშორისო

16:47 | 18.03.2018 | ნანახია 2090 - ჯერ

საქართველო რუმინეთს ამარცხებს

2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში საქართველოს რუმინეთს პირველი ტაიმის შემდეგ "დინამო არენაზე" ანგარიშით 10:6 ამარცხებს.

მერვე წუთზე სოსო მათიაშვილმა საჯარიმო დარტყმით სამი ქულა მოიპოვა. სამ წუთში სტუმრებმა ასევე ჯარიმის წყალობით ანგარიში გაათანაბრეს. მე-20 წუთზე რუმინელები ყვითელი ბარათის გამო 14 კაცის ამარა დარჩნენ, შერკინების დროს კი "ბორჯღალოსნებმა" იყოჩაღეს და ლაშა ლომიძემ ლელო მიითვალა, ხოლო გარდასახვა მათიაშვილმა ზუსტად შეასრულა. ტაიმის ბოლოს გიორგი ნემსაძემ ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო რუმინელებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 6:10.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:08 | 18.03.2018
dede (87)

ეს ალხაზიშვილი სრული კატასტროფაა ყველა აუტი წავაგეთ მისი მოწოდებული .სხვა ვინმეა მოსაძებნი კვაჭის პოზიციის მარქაფაში

12:39 | 19.03.2018
GiorgiG83 (525)

ხო, ისე ვერაა რასაც ვისურვებდით, რომ ყოფილიყო
ამიტომ არის სახელოვანი გუნდის უიმედო მარქაფას მაღალ დონეზე მოასპარეზე შედარებით სუსტ გუნდში მუდმივი სათამაშო დრო სჯობია - განსაკუთრებით ამ გარდამტეხ (ესპუარებიდან-დიდებში) ასაკში

12:30 | 19.03.2018
buratino (480)

100%-ით გეთანხმები! ამას ვიძახი ბოლო პერიოდია სულ და მაინც არავინ იბერტყავს ყურებს! გაიგეთ მწვრთნელებო რომ არაა ეგ ბიჭი სანაკრებოდ მზად!

18:50 | 18.03.2018
პანტელეიმონი (1218)

მაგას ვიძახი მეც სულ.

მემგონი დროა მწვრთნელთა საბჭომაც დაინახოს ის რასაც დიდი ხანია გულშემატკივრები ვხედავთ.

20:00 | 18.03.2018
jora84 (183)

სხვა ვინ?

16:45 | 19.03.2018
BEERTRANCE (1073)

ისევ ჟვანია ვერ აჯობებს?

20:44 | 18.03.2018
პანტელეიმონი (1218)

სხვა ვინ - ეგ მწვრთნელთა საბჭომ იფიქროს ! ! !

12:37 | 19.03.2018
GiorgiG83 (525)

მეტნაკლებად ვინც კვაჭის პოზიციაზე შეიძელბა ნაკრებში მოხმობილიქნას ჯაბას და შალვას შემდეგ არიან: ალხაზიშვილი და ჭყოიძე, გასაჭირში ჟვანია თუ ზოგჯერ გავაჰუკერებთ - ვინმე გეგულება სხვა?

12:12 | 20.03.2018
buratino (480)

მე პირადად ჟვანიას ჰუქერობას ვუჭერ მხარს! ამის ახსნა საკმაოდ მარტივია:
1-ლი ნომრები ისედაც ძლიერები გვყავს (ნარიაშვილი, ასიეშვილი და მერე ტაბიძეც, უკიდურეს შემტხვევაში კაკოვინის გამოძახებაც შეიძლება) და ჟვანიას უჭირს მანდ დამკვიდრება, ხოლო 2 ნომერზე ზურას დადგომა შეუძლია და აუტიდან ბურთსაც კარგად აწვდის. ანუ კვაჭის პოზიციაზე (ბრაგვაძე-მამუკაშვილთან ერთად) მესამე კაცად ჟვანია უნდა იყოს მსოფლიოზე!

18:04 | 18.03.2018
dinamo222 (692)

მსოფლიოს თასამდე 1 წელი დარჩა და მგონი ექსპერიმენტებს უნდა შევეშვათ და რაც კარგად ვიცით ის კიდევ უნდა გავაუმჯობესოთ თორემ წინა მიღწევის გაუმჯობესებას ვინ ჩივის ჩემპიონატის მიღწევა შეიძლება ვერ გავიმეოროთ

12:35 | 19.03.2018
GiorgiG83 (525)

2015 -ის შედეგის გაუმჯობესება ჯგუფიდან გასვლას მიშნავს და... რომ გავიმეოროთ და გამეორება მივიჩნიოთ დიდ წარმატებად არა?


ჯგუფიდან გასვლა ბევრ ჩვენზე ძლიერ ან ტრადიციულ გუნდს ვერ მოუხერხებია განვლილ 8 მსოფლიო თასზე

17:59 | 18.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ამ ტურნირზე ვერ ვითამაშეთ დამაჯერებლად. შეიძლებოდა ყველა შეხვედრა დიდი ანგარიშით და უპირატესობით მოგვეგო.

17:53 | 18.03.2018
dinamo222 (692)

მათიაშვილმა ბოლოს მაიკის მაგივრად ტრუსიკი გაუცვალა რუმინელს ? DDD

17:52 | 18.03.2018
dinamo222 (692)

მოვიგეთ მაგრამ არც შედეგით და არც თამაშით არ ვარ კმაყოფილი

17:02 | 18.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ნაქები ესპანეთი 0 - 12 აგებს. ვერ ვთამაშობთ დამაჯერებლად. ჩვენს 5 მეტრიანთან გვიჭირს მოძალებაზე გამკლავება.

0.819097