ბორჯღალოსნები

13:31 | 17.03.2018 | ნანახია 2990 - ჯერ

მილთონ ჰეიგი: "ჩემპიონატი გვაქვს მოსაგები და ამისათვის ყველაფერს გავიღებთ"
გიორგი ნემსაძე: "მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ გაავსონ "დინამო არენა" და ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი“

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 18 მარტს, "დინამო არენაზე", 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩს გამართავს რუმინეთის ნაკრებთან. მოახლოებული დაპირისპირების შესახებ გუნდების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა დღეს, ჟურნალისტებთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ბორჯღალოსანთა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ "დინამო არენა" გაავსონ და მორაგბეებთან ერთად შეასრულონ საქართველოს ჰიმნი.

„საქართველოს ნაკრებში რომ თამაშობ, ეს უკვე დიდი მოტივაციაა, მაგრამ სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში დამატებით ძალას გვმატებს. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ გაავსონ "დინამო არენა" და ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი“ - განაცხადა ნემსაძემ და გუნდის მზადების შესახებ თქვა:

„რუმინეთთან მატჩისთვის განსაკუთრებული განწყობით ვემზადებით. საუკეთესო კვირა გვქონდა და ფინალს საუკეთესო ფორმაში ვხვდებით“.

მომავალი თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა მილთონ ჰეიგმა:

„ახლა არა მარტო ფიზიკურად და ტაქტიკურად, მენტალურადაც მზად ვართ. ჩემპიონატი გვაქვს მოსაგები და ამისათვის ყველაფერს გავიღებთ. 2 წლის წინ რუმინეთი "დინამო არენაზე" ლამაზ სტილში დავამარცხეთ, თუმცა მაშინდელი და ახლანდელი მიზნები განსხვავებულია. ხვალ ჩვენი მთავარი მიზანი ტიტულის დაბრუნებაა და თუ ბურთიც კარგად გავათამაშეთ, ეს ძალიან კარგი იქნება“.

ბოლომდე ბრძოლას და თასების შენარჩუნებას გეგმავს რუმინელთა თავკაცი ლინ ჰოუელსი:

„მართალია რუმინეთში ისეთი კარგი ამინდები არ იყო, როგორც თბილისში, მაგრამ ვთვლი, რომ ხვალისთვის კარგად ვართ მომზადებული. რაც მთავარია, ამას თავად მოთამაშეები გრძნობენ. ყველას კარგად გვაქვს გააზრებული მომავალი შეხვედრის მნიშვნელობა და ტიტულის შესანარჩუნებლად ვიბრძოლებთ“.

მთავარ მწვრთნელს ეთანხმება გუნდის კაპიტანი სტელიან ბურკეა:

„კვირის დასაწყისშივე ვიცოდით რა თამაშისთვის ვემზადებოდით და მოტივაციის ნაკლებობას არავინ განიცდიდა. ვიცით რა თამაში გველის და ამისათვის ყველანი მზად ვართ“.

საქართველოსა და რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:11 | 17.03.2018
temuchin (431)

აკი რუმინელების მწვრთნელი გადადგაო? რაც შეეხება ჩვენს რაზმს, რავიცი, როგორც ჩანს მამაპაპურ რაგბს ვიხილავთ, ამ ეტაპზე მოგებაზეა მთავარი აქცენტი და ამიტომ ალბათ.

17:40 | 17.03.2018
თორღვა პანკელი (387)

რა თქმა უნდა, მთავარია ამ თამაშის მოგება, მაგრამ დარწმუნებული ვარ შიგადაშიგ ლამაზადაც იბურთავებენ ბიჭები.

13:52 | 17.03.2018
პანტელეიმონი (1218)

დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ ბიჭებო ! ! !

0.083054