საერთაშორისო

1:00 | 16.03.2018 | ნანახია 2117 - ჯერ

6 ერი: უელსის და საფრანგეთის შემადგენლობები

2018 წლის 6 ერის ჩემპიონატის ბოლო ტურში, უელსის ნაკრები “ფრინსიფალითი სთედიუმზე” საფრანგეთს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, გათამაშებას მე-2 ადგილზე დაასრულებს.

უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეტლანდმა, მიმდინარე ტურნირზე ყველაზე ძლიერ შემადგენლობას მოუყარა თავი. როგორც იცით, წინა შეხვედრაში ახალზელანდიელმა გურუმ 10 მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცა. შერკინებაში შეიცვალა ოთხი მოთამაშე: პირველ ხაზში კვლავ გაირჯებიან მარცხენა ბურჯი რობ ევანსი და კვაჭი კენ ოუენსი, მეორე ხაზში დაბრუნდა კაპიტანი ალან უინ ჯონსი და ბრედლი დევისმა მარქაფაში გადაინაცვლა, მღლეტელის პოზიციაზე კი ჯეიმს დევისის ნაცვლად, ჯოშ ნავიდი ითამაშებს.

უკანა ხაზში ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდნენ დენ ბიგარი და ლი ჰალფპენი, ლიამ უილიამსმა კი ფრთაზე გადაინაცვლა.

“დრაკონები” ასეთი შემადგენლობით ითამაშებენ:

უკან ხაზი

15. ლი ჰალფპენი (“სკარლეტსი”, 77 კეპი), 14. ჯორჯ ნორთი (“ნორთჰემპტონი, ინგლისი, 72), 13. სკოტ უილიამსი (“სკარლეტსი”, 54), 12. ჰედლი პარკსი (“სკარლეტსი”, 5), 11. ლიამ უილიამსი (“სარასენსი”, ინგლისი, 47), 10. დენ ბიგარი (“ოსპრეიზი”, 61), 9. გარეთ დევისი (“სკარლეტსი”, 31);

შერკინება

1. რობ ევანსი (“სკარლეტსი”, 24), 2. კენ ოუენსი (“სკარლეტსი”, 56), 3. ტომას ფრანცისი (“ექსეტერ ჩიფსი”, ინგლისი, 30), 4. კორი ჰილი (“დრაგონსი”, 14), 5. ალან უინ ჯონსი (“ოსპრეიზი”, კაპიტანი, 116), 6. ჯასტინ ტიპურიკი (“ოსპრეიზი”, 56), 7. ჯოშ ნავიდი (“კარდიფ ბლუზი”, 10), 8. ტაულუპე ფალეტაუ (“ბათი”, 71);

მარქაფა

16. ელიოტ დი (“დრაგონსი”, 4), 17. ნიკი სმიტი (“ოსპრეიზი”, 17), 18. შამსონ ლი (“სკარლეტსი”, 37), 19. ბრედლი დევისი (“ოსპრეიზი”, 59), 20. აარონ შინგლერი (“სკარლეტსი”, 16), 21. ალედ დევისი (“სკარლეტსი”, 7), 22. გარეთ ენსკომბი (“კარდიფ ბლუზი”, 13), 23. სტეფ ევანსი (“სკარლეტსი”, 9).

ინგლისთან მოგებული შეხვედრის შემდგომ, სამი ცვლილება განახორციელა ჟაკ ბრუნელმა და აქედან ორი იძულებითი: დაშავდნენ გუნდის კაპიტანი გიიომ გირადო და ჰუგო ბონევალი, ხოლო რაბა სლიმანიმ მარქაფაში გადაინცვლა და მის ნაცვლად სედატე გომეს სა იქნება ძირითადში. ტრავმებულ მოთამაშეებს ადრიენ პელისი და ბენჟამინ ფალი შეცვლიან, ხოლო “სამფეროვნების” კაპიტანი მატიო ბასტარო იქნება.

ფრანგების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. ბენჟამენ ფალი (“მონპელიე”, 9 კეპი), 14. გაელ ფიკუ (“ტულუზა”, 34), 13. მატიე ბასტარო (“ტულონი”, კაპიტანი, 44), 12. ჟოფრეი დუმეირუ (“ლა როშელი”, 5), 11. რემი გროსო (“კლერმონი”, 3), 10. ფრანსუა ტრენ-დუკი (“ტულონი”, 65), 9. მაქსიმ მაშნო (“რასინგ 92”, 35);

შერკინება

1. ჟეფერსონ პუარო (“ბორდო”, 18), 2. ადრიან პელისიე (“ბორდო”, 4), 3. სედატე გომეს სა (“რასინგ 92”, 4), 4. სებასტიან ვააამაინა (“კლერმონი”, 32), 5. პოლ გაბრიიაგი (“სტად ფრანსე”, 6), 6. იაკუბა კამარა (“მონპელიე”, 10), 7. ვენსესლას ლორე (“რასინგ 92”, 16), 8. მარკო ტოლეინი (“ბორდო”, 4);

მარქაფა

16. კამილ შა (“რასინგ 92”, 10), 17. დანი პრიზო (“ლა როშელი”, 3), 18. რაბა სლიმანი (“კლერმონი”, 45), 19. ბერნარ ლე რუ (“რასინგ 92”, 28), 20. მატიე ბაბილო (“კასტრი”, 0), 21. ბატისტ კუიუ (“ლიონი”, 2), 22. ლიონელ ბოქსისი (“ლიონი”, 23), 23. ჟოფრეი პალისი (“კასტრი”, 2).

ზემოხსენებული დაპირისპირება შაბათს საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება და ამ შეხვედრით 2018 წლის 6 ერი დასრულდება.

თეგები6 ერი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.137198