საერთაშორისო

23:20 | 15.03.2018 | ნანახია 1877 - ჯერ

6 ერი: ინგლისის და ირლანდიის შემადგენლობები

2018 წლის 6 ერის ჩემპიონატის ბოლო ტურში ერთმანეთს, ძველი და ახალი ჩემპიონები ეთამაშებიან: “თვიქნემ სთედიუმზე” ინგლისის ნაკრები ირლანდიას დაუხვდება და შეეცდება, რომ შარშანდელი მარცხისთვის რევანში აიღოს და ამავდროულად, მეტოქეს ტურნირი “გრანდ სლემით” არ მოაგებინოს.

ცნობილია ორივე გუნდის შემადგენლობა. “წითელი ვარდების” გურუმ ედი ჯონსმა საფრანგეთთან წაგებული მატჩიდან (16:22) 6 მოთამაშე შეცვალა. ინგლისელებს დაუბრუნდათ კაპიტანი დილან ჰარტლი, ხოლო ჯეიმი ჯორჯმა მარქაფაში გადაინაცვლა. მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე დენ კოულის ნაცვლად კაილ სინკლერი გაირჯება, მეორე ხაზში ჯორჯ კრუისმა ჯო ლონჩბრი ჩაანავლა, ხოლო მესამე ხაზში ტრავმირებულებს, ქორთნი ლოუს და ნათან ჰიუზს, ჯეიმს ჰასკელი და სემ სიმონდსი შეცვლიან. რაც შეეხება უკანა ხაზს, ცვლილებები მხოლოდ ღერძის პოზიციაზეა: 9 ნომრად რიჩარდ უიგლესუორსმა დენი ქეარის ადგილი დაიკავა, მგეზავად კი ოუენ ფარელი ითამაშებს, რომელიც წინა მატჩებში შუამარბად ირჯებოდა. მარქაფაში იქნება ჯეიმი ჯორჯი, ხოლო ცენტრში ბენ ტე’ოს ჯონათან ჯოზეფი შეუწყვილდება.

ინგლისელთა შემადგენლობა ასეთია:

უკანა ხაზი

15. ენტონი უოტსონი (“ბათი”, 32 კეპი), 14. ჯონი მეი (“ლესტერი ტაიგერსი”, 33), 13. ჯონათან ჯოზეფი (“ბათი”, 39), 12. ბენ ტე’ო (“ვუსტერ უორიორსი”, 12), 11. ელიოტ დეილი (“უოსპსი”, 17), 10. ოუენ ფარელი (“სარასენსი”, 57), 9. რიჩარდ უიგლესუორსი (“სარასენსი”, 30);

შერკინება

1. მაკო ვუნიპოლა (“სარასენსი”, 48), 2. დილან ჰარტლი (“ნორთჰემპტონი”, კაპიტანი, 92), 3. კაილ სინკლერი (“ჰარლექუინსი”, 9), 4. მარო იტოჯე (“სარასენსი”, 18), 5. ჯორჯ კრუისი (“სარასენსი”, 24), 6. კრის რობშოუ (“ჰარლექუინსი”, 63), 7. ჯეიმს ჰასკელი (“უოსპსი”, 76), 8. სემ სიმონდსი (“ექსეტერ ჩიფსი”, 6);

მარქაფა

16. ჯეიმი ჯორჯი (“სარასენსი”, 24), 17. ჯო მარლერი (“ჰარლექუინსი”, 55), 18. დენ კოული (“ლესტერ ტაიგერსი”, 81), 19. ჯო ლონჩბრი (“უოსპსი”, 51), 20. დონ არმანდი (“ექსეტერ ჩიფსი”, 1), 21. დენი ქეარი (“ჰარლექუინსი”, 80), 22. ჯორჯ ფორდი (“ლესტერ ტაიგერსი”, 44), 23. მაიკ ბრაუნი (“ჰარლექუინსი”, 68).

ირლანდიელთა თავკაცმა ჯო შმიდმა მხოლოდ ერთი მოთამაშე შეცვალა: მეორე ხაზში ადგილს იან ჰენდერსონი დაიკავებს, ხოლო დევინ ტონერი თამაშში მარქაფადან ჩაერთვება.

“სამყურების” ასეთი შემადგენლობით ითამაშებენ:

უკანა ხაზი

15. რობ კირნი (“ლენსტერი”, 82 კეპი), 14. კეით ეარლსი (“მანსტერი”, 66), 13. გარი რინგროუზი (“ლენსტერი”, 12), 12. ბანდი აკი (“კონახტი”, 6), 11. ჯეიკობ სტოკდეილი (“ალსტერი”, 8), 10. ჯონათან სექსტონი (“ლენსტერი”, 72), 9. კონორ მარი (“მანსტერი”, 63);

შერკინება

1. კიან ჰილი (“ლენსტერი”, 77), 2. რორი ბესტი (“ალსტერი”, კაპიტანი, 110), 3. ტად ფარლონგი (“ლენსტერი”, 22), 4. ჯეიმს რაიანი (“ლენსტერი”, 7), 5. იან ჰენდერსონი (“ალსტერი”, 37), 6. პიტერ ო’მაჰონი (“მანსტერი”, 46), 7. დენ ლივი (“ლენსტერი”, 8), 8. სიჯეი სტენდერი (“მანსტერი”, 22);

მარქაფა

16. შონ კრონინი (“ლენსტერი”, 60), 17. ჯეკ მაკგრეთი (“ლენსტერი”, 46), 18. ენდრიუ პორტერ (“ლენსტერი”, 6), 19. დევინ ტონერი (“ლენსტერი”, 57), 20. ჯორდი მერფი (“ლენსტერი”, 19), 21. კირან მარმიონი (“კონახტი”, 20), 22. ჯოი კარბერი (“ლენსტერი”, 9), 23. ჯორდან ლერმური (“ლენსტერი”, 2).

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული შეხვედრა საქართველოს დროით 18 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

თეგები6 ერი

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
05:06 | 16.03.2018
+++Dinamo Tbilisi+++ (44)

ნაღდად გვინდოდა წასვლა.მაგრამ...ყველაზე იაფი 300 ფუნტი ღირდა თან ბანძ ადგილებში...პაბში უფრო მომგებიანია))))

04:56 | 16.03.2018
+++Dinamo Tbilisi+++ (44)

შეასწორეთ "თვიქენჰამ" და არა"თვიქნემ"...Twickenham

0.088344