ერთა თასი

17:40 | 15.03.2018 | ნანახია 4608 - ჯერ

მაკქოუ, პარისე, კვირიკაშვილი და სხვები

შაბათს და კვირას ევროპა ზამთრის სანაკრებო სეზონს ხურავს. ექვს ერში ბოლო ტურია და გადასაწყვეტიც დიდი აღარაფერია - ირლანდიის ჩემპიონობაც ნაადრევად გადაწყდა და იტალია ხის კოვზის მფლობელი რომ გახდებოდა, ეს სულაც ტურნირის დაწყებამდე ვიცოდით. ეს ხუმრობით, თუმცა, საქმეს ახლა ისეთი პირი უჩანს, რომ "აძურის" კაპიტანი სერჯიო პარისე "ცენტურიონი" წაგებული მატჩების მხრივაც გახდება. დღეის მონაცემებით, არგენტინული წარმოშობის ლეგენდარულ იტალიელს 133 სანაკრებო კეპი აქვს მოხვეჭილი, რომელთაგან მისმა გუნდმა 99 წააგო. ხოლო შაბათს იტალიის ნაკრები შოტლანდიელებს უმასპინძლებს...

რახან "ცენტურიონი" ვახსენეთ, ბარემ ამ თემას გავყვებით და მოგახსენებთ, რომ ბოლო მსოფლიო თასის შემდეგ ნაკრებიდან წასულმა ახალზელანდიელთა ლეგენდარულმა კაპიტანმა რიჩი მაკქოუმ სანაკრებო თამაშების მხრივ თავისი ლიდერობა ჯერჯერობით არავის დაუთმო და ეს მდგომარეობა წლეულს ხელუხლებელი დარჩება - რიჩი 148 კეპით ტიტანთა სიის ლიდერია!

მეორეა ლეგენდარული ირლანდიელი ბრაიან ოდრისკოლი 141 კეპით, მესამეზე კი, უფროსი თაობის ავსტრალიელი სუპერვარსკვლავი ჯორჯ გრეგანია (139). აი, მომდევნო ადგილებზე კი, გეთინ ჯენკინსი და პარისე არიან შესაბამისად 134 და 133 მატჩით. უელსელისა რა მოგახსენოთ, 37 წლისაა, "კარდიფ ბლუზში" ანტონ ფეიქრიშვილის პარტნიორია და ნაკრებში მეორე წელია, აღარ ეძახიან, თორემ სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ოფიციალურად ხმა არ ამოუღია. აი, პარისე კი შაბათს ექვს ერში შოტლანდიელებსაც დაუხვდება, ზაფხულის ტესტებსაც ითამაშებს, შემოდგომისაც, და საერთოდ, 2019 წლის მსოფლიო თასისთვის ემზადება. ანუ, 34 წლის იტალიელს უკვე მიმდინარე წლის ბოლოს შეუძლია ამ დიადი ცხრილის მესამე საფეხურზე ასვლა, ხოლო გაისად მსოფლიო თასამდეც დაეწევა მაკქოუს...

მოქმედ მოთამაშეთაგან კიდევ ერთი უელსელი, 32 წლის ალან ვინ ჯონსია ამ ასპექტში პერსპექტიული. უელსის ნაკრების ამჟამინდელი კაპიტანი მშვენიერ ფორმაშია, კარიერის დასრულებაზე არც ის ფიქრობს და ამასობაში 125 მატჩამდე კი ავიდა. ხოლო ქურციკთა სიამაყე ბრაიან ჰაბანა ამ სეზონის შემდეგ კარიერას ასრულებს და მის ანგარიშზე დღეს არსებული 124 კეპი ამაყად შევა ისტორიაში.

კვირას კი "ევროპის რაგბის" ჩემპიონატი სრულდება და ამ ჩვენს მეორე დონესაც ჰყავს მოქმედი ცენტურიონები. რუმინელთა ლიდერი, მგეზავი და ბომბარდირი ფლორინ ვლაიკუ 111-ე სანაკრებო მატჩს გამართავს, ჩვენი ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი - 110-ეს, კიდევ ერთი ბორჯღალოსანი, შუამარბი დავით კაჭარავა - 109-ეს. საქართველოს კიდევ ერთი ცენტურიონი ჰყავს - გიორგი ჩხაიძე, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა კარიერის დასრულების შესახებ არაფერი უთქვამს. და რაც შეეხება პოტენციურ კანდიდატებს, 100 სანაკრებო მატჩთან სხვებზე ახლოს ლაშა მალაღურაძე და გიორგი ნემსაძე არიან. ერთის ანგარიშზე 83 კეპია, მეორის - 80. იმედია, ისინიც მოახერხებენ საოცნებო კლუბში მოხვედრას.

აქვე გთავაზობთ ცენტურიონთა 51-კაციანი კლუბის ოდნავ შემოკლებულ სიას. მუქი შრიფტით გამოყოფილებს სანაკრებო კარიერა არ დაუსრულებიათ.

მოთამაშე

ნაკრები

წლები

კეპი

1

რიჩი მაკქოუ

ახალი ზელანდია

2001–2015

148

2

ბრაიან ოდრისკოლი

ირლანდია (133) და ბილ* (8)

1999–2014

141

3

ჯორჯ გრეგანი

ავსტრალია

1994–2007

139

4

გეთინ ჯენკინსი

უელსი (129) და ბილ* (5)

2002–

134

5

სერჯიო პარისე

იტალია

2002–

133

6

კევინ მეალამუ

ახალი ზელანდია

2002–2015

132

7

რონან ოგარა

ირლანდია (128) და ბილ* (2)

2000–2013

130

8

სტივენ მური

ავსტრალია

2005–2017

129

9

ვიქტორ მეტფილდი

სამხრეთ აფრიკა

2001–2015

127

10

ალან ვინ ჯონსი

უელსი (116) და ბილ* (9)

2006–

125

11

ბრაიან ჰაბანა

სამხრეთ აფრიკა

2004–

124

12

მარტინ კასტროჯოვანი

იტალია

2002–2016

119

=

ჯეისონ ლეონარდი

ინგლისი (114) და ბილ* (5)

1990–2004

119

14

ფაბიენ პელუსი

საფრანგეთი

1995–2007

118

=

ტონი ვუდკოკი

ახალი ზელანდია

2002–2015

118

16

ადამ ეშლი-კუპერი

ავსტრალია

2005–

116

=

ნეითან შარპი

ავსტრალია

2002–2012

116

18

პოლ ოკონელი

ირლანდია (108) და ბილ* (7)

2002–2015

115

19

მარკო ბორტოლანი

იტალია

2001–2015

112

=

დენ კარტერი

ახალი ზელანდია

2003–2015

112

21

როს ფორდი

შოტლანდია (110) და ბილ* (1)

2004–

111

=

ფილიპ სელა

საფრანგეთი

1982–1995

111

=

ჯონ სმიტი

სამხრეთ აფრიკა

2000–2011

111

=

ჯორჯ სმიტი

ავსტრალია

2000–2013

111

25

რორი ბესთი

ირლანდია

2005–

110

=

სტივენ ჯონსი

უელსი (104) და ბილ* (6)

1998–2011

110

=

ფლორინ ვლაიკუ

რუმინეთი

2006-

110

28

ჟან დე ვილიერსი

სამხრეთ აფრიკა

2004–2015

109

=

მერაბ კვირიკაშვილი

საქართველო

2003-

109

=

კრის პატერსონი

შოტლანდია

1999–2011

109

=

კირან რიდი

ახალი ზელანდია

2008-

109

32

დავით კაჭარავა

საქართველო

2006-

108

37

ალესანდრო ძანი

იტალია

2005–

103

42

კეტელინ ფერკუ

რუმინეთი

2005–

102

42

ვაშკუ უვა

პორტუგალია

2003–

101

48

გიორგი ჩხაიძე

საქართველო

2002-

100

* - ბილ = "ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები". ამ გუნდისა და ნებისმიერი ეროვნული ნაკრების შეხვედრა გათანაბრებულია სანაკრებო ტესტ-მატჩთან


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:58 | 15.03.2018
alfadhirhaiti (110)

არგენტინული წარმოშობის იტალიელი კი არა - იტალიური წარმოშობის არგენტინელი!

აბა არგენტინაში საიდან მოხვდა?!...

0.418798