ჩემპიონატები

22:40 | 14.03.2018 | ნანახია 1899 - ჯერ

ინგლისს ჰიუზი და ლოუ გამოაკლდნენ

ინგლისის ნაკრებს, 2018 წლის 6 ერის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩისთვის ძირითადი შემადგენლობის ორი მოთამაშე გამოაკლდა.

საუბარია, მესამეხაზელებზე - ქორთნი ლოუზე და ნათან ჰიუზზე. ორივე მოთამაშე შაბათს საფრანგეთთან გასვლაზე წაგებულ (16:22) მატჩში დაშავდა და როგორც გაირკვა, მათ მუხლის ოპერაციის გაკეთება მოუწევთ. ჰიუზი 12 კვირა ვერ შეძლებს თამაშს, ხოლო ლოუ 14 კვირას გამოტოვებს.

“წითელი ვარდების” გურუმ ირლანდიასთან მატჩისთვის ერთი მესამეხაზელი დაიმატა: “ექსეტერ ჩიფსის” 29 წლის მორაგბე დონ არმანდი, რომელსაც ინგლისელთა კვართით მხოლოდ ერთხელ უთამაშია: 2017 წლის ივნისში არგენტინასთან გასვლაზე მოგებული (38:34) ტესტ-მატჩის ბოლო 9 წუთი.

შეგახსენებთ, რომ 6 ერის დასკვნით ტურში ინგლისის ნაკრები "თვიქნემ სთედიუმზე" ირლანდიას უმასპინძლებს. შეხვედრა შაბათს, საქართველოს დროით 18 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079233