რაგბი ევროპის 2018 წლის ფინალურ მატჩამდე (რუმინეთი - საქართველო) ბორჯღალოსნები ღია ვარჯიშს გამართავენ, რომელიც ხვალ, 15 მარტს, 16:00 სთ-ზე შევარდენის ბაზაზეა დაგეგმილი.
ღია ვარჯიშზე დასწრება ყველა გულშემატკივრისთვის თავისუფალია.
მედია წარმომადგენლების საყურადღებოდ: ღია ვარჯიშის გადაღება ნებადართულია მხოლოდ პირველი 15 წუთის განმავლობაში, ინტერვიუების ჩაწერა დაგეგმილია ვარჯიშის დამთავრებისთანავე.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში ბორჯღალოსნები 18 მარტს 16 საათზე, "დინამო არენაზე" რუმინეთს შეხვდებიან.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ‘დინამო არარენას’ სალაროებში 11-იდან 19 საათამდე და ონლაინ ნებისმიერ დროს მისამართზე TKT.ge/Rugby
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არა ინერვიულოთ გაივსება მაინც, ოღონდ მეორე ტაიმში
ვინც ვიქნებით სტადიონზე ვეცადოთ და მთლიანი სტადიონის ეფექტი შევქმნათ ბორჯღალოსნებისთვის.
ეგ როგორ, სამ სკამზე გავწვეთ ?
შეძახილებით კორბენ
ძალიან ცოტა ბილეთია გაყიდული ამ ტემპით ნაევარი სტადიონიც არ გაივსება
ნაკლები ნიკოტინი, მზეზუმზირის ჩენჩო და "მიდი მოტეხე, უკბინე", მეტი რაგბი, თანაგრძნობა და ყურადღება!
+1
ცოტა იყოს და ხარისხიანი ჯობია ვიდრე სავსე და ბრბო.
ბიჭებო გავავსოთ სტადიონი! აქ წაფორხილება არ შეიძლება, რაგბი ჩვენი თამაშია!
აბა თქვენ იცით
ცოტა ბილეთია გაყიდული