ქართული

15:10 | 14.03.2018 | ნანახია 3409 - ჯერ

მამუკა გორგოძე გამოჯანმრთელების გრაფიკს უსწრებს

დამაიმედებელი ამბები საფრანგეთიდან: მამუკა გორგოძემ "ტულონის" ძირითად გუნდში წვრთნა განაახლა და დღე-დღეზე კონტაქტურ ვვარჯიშსაც დაიწყებს. ეს მეტად პოზიტიური ინფორმაცია ფრანგულმა "ვარ მატენმა" გაავრცელა.

ქართული რაგბის ცოცხალმა ლეგენდამ ტრავმა 2,5 თვის წინ, ტრენაჟორზე ვარჯიშისას მიიღო. მამუკას მკერდის კუნთები გაუწყდა, მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და სარეაბილიტაციო პერიოდიც დასასრულს მიუახლოვდა. თანაც, ეს ყველაფერი თავდაპირველად გამოცხადებულ ვადებზე ადრე ხდება.

კონტაქტური ვარჯიშის დაწყება კი იმას ნიშნავს, რომ მამუკა გორგოძე თამაშს უკვე აპრილის დასაწყისში შეძლებს. ამ ამბავმა ძლიერ გაახარა კლუბის შეფები, რადგან "ტულონს" ფაქტობრივად მთელი მეორე ხაზი ჰყავს ტრავმირებული - სვან რებაჯი, სამუ მანოა, ჟოსელინო სუტა და დეივ ეტვუდი. რომენ ტაოფიფენუა საფრანგეთის ნაკრებშია გამოძახებული, ხოლო ჯანმრთელი მხოლოდ ჯუანდრე კრუგერია და ამ გამოუვალ მდგომარეობაში გუნდს გამოუცდელი ესპუარი კორანტენ ვერნე დაემატა.

არადა, "ტულონს" ურთულესი გრაფიკი აქვს. უახლოეს მატჩებში მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის გუნდი ტოპ 14-ში ჯერ სტუმრად გამწარებულ "ოიონას" ეთამაშება, შემდეგ ჯერაც მოქმედ ჩემპიონ "კლერმონს" მასპიძლობს, შემდეგ იქნება "ევროპის რაგბის" ჩემპიონთა თასის გასვლითი მეოთხედფინალური მატჩი მრისხანე ირლანდიურ "მანსტერთან", მერე კვლავ ტოპ 14-ში "რასინგთან" სტუმრად უმძიმესი ჯახი და 14-ში ლიდერ "მონპელიესთან" სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი თამაში, რასაც, შესაძლოა, მოყვეს ჩემპიონთა თასის ნახევარფინალი. მერე კი რეგულარული ჩემპიონატის დასკვნითი მატჩებია "კასტრისა" და "პოს" წინააღმდეგ, აღარაფერს ვამბობთ ტოპ 14-ის პლეი-ოფზე, სადაც "ტულონი", წესითა და რიგით, უნდა გავიდეს. მოკლედ, დატვირთვა არნახული იქნება და ამდენი ტრავმირებულის არყოფნა გუნდს დიდ სერიოზულად დაეტყობა...

და კიდევ: "ტულონი" "მონპელიეს" 14 აპრილს მარსელის "ველოდრომზე" უმასპინძლებს. ამ შეხვედრის მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით ტულონელთა ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, მეზობელ დეპარტამენტებში - ბუშ-დიუ-რონში და ვოკლუზში, რამდენიმე მოთამაშე ავტოგრაფების დასარიგებლად გაეგზავნათ. მაგრამ ვინაიდან გუნდის აქტიური წევრები მომავალი მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან, ეს მისია ამჟამად ტრავმირებულებს დაეკისრათ.

გადაწყდა, რომ მამუკა გორგოძე და სამხრეთაფრიკელი ჯეი-პი პიტერსენი ავტოგრაფებს მარსელში, ვალენტინის ცენტრში დაარიგებენ, ხოლო ფრანგები სვან რებაჯი და შარლ ოლივონი იგივე მისიის შესასრულებლად ავინიონის სავაჭრო ცენტრს მიაშურებენ.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:55 | 15.03.2018
muchachino (19)

მამუკა, ჯერ კიდევ გვაქვს შენი ნაკრებში დაბრუნების იმედი! მსოფლიოზე იქნებ დაგვეხმარო მეორე ხაზში?! შენ ხომ ჩვენთვის ლეგენდა ხარ, ხოლო ლეგენდები უფერულად არ მიდიან!

19:56 | 15.03.2018
muchachino (19)

რუმინეთის თამაშის შემდეგ წასვლა ვიგულისხმე

21:55 | 14.03.2018
temuchin (431)

ტრავმას აშკარად არ გაუვიდა მამუკასთან წარმატებები კაპიტანო, მიხარია!

18:46 | 14.03.2018
პანტელეიმონი (1218)

მამუკა, გვეიმედები ! ! !

18:26 | 14.03.2018
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

ბარბაროსებთან გამომშვიდობების იდეა მეც მომწონს, მაგრამ სანამ ეგ მატჩი არ ჩაუტარებია, ჯერ ბოლომდე წასული არაა ნაკრებიდან და რაც გვიან მოხდება ეგ მით უკეთესი.
მესამე ხაზში დიდი კონკურენციაა და პატარა ბიჭები ბევრი გვყავს. აი მეორე ხაზს რაც შეეხება ყველა ვხედავთ რომ ცუდი სიტუაციაა. მიქაუტაძეს ტრავმა აქვს. მსოფლიოსთვისაც რო დაიმტვრეს რა გვეშველება???? ნემსაძე ასაკშია, მაგისი ტრავმის შანსიც ხო არსებობს. შემცვლელების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, პრობლემები გვაქვს. მამუკა თუ მსოფლიოსთვის დაგვჭირდა მეორე ხაზში იქნება დაგვიბრუნდეს.

14:19 | 15.03.2018
BEERTRANCE (1073)

მეც ეგრე მგონია რო ნემსაძეს მსოფლიოზე მთელი თამაშის ჩAტარება.,

17:58 | 14.03.2018
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

16:37 | 14.03.2018
თორღვა პანკელი (387)

მამუკა ნაკრებში თუ აღარ თამაშობ იმის შესაძლებლობა მაინც მოგვეცი რომ ღირსეულად გაგაცილოთ გულშემატკივარმა, იმედია კიდევ ერთხელ საგულდაგულოდ გამოეწყობი ბორჯღალოსნების ჯაჭვის პერანგში და მთელი შენი სიმშვენიერით წარსდგები ბრძოლის ველზე როგორც გახასიათებს, ჩვენ კი ჩვენი მხრივ ოვაციითა და აპლოდისმენტებით ხელში აყვანილს დაგემშვიდობებით და გეტყვით მადლობას, კარგია თუ ეს გამოსამშვიდობებელი თამაში ფრანგ ბარბაროსებთან შედგება, მე ერთი რიგითი გულშემატკივარი ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებ შენს ოჯახთან ერთად, რაგბი ჩვენი თამაშია!

0.083018