ქართული

22:36 | 13.03.2018 | ნანახია 2744 - ჯერ

„სტეჟარებთან“ უცვლელი შემადგენლობით

2018 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში ბორჯღალოსნები 18 მარტს 16 საათზე, „დინამო არენაზე“ ტრადიციულ მეტოქეს, რუმინეთს დაუხვდებიან მატჩში, რომელშიც შარშან დათმობილი ევროპის ჩემპიონის ტიტულის და ანთიმოზ ივერიელის თასის დასაბრუნებლად ერკინებიან.

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია „დინამო არენას“ სალაროებში 11-დან 19 საათამდე და ონლაინ ნებისმიერ დროს მისამართზე TKT.ge/Rugby

რევანშისთვიდა თასების დასაბრუნებლად

ბორჯღალოსნებმა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ოთხივე თამაში მოიგეს, სამი - ბონუსით და სატურნირო ცხრილს 19 ქულით ლიდერობენ. რუმინელები ესპანეთთან დამარცხდნენ და 14 ქულით მეორე ადგილზე არიან. ამრიგად, ერთი ბონუს-ქულის აღების, ან ბონუსით არწაგების შემთხვევაშიც კი, რაგბი ევროპის ჩემპიონები გავხდებით, მაგრამ ამაზე ფიქრიც არ ღირს!

შარშან „სტეჟარმა“ (რუმინეთის თიკუნი) ბუქარესტში სტატისტიკა გაგვიფუჭა, 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 8:7 გამარჯვებით „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ტიტულთან ერთად, საზიარო ანთიმოზ ივერიელის თასიც დაიტოვა. ბორჯღალოსნებს, სამწვრთნელო შტაბს და ქომაგებს რევანში და ორივე თასის შინ დაბრუნება სწყურიათ და „დინამო არენაზეც“ მხოლოდ ლამაზი გამარჯვებისთვის იბრძოლებენ!

გასულ შაბათს რუმინელებმა ბელგიას უმასპინძლეს და 62:12 დაამარცხეს, ხოლო ბორჯღალოსნები კრასნოდარში რუსეთს ეწვივნენ და სტუმრად სარეკორდო სხვაობით, 29:9 სძლიეს.

უცვლელი 29

საბედნიეროდ, კრასნოდარული მატჩის შემდეგ, რომლის მსვლელობისას სეტყვაც წამოვიდა, არცერთი ბორჯღალოსანი არ დაშავებულა და მწვრთნელების გადაწყვეტილებით, მომავალი შეხვედრისთვის ისევ ის 29 მოთამაშე მოემზადება, რომლებმაც მთელი ერთი კვირა ერთად ივარჯიშეს.

რადგან რუმინელებთან „ფინალი“ კვირასაა ჩანიშნული, კრასნოდარიდან შინ დაბრუნებულმა ბორჯღალოსნებმა კვირა-ორშაბათი დაისვენებას და აღდგენას დაუთმეს და მზადებას დღეიდან შეუდგნენ.

რუმინელებს 1998 წლიდან ვეთამაშებით და თავდაპირველად უპირატესობა მათ მხარეს იყო, თუმცა სიტუაცია 2007 წლის შემდეგ შეიცვალა. „სტეჟართან“ ჯამში ჩატარებული 21 შეხვედრიდან 11 ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა, 9-ჯერ მეტოქემ იმარჯვა და ერთი ჯახი ფრედ დასრულდა. 2007 წლის შემდეგ რუმინელებს 12-ჯერ შევერკინეთ, 9-ჯერ დავამარცხეთ და ერთხელ ფრეს დავყაბულდით.

საქართველოს ბორჯღალოსნები

მოვარჯიშე რაზმი 2018 წლის "რაგბი ევროპაზე" რუმინეთთან სათამაშოდ

1989 - 2017 206 ტესტი | 252 ბორჯღალოსანი | სრულად

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

მერაბ კვირიკაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1983

109

16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 5სბ

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

70

9ლ 2სბ

ბექა წიკლაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1989

29

5ლ 24გ 15ჯ 2ა [124 ქ]

სოსო მათიაშვილი

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1993 8

4ლ 14გ 10ჯ [78 ქ]

ანზორ სიჭინავა

აკადემია [საქ დ 10]

1995

5

2ლ სბ

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

108

22ლ [4 კაპ] 3სბ

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

83

4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ

გიორგი კოშაძე

რუსთავის ხარები [საქ დ 10]

1996

10

4ლ

გიორგი კვესელაძე

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1997 6

3ლ

10

ლაშა ხმალაძე

ბათუმი [საქ დ 10]

1988

61

8ლ 4გ [48 ქ]

10

რევაზ ჯინჭველაშვილი

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1995

7

:

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

31

5ლ

9

გელა აფრასიძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1998

7

:

შერკინება [ფორვარდები]

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

50

2ლ სბ

1

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

30

4ლ

2

შალვა მამუკაშვილი

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1990 53

5ლ სბ

2

ბადრი ალხაზაშვილი

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1995

8

:

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტოპ14]

1991

38

7ლ სბ

3

ანტონ ფეიქრიშვილი

კარდიფ [უელ პრო 14]

1987

26

7ლ 2სბ

3

გიორგი მელიქიძე

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1996

6

2ხ

გიორგი ნემსაძე

ბრისთოლ [ინგ ჩემპ]

1984

80

13ლ [4 კაპ] 5სბ

2ხ

შალვა სუთიაშვილი

ანგულემ [სფრ პრო დ2]

1984

65

2ლ [15 კაპ] 3სბ

2ხ

ნოდარ ჭეიშვილი

შონბრი [სფრ ფედ1]

1990

10

:

3ხ

ვიტო კოლელიშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1989

47

4ლ [1 კაპ] 2წბ 6სბ

3ხ

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

44

10ლ სბ

3ხ

ლაშა ლომიძე

ლონდონ აირიშ [ინგ პრემ]

1992

40

5ლ + 2შ სბ

3ხ

ოთარ გიორგაძე

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1996

10

2ლ

3ხ

გიორგი ცუცქირიძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1996

7

სბ

3ხ

მიხეილ გაჩეჩილაძე

ენისეი [რუს სუპერ]

1990 4

2ლ

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:08 | 14.03.2018
BEERTRANCE (1073)

მაქსიმუმი უნდა ჩადონ და ანგარიშზე ითამაშონ.

05:48 | 14.03.2018
გზავნილი (81)

ვერაფრით ვავიგე ჯინჭველაშვილი რატომ იმსახურებს ადგილს ნაკრებში?
7 თამაში აქვს ნათამაშები და რომელში გააკეთა რამე ხეირიანი?
დავიჯერო დიდ 10იანში ამაზე უკეთესი 10 ნომერი არ თამაშობს?
ან თუნდაც ის პატარა ბიჭი ირლანდიაში რომ წაიყვანეს რატომ არ უნდა მიეცეს შანსი?
20მდე შემთხვევა იქნება ამ 7 თამაშში როცა ბურთი აუტში ვერ გადაიტანა, ან გადაიტანა ისე რომ იტყოდა ჩვენი საოცარი რაგბის კომენტატორი ჩემი მეზობელი საპოჟნიკი ჟორაც იზამდა და რამხენიც გნებავთ იმდენი გარღვევა როცა შეტევა მასთან დამთავრდა და მოკლა...

ბავშვობაში ვჭიდაობდი და ჩემ მეგობარს მახსენებს ეს ბიჭი - ვარჯიშებზე თავს იავდა, დარბაზში პაექრობაში ბრდღვნიდა ყველაფერს და როცა შეჯიბრზე წავიდოდით 1-2 შეხვედრას თუ მოიგებდა. ისე დამთავრდა მისი კარიერა არც ერთი სინჯის მედალი არ აუღია.
ასეთი პრობლემა ხომ არ ქვს?

არავის ვლობირებ და არცერთ 10 ნომერს არ ვიცნობ რომ რამე მზაკვრობა არ დამწამოს ვინმემ. თუ ვინმე საწინააღმდეგო აზრისაა მე დავდებ მისი გაფუჭებული კადრების კოლაჟს და იმან საწინააღმდეგო დამიმტკიცოს...

12:09 | 14.03.2018
GiorgiG83 (525)

ის პატარა ბიჭი, რომელიც ირლანდიაში წავიდა (და მერე დაბრუნდა) ჯერ იმდენად პატარაა, რომ წელს და მომავალწელს ჯერ კიდევ U20 უწევს

მგეზავი ლეგიონერი ფიზიკურად არ გვყავს, ამიტომ ვეყრდნობით დიდი10_ში არსებულ რესურსს ანუ 10 მონაწილე გუნდის 10 ნომრებს შორის კეთდება არჩევანი, საიდანაც:
ლაშა ხმალაზე მოიაზრება პირველ მგეზავად (ყოფილი ლელოელი, ამჟამად ბათუმში მოასპარეზე)
და
რეზი ჯინჭველაშვილი (აიას ყოფილი მგეზავი, ამჟამად არმაზში მოსაპარეზე)
დანარჩენი 8 მგეზავი თუ გაინტერესებს:

აია: გიორგი ბაბუნაშვილი (ახლა ტრავმირებული) თუმცა U20-ში რეზის მარქაფა იყო
ლოკომოტივი: გიორგი აფციაური
ჯიქი: მამუკა ნინიძე
აკადემია: დავით მოძღვრიშვილი
ხარები: გიორგი ბასილაია
არმია: გოდერძი ჭინჭარაული
ბაგრატი: გუჯა კიკვაძე

შესაბამისად სამწვრთნელო შტაბმა მიიჩნია, რომ სანაკრებო დონეს ამ პოზიციაზე ყველაზე მეტად აკმაყოფილებს ხმალაძე და ჯინჭველაშვილი
პ.ს.
ერთი შეიძლება კვირიკაშვილი დააბრუნო მგეზავად
და
გასაჭირში მალაღურაძე გადმოწიო 10-ზე

15:25 | 14.03.2018
temuchin (431)

აბჟანდაძე დაბრუნდა ირლანდიიდან? არ გამიგია, მიზეზი?

15:49 | 14.03.2018
GiorgiG83 (525)

პროფესიონალების უფროსების გუნდს არ მაკარებდნენ და მოყვარულებში დროის კარგვას დიდი10 ში რაგბობა სჯობდაო

11:38 | 15.03.2018
temuchin (431)

მადლობა ინფორმაციისთვის. კიდევ უფრო მომწონს ამ გადაწყვეტილების გამო თედო.

12:39 | 14.03.2018
პანტელეიმონი (1218)

ვფიქრობ არ არის ცუდი აზრი და კვირიკაშვილის ან მალაღურაძის მოსინჯვა აუცილებლად უნდა მოხდეს მგეზავად.

13:52 | 14.03.2018
BEERTRANCE (1073)

მეკოს იმედი ვერ გვექნება მსოფლიოზე,

12:45 | 14.03.2018
GiorgiG83 (525)

მალაღურაძე გადასინჯულია მგეზავად, მეკოზე აქცენტი ზოგადად ვერაა სამომავლოდ გათვლილი ნაბიჯი, ამიტომ უნდა მოისინჯოს ახალგაზრდები და თუ ვერ გაქაჩავენ მერე იფიქრო მეკო და ლაშაზე,
ალბათ

03:13 | 14.03.2018
alfadhirhaiti (110)

საქართველოს ნაკრები კი ისეთ ანგარიშებს ვერ აცხობს როგორიც საჭიროა!

რუმინეთს უფრო მეტი ლელო აქვს დადებული.

ცუდია თუ პუნლიკაზე ნაკლებად ფიქრობენ...

11:55 | 14.03.2018
GiorgiG83 (525)

პრიორიტეტების საკითხია
რადგან გუნდი მსოფლიო თასისთვის ემზადება, პრიორიტეტი არის არა ბელგია-გერმანიის 100:0 დამარცხება რამედ სამზადისი ფიჯი-ურუგვაის დასამარცხებლად

01:23 | 14.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

რატომ არაა ჩხაიძე, ქუბრიაშვილი? ბევრი ტრამვირებულის მერე ამათი გამოკლება ხომ არ ასუსტებს ნაკრებს? მე მაინც მგონია, რომ ზირაქაშვილი და გორგოძე კიდევ გამოადგებოდნენ ნაკრებს. გორგოძე, რომ ყოფილიყო უელსთან მგონია სხვა შედეგი იქნებოდა და არც ესპანეთთან გაგვიჭირდებოდა, ხოლო რუსეთს თავიდანვე წნეხში მოვაქცევდით და უფრო დიდი ანგარით დავამარცხებდით.

12:16 | 14.03.2018
GiorgiG83 (525)

დუდუს რაც შეეხება მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე გყავს:
ლევან ჩილაჩავა, ანტონ ფეიქრიშვილი- მეტნაკლებად ოპტიალური წყვილი
ამათთან ერთად ახალგაზრდები (ვისზეც სამომავლოდ კეთდება აქცენტი): გიორგი მელიქიძე და ლაშა ტაბიძე და რიგი მორაგბეების ვინც სხვადასხვა დროს შეიძლება დაგჭირდეს: ნიკა ხატიაშვილი, სოსო ბეკოშვილი, გიორგი თეთრაშვილი

დუდუ 34 წლისაა

11:58 | 14.03.2018
GiorgiG83 (525)

ბინგო და დუდუზე:
მეორე ხაზი პრობლემატური პოზიციაა, ვინც მეტნაკლებად ამ პოზიციაზე ნაკრებში გაოცდილა არიან - ბინგო, სუთი, ნემსო, კოტე, ჭეიშვილი - აქედან გასაგებია რომ ოპტიმალური წყვილი კოტე-ნემსაძეა, უახლოესი მარქაფა კი სუთიაშვილი, ჩხაიძე და ჭეიშვილი
დღეს იცდება ბოლო 2 წლის მანძილზე კლუბში გამეორეხაზლებული შალვა და შედარებით ახალგაზრდა ჭეიშვილი, ბინგო 38 წლისაა

01:02 | 14.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

stripslashes((strlen('https://rugger.info/news/page3/19049')>0?'https://rugger.info/news/page3/19049':'https://rugger.info/news/page3/19049'))
აი ის "რუმინელი" მორაგბე

03:11 | 14.03.2018
alfadhirhaiti (110)

უიმე, 1, მაქსიმუმ 2 წელიწადში რეგრესი დაეტყობა და გამოსაცვლელი იქნება უკვე.

00:27 | 14.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

რუმინელები იმატებენ და იმატებენ ნატურალიზირებულ მორაგბეებს, ეხლა სამხრეთ აფრიკელი შავკანიანი მორაგბე დაიმატეს, რომელიც სავარაუდოდ თბილისში ჩვენი ნაკრების წინაშე გამოვა რუმინეთის ნაკრების შემადგენლობაში. იქნებ ჩვენც იგივე გაგვეკეთებინა? უკანახაზელების დამატება გვჭირდება. თუ სხვა პოზიციებზეც ვიპოვით ძლიერ მორაგბეებს და შესაძლებელი იქნება მათი დამატება, რატომაც არ უნდა დავიმატოთ? ახალი ზელანდია, ავსტრალია, იაპონია, საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, რუმინეთი, ეხლა კიდევ აგერ ესპანეთი, როგორი გაძლიერებულია ნატურალიზირებული მორაგბეებით. ჩვენ რატომ გვეუხერხელება ეს? აშკარად ჩანს, რომ ზოგიერთი მორაგბე, რომ წავიდა მათი შემცვლელი ჯერ არ ჩანს, კიდევ ბევრი წავა მსოფლიო თასამდე ან გათამაშების შემდეგ. ღმერთმა ნუ ქნას და თუ უკუსვლა დავიწყეთ, მერე ძნელი იქნება ძველი დიდების დაბრუნება. ქართული გენში დევს ფიზიკური სიძლიერე, მაგრამ ძაან გვიჭირს სისწრაფეში. მაღალი დონის რაგბში ყველაფერი საჭიროა. სულ უფრო იმატებს იაპონიის, აშშ-ს, ესპანეთის, ურუგვაის დონე. ადრე აქ დავწერე რუსეთის U18 და U20 მოთამაშე სამი ქართული გვარის მორაგბეზე - საჯაია, ხაბეიშვილი და კონცელიძეზე (თუ გვარი არ მეშლება). მესამეზე რუსულ მედიაში დაიწერა, რომ ძალიან  ძლიერი უკანახაზელია. მივაქციოთ ყურადღება ასეთ მორაგბეებსაც. რუსეთში ბევრი ქართველი მორაგბე ბავშვია და მათ უნდა ვაკვირდებოდეთ. არ გვყავს დასაკარგავი ქართველები. 

16:50 | 14.03.2018
GiorgiG83 (525)

ეს უცხოელები რუმინეთის ნაკრებში ხვდებიან მას შემდეგ რაც დინამოში, კლუჟში, ბუქარესტსა და სტიაუაში მინიმუმ 3 წელს ითამაშებენ
არცერთი ნატურალიზებული ტიპი არ არის 30 ზე ახალგაზრდა

დრაკულას გაუკეთონ ეს ბებერი უვარგისი "ლეგიონრები"
კვდება რუმინული რაგბი U19 ევროპის ცემპიონატებსაც ვეღარ იგებენ
U20 ალაფაზეც აღარ არიან და ყველაზე ახალგაზრდა რუმინელი ნაკრებში არის 4 კეპიანი ანუ ერთა თასზე რომ პირველად გამოცადეს ისეთი სიმონესკუ (20 წ) ტიმოშორადან ფერკუს ზამენა
მის გამოჩენამდე ყველაზე ახალგაზრდა იყო ნისტორი (მე-3 ხაზი) ალბიდან 23 წლის დანარჩენი 3 ფრთა დიმიტრუ, მხტომელი ანტონესკუ და ბურჯი პრიშტავიცა 25-25 წლისანი არიან
და
5 კეპამდე მორაგბეები:
ბოლდარი - მგეზავი 0 კეპი 30 წლის (სტიაუა)
ბარდასუ - კვაჭი 1 კეპი 26 წლის (ბეირა მარი)
ეგ შენი კოსტე - ფლანკერი 3 კეპი 30 წლის (კარკასონი 26 თამაშიდან მხოლო 10 აქვს ნათამაშევი ისიც 7 ჯერ სასტარტოში და 3 ჯერ შეცვლაზე)
და ზემოთ ნათქვამი სიმონესკუ

ასევე ახალბედაა 8 კეპი 3 მორაგბე 26-28-30 წლის

შეეშვი თავისი გასჭირვებიათ - ეგეთი დონის ლეგიონერები არათუ პანაცეა, მოკლევადიანი გამაყუჩებელიც კი ვერაა თუ გერმანიის დარბევას აქტივში არ ჩაუთვლი

0.104167