ქართული

17:57 | 13.03.2018 | ნანახია 2404 - ჯერ

ზირაქას ქუსლი არ ათამაშებს

28 იანვრს "კლერმონმა" საფრანგეთის ტოპ 14-ის მორიგ ტურში "მონპელიეს" უმასპინძლა და უდრამატულეს ბრძოლაში 29:30 დამარცხდა. იმ მატჩში შედგა ორი დიდებული ქართველი ბურჯის დუელიც: მასპინძელთა მარჯვენა პირველხაზელი ვეტერანი დავით ზირაქაშვილი გახლდათ, ხოლო მონპელიელთა შერკინების მარცხენა ბურჯად მიხეილ ნარიაშვილი თამაშობდა.

იმ მატჩში "ზირაქამ" ქუსლი იტკინა და ექიმების პროგნოზით, 34 წლის ქართველი რაგბს მარტის დასაწყისში უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ აგერ უკვე 13 მარტია და ჯერჯერობით არავინ იცის, როდის შეძლებს დავითი თამაშს. მომავალ შაბათს "კლერმონი" "პოს" მასპინძლობს და ზირაქაშვილი გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში არაა, ესე იგი, 2-3 კვირის ნაცვლად მას უკვე მინიმუმ 6 კვირა გაუცდება. იმედი დავიტოვოთ, რომ სახელოვანი ბურჯი ტრავმას მალე მოიშუშებს და ჩვეულადაც ათამაშდება, რადგან არც ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალია შორს - 1 აპრილს "ყვითელი ჯარი" პარიზულ "რასინგს" მასპინძლობს...


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:39 | 14.03.2018
პანტელეიმონი (1218)

დავით, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ ! ! !

0.077854