გასულ უქმეებზე საფრანგეთში შიდა პირველობის მორიგი ტური გაიმართა - ტოპ 14-შიც და პრო დ2-შიც. რომ ვთქვათ, ქართველებისთვის წარმატებული იყოო, ტყუილი გამოვა, თუმცა არც წარუმატებელი ეთქმის. ტოპ 14-ში, მაგალითად, 8-დან 6 ჩვენებური იყო თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში, ხოლო პრო დ2-ში - 2-დან 1. ეს ფაქტიც თავისთავად სასიამოვნოა. ამ 10-დან 4-მა გამარჯვება იზეიმა. 10 კაცი ორ ლიგაში - ცოტაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ იმავე დროს კიდევ ერთი ამდენი ნაკრებთან ერთად რუსეთს ამარცხებდა.
უმაღლეს დივიზიონში კვლავაც „მონპელიე“ ლიდერობს, რომელმაც უახლოესი მდევარი „რასინგი“ მიიღო და 41:3 გააცამტვერა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე 56-ე წუთიდან დუდუ ქუბრიაშვილმა ითამაშა, ხოლო პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში ვასილ კაკოვინი 52-ე წუთამდე იყო. მარცხის მიუხედავად, „რასინგმა“ ცხრილის ძვირფასი მეორე საფეხური მაინც შეინარჩუნა.
მესამეზე კი „ტულონია“, რომელიც უქართველებოდ დაუხვდა „აჟენს“ და 8 ლელოთი გაისტუმრა - 54:5, კრის ეშტონმა კი, სულაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. ამ სეზონში პირველად მოხდა, რომ სამივე ქართველი „აჟენის“ სასტარტო თხუთმეტეულში მოხვდა. ბურჯები ვახტანგ ახობაძე და გიორგი თეთრაშვილი შესაბამისად 45-ე და 49-ე წუთებზე დაასვენეს, თამაზ მჭედლიძე თავის საყვარელ პოზიციაზე დაბრუნდა და შუამარბად 80-ვე წუთი დაჰყო მინდორზე. გამანადგურებელი მარცხის მიუხედავად, თეთრაშვილმა დამაჯერებლად ითამაშა და კარგი პრესა დაიმსახურა. „აჟენი“ ბოლოდან მე-3 ადგილზეა და გასავარდნი ზონიდან 4-ქულიან დისტანციაზეა.
დანარჩენ საპლეიოფო ადგილებზე „ტულუზი“, „პო“ და „ლიონი“ იმყოფებიან. ახლოსაა „ლა როშელიც“, რომლის შერკინებას ვეტერანი ბორჯღალოსანი აქვსენტი გიორგაძე წვრთნის. ამ გუნდმა „პოსთან“ უდაძაბულეს მატჩში სანუგეშო ბონუსიღა გამოიმუშავა - 15:18 წააგო, ხოლო მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი „ლა როშელის“ სასტარტოში იყო, 74-ე წუთამდე ითამაშა და სწორედ მისი გასვლის შემდეგ გაიტანა „პომ“ გამარჯვების ჯარიმა.
ზურაბ ჟვანიამ ბოლო 19 წუთი ითამაშა თავის „სტად ფრანსეში“, რომელმაც მძიმე თამაშში „კასტრს“ 23:17 მოუგო. პარიზელები გასავარდნ ზონას 5 ქულით დაშორდნენ, ხოლო ბოლო ადგილზე „ოიონა“ რჩება, რომელმაც ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. ამჯერად ამ გუნდმა გასვლაზე „ბორდო“ დაამარცხა და ამ გამარჯვებაში დიდი როლი ირაკლი მირცხულავამ ითამაშა, ვინც 77-ე წუთზეღა დაასვენეს, მაგრამ 79-ეზე კვლავ ჩართეს თამაშში, რადგან მისმა შემცვლელმა ტრავმა მიიღო.
პრო დ2-ში კი ორმა ქართველმა ითამაშა. „კარკასონმა“ კონკურენტ „დაქსს“ სტუმრად 18:13 მოუგო და სახიფათო ზონას უკვე 6 ქულითაა დაშორებული. მირიან ბურდული „კარკასონში“ 33-ე წუთზე გამოჩნდა. მისი გუნდის მარჯვენა ბურჯი 5 წუთით ადრე გასინბინებული იყო და დაინიშნა შერკინება, ბურდული ამიტომ გამოჩნდა მოედანზე . მაგრამ ვაი, რომ 3 წუთში თავად მირიანიც გაასინბინეს და „კარკასონი“ 13 კაცის ამარა დარჩა. მიუხედავად ამისა, გუნდმა გაუძლო ამ დანაკლისს და როცა კაცი „დაქსსაც“ გაუძევეს, თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. ბურდულმა კი მერე თითქმის მთელი მეორე ტაიმი ითამაშა. ცნობისთვის, ეს ბურდულის მესამე ყვითელი ბარათია, რის გამოც ქართველი ბურჯი თავის გუნდს მომდევნო ტურში ვერ დაეხმარება.
გაასინბინეს ილია კაიკაციშვილიც, თუმცა მისთვის ეს პირველი ყვითელი ბარათია მიმდინარე სეზონში. „მასის“ ქართველმა ბურჯმა „ორიაკის“ წინააღმდეგაც ძლიერად ითამაშა, პირველი ლელო მისი ძალისხმევის ნაყოფი იყო, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს მსაჯმა შერკინებაში წესების დარღვევისთვის გააძევა და თამაში მისმა შემცვლელმა გააგრძელა, მაგრამ 72-ე წუთზე მწვრთნელმა ილია დააბრუნა თამაშში, რადგან ახლა უკვე კაიკაციშვილის ნაცვლად მოთამაშე ბურჯმა მიიღო ყვითელი ბარათი. 25:20 – „ორიაკმა“ „მასის“ მოუგო, თუმცა ამ უკანასკნელმა ბონუსი მიითვალა.
ქართული ლეგიონი | |||||||||
მორაგბე | ტურნირი | კლუბი | მეტოქე | სტატუსი | დრო | მ. | თ(სტ) | ს.მ. | დ. |
ჯაბა ბრეგვაძე | სუპერ რაგბი | სანვულვზი | შარქსი | ტრავმა | 1 (0) | ||||
ვახტანგ ახობაძე | ტოპ 14 | აჟენი | ტულონი | სასტარტო | 45 | 6(2) | 1ლ | ||
გიორგი თეთრაშვილი | ტოპ 14 | აჟენი | ტულონი | სასტარტო | 49 | 13(3) | |||
თამაზ მჭედლიძე | ტოპ 14 | აჟენი | ტულონი | სასტარტო | 80 | 13(8) | 2ლ | ||
ლაშა ტაბიძე | ტოპ 14 | ბორდო | ოიონა | 0 | |||||
კარლენ ასიეშვილი | ტოპ 14 | ბრივი | კლერმონი | ნაკრებშია | 15(11) | 3ლ | 1სბ | ||
სოსო ბეკოშვილი | ტოპ 14 | ბრივი | კლერმონი | 4(0) | |||||
ვასილ ლობჟანიძე | ტოპ 14 | ბრივი | კლერმონი | ნაკრებშია | 6(1) | 1ლ | |||
ოთარ გიორგაძე | ტოპ 14 | კლერმონი | ბრივი | ნაკრებშია | 2(0) | ||||
დავით ზირაქაშვილი | ტოპ 14 | კლერმონი | ბრივი | ტრავმა | 11(7) | ||||
ბექა კაკაბაძე | ტოპ 14 | კლერმონი | ბრივი | 8(0) | 1სბ | ||||
ვიქტორ კოლელიშვილი | ტოპ 14 | კლერმონი | ბრივი | ნაკრებშია | 11(9) | 1სბ | |||
ლექსო ყაულაშვილი | ტოპ 14 | ლა როშელი | პო | სასტარტო | 74 | 7(6) | |||
თორნიკე მატარაზე | ტოპ 14 | ლიონი | ტულუზა | 0 | |||||
გურამ პაპიძე | ტოპ 14 | ლიონი | ტულუზა | 0 | |||||
გელა აფრასიძე | ტოპ 14 | მონპელიე | რასინგი | ნაკრებშია | 0 | ||||
კოტე მიქაუტაძე | ტოპ 14 | მონპელიე | რასინგი | ტრავმა | 11(5) | 1სბ,1წთ | |||
მიხეილ ნარიაშვილი | ტოპ 14 | მონპელიე | რასინგი | ნაკრებშია | 11(8) | ||||
დავით ქუბრიაშვილი | ტოპ 14 | მონპელიე | რასინგი | მარქაფა | 23 | 5(3) | |||
გიორგი ვეფხვაძე | ტოპ 14 | ოიონა | ბორდო | 0 | |||||
ირაკლი მირცხულავა | ტოპ 14 | ოიონა | ბორდო | სასტარტო | 78 | 9(8) | 1სბ | ||
ვასილ კაკოვინი | ტოპ 14 | რასინგი | მონპელიე | სასტარტო | 52 | 18(8) | |||
გიორგი მელიქიძე | ტოპ 14 | სტად ფრან. | კასტრი | ნაკრებშია | 1(0) | ||||
ზურაბ ჟვანია | ტოპ 14 | სტად ფრან. | კასტრი | მარქაფა | 19 | 10(4) | 1ლ | ||
ბადრი ალხაზაშვილი | ტოპ 14 | ტულონი | აჟენი | ნაკრებშია | 2(1) | ||||
მამუკა გორგოძე | ტოპ 14 | ტულონი | აჟენი | ტრავმა | 9(7) | 1სბ | |||
ლევან ჩილაჩავა | ტოპ 14 | ტულონი | აჟენი | ნაკრებშია | 6(1) | 1სბ | |||
შალვა სუთიაშვილი | პრო დ2 | ანგულემი | მონტობანი | ნაკრებშია | 21(18) | 1ლ | |||
ბექა გიგაშვილი | პრო დ2 | გრენობლი | კოლომიე | 12(5) | |||||
ელიზბარ ყუფარაძე | პრო დ2 | დაქსი | კარკასონი | 9(3) | 1სბ | ||||
მირიან ბურდული | პრო დ2 | კარკასონი | დაქსი | მარქაფა | 35 | სბ(36) | 18(8) | 1ლ | 3სბ |
შალვა მამუკაშვილი | პრო დ2 | კარკასონი | დაქსი | წავიდა | 8(4) | ||||
გიორგი ნაცარაშვილი | პრო დ2 | კარკასონი | დაქსი | 11(5) | 1სბ | ||||
ბექა შეყლაშვილი | პრო დ2 | კოლომიე | გრენობლი | 11(4) | 1ლ | ||||
ილია კაიკაციშვილი | პრო დ2 | მასი | ორიაკი | სასტარტო | 41 | სბ(33) | 11(9) | 1სბ | |
ბექა ბიწაძე | პრო დ2 | ნარბონი | ბეზიე | ტრავმა | 10(9) | 2ლ | |||
მერაბ შარიქაძე | პრო დ2 | ორიაკი | მასი | ტრავმა | 14(14) | 2ლ | |||
ნიკოლოზ ხატიაშვილი | პრო დ2 | ორიაკი | მასი | წავიდა | 15(10) | 2სბ | |||
ვახტანგ მაისურიაძე | პრო დ2 | ვანი | მონ-დე-მა. | 15(11) | 1სბ |
შენიშვნა: მენიუში მ. - მოანგარი; თ(სტ) - თამაში (სასტარტო); ს.მ. - სეზონური მონაგარი; დ. - დისციპლინარული სასჯელი; მუქი შრიფტით გამოყოფილია შინ მოასპარეზე გუნდი; სბ - სინბინი' წთ - ჭითელი ბარათი; ლ - ლელო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შალვა მამუკაშვილი კარკასონში კი არა ლოკომოტივში თამაშობს უკვე კაი ხანია : ))))