საერთაშორისო

13:14 | 10.03.2018 | ნანახია 1306 - ჯერ

მაკკენზიმ ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან გაახანგრძლივა

დამიან მაკკენზიმ ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. “ოლ ბლექსის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 22 წლის უკანახაზელმა ხელი სამწლიან კონტრაქტს მოაწერა, რომლის მიხედვითაც კვლავ “ჩიფსის” ღირსებას დაიცავს.

ახალგაზრდა მორაგბე სუპერ რაგბიში 2015 წელს გამოჩნდა და დღემდე ჩატარებულ 51 მატჩში 403 ქულა გაიტანა. ის გასული სეზონის “ზე რაგბის” საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

დამიანს “ოლ ბლექსში” დებიუტი 2016 წელს ჰქონდა, ხოლო 2017 წლიდან ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ იქცა. მან “კივების” კვართით 12 კეპი მოიხვეჭა და 5 ლელო დადო.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.0699