ჩემპიონატები

11:27 | 10.03.2018 | ნანახია 3280 - ჯერ

ფრანგები ბოდენ ბარეტს სარეკორდო ხელფასს სთავაზობენ

ახალი ზელანდიის ნაკრების და “ჰარიკეინსის” მგეზავს ბოდენ ბარეტს, ერთ-ერთი ფრანგული კლუბი რაგბისთვის სარეკორდო ხელფასს სთავაზობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტოპ 14-ის კლუბი მზადაა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეს სეზონურად 3.4 მილიონი დოლარი გადაუხადოს. ასეთი ანაზღაურება კი დღემდე არავის ჰქონია. ამჟამად, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე დენ კარტერია, რომელიც “რასინგ 92”-ში წლიურად 2.83 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ცნობისთვის, ბოდენს ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან კონტრაქტი 2019 წლის მსოფლიო თასის ბოლომდე აკავშირებს. 26 წლის მორაგბეს “ოლ ბლექსის” რიგებში დებიუტი 2012 წელს ჰქონდა და 62 მატჩში 465 ქულა მოიხვეჭა, ხოლო “ჰარიკეინსში” 2011 წელს გამოჩნდა, “ზე რაგბიში” 100 შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ გუნდს 1012 ქულა მოუპოვა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:07 | 10.03.2018
dominici99 (94)

es franguli gundebi imdens izamen, sabolood gsabanzeben rugbis. nel-nela imdeni puli sheva, rom show- businessi gaxdeba, pexburtivit. Imedia barets eyopa tvini, guli da namusi, da shav kvarts xelis chucyze ar gacvlis

11:47 | 10.03.2018
geogoli (367)

ბოდენი არ უნდა გადავიდეს, სუპერ რაგბი და ნაკრები ფულზე არ გაიცვლება. 30-ს რომ გადაცდება Mერე იყოს ევროპა

0.085533